რთული ნივთიერება

რთული ნივთიერება ან ქიმიური ნაერთი ეწოდება ნივთიერებას, რომელიც შედგება ორი ან მეტი ქიმიური ელემენტის ატომებისაგან. მაგალითად, მაგნიუმის ოქსიდი, წყალი, სუფრის მარილი და ნატრიუმის ქლორიდი - რთული ნივთიერებებია.

რთული ნივთიერებები არ ინარჩუნებენ იმ თვისებებს, რაც გააჩნიათ მის შემადგენლობაში შემავალ მარტივ ნივთიერებებს, რაც დამახასიათებელია ნივთიერებათა ნაერთებს შორის. მაგალითად, სუფრის მარილს ან ნატრიუმის ქლორიდს აქვთ სხვა განსხვავებული თვისებები ვიდრე მარტივ ნივთიერებას ნატრიუმს და ქლორს, რისგანაც ისაა წარმოქმნილი.ის ისე ინტენსიურად არ მოქმედებს წყალთან, როგორც ეს ახასიათებს ნატრიუმს, და არაა მომწამლავი, როგორც მარტივი ნივთიერება ქლორი. ასე, რომ რთულ ნივთიერებებსა და ნაერთებს (ნარევებს) შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ნაერთებსა (ნარევები) და რთულ ნივთიერებათა განსხვავებები
ნივთიერებათა ნაერთები (ნარევები)რთული ნივთიერებები
წარმოიქმნება ფიზიკური პროცესის - ნივთიერებათა არევის, შერევის შედეგადწარმოიქმნება ქიმიური პროცესის - ნივთიერებათა სინთეზის დროს
ნივთიერებათა თვისებები რისგანაც ის შედგება უცვლელი რჩებართული ნივთიერბა შემადგენელი მარტივი ნივთიერებების თვისებებს არ ინარჩუნებს
შემადგენლობა ნებისმიერია, თავდაპირველი ნივთიერებების ნებისმიერი მასური თანაფარდობით შეიძლება შერევაშემადგენლობა განსაზღვრულია, თავდაპირველი ნივთიერებები რეაგირებენ განსაზღვრული მასური თანაფარდობით
იყოფა შემადგენელ ნაწილებად - ფიზიკური მეთოდების გამოყენებითიშლება შემადგენელ ნაწილებად მხოლოდ ქიმიური რეაქციის შედეგად

ლიტერატურა

  • ბურინსკაია ნ. ნ., კიევი, 1997, გამ. ირპენი
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა