რენატ დადაშოვი

რენატ დადაშოვი (აზერ. Renat Oleq oğlu Dadaşov, გამოითქმის [re̞ˈnɑ̝t̪ o̞ˈle̞k o̞ˈɣɫu d̪ɑ̝ˈd̪ɑ̝ʃo̞f]; დ. 17 მაისი, 1999, რიუდესხაიმ-ამ-რეინი, გერმანია) — აზერბაიჯანელი, პოზიციით თავდამსხმელი, ფეხბურთელი. იგი ამჟამად თამაშობს პაკოს დე ფერეირასა (ვოლვერჰამპტონ ვანდერერსიდან იჯარით გადმოსული) და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

რენატ დადაშოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Renat Oleq oğlu Dadaşov
დაბადების
თარიღი
17 მაისი, 1999 (1999-05-17) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
რიუდესხაიმ-ამ-რეინი, გერმანია
სიმაღლე186 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კეშლა
ნომერი11
ახალგაზრდული კარიერა
TSV ბლეიდენსტადტი
SV ვევენ ვეისბადენი
2013 - 2014აინტრახტი ფრანკფურტი
2014 - 2017ლაიფციგი
2017 - 2018აინტრახტი ფრანკფურტი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2018-2019ესტორილ პრაია22(4)
2019 -ვულვერჰამპტონ ვალდერერსი0(0)
2019 -პასუშ დე ფირეირა4(0)
ეროვნული ნაკრები
2001 - 2004აზერბაიჯანის 16-წლამდელთა4(1)
2008 -გერმანიის 16 წლამდელთა6(4)
2001 - 2004გერმანიის 17 წლამდელთა15(13)
2001 - 2004აზერბაიჯანის 21-წლამდელთა4(2)
2001 - 2004აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები3(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ადრეული ცხოვრება

რენატ დადაშოვი დაიბადა 1999 წლის 17 მაისს, არიუდესხაიმ-ამ-რეინში, გერმანიაში, აზერბაიჯანელ ოჯახში.[1][2] (მისი ოჯახი ლეზგი იყო).[3][4][5][6][7] მისი მშობლები გერმანიაში საცხოვრებლად ბაქოდან (აზერბაიჯანიდან) გადავიდნენ. მისი მამა ოლეგი ახალგაზრდობის პერიოდში თამაშობდა აზერბაიჯანის წყალბურთის ნაკრებში. მას ჰყავს უფროსი ძმა რუფად დადაშოვი, რომელიც აგრეთვე ფეხბურთს თამაშობს (პოზიციით თავდამსხმელია); მის ძმას აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ნათამაშებ 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.[8]

ადრეული წლების პერიოდში იგი თამაშობდა შემდეგი კლუბების საფეხბურთო აკადემიებში: SV ვევენ ვეისბადენი, აინტრახტი ფრანკფურტი და RB ლაიფციგი.

საკლუბო კარიერა

აინტრაქტი ფრანკფურტი

2017 წლის 19 მაისს, რენატ დადაშოვმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ბუნდესლიგის გუნდ აინტრახტი ფრანკფურტისთან.[9] მან 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში, აინტრახტი ფრანკფურტის 19-წლამდელთა გუნდში 22 თამაში ჩაატარა საიდანაც 14 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.[10]

ესტორილი

2018 წლის 11 იანვარს, დადაშოვმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ ესტორილთან.[11]

მისი დებიუტი „ლიგაპრო“-ში 2018 წლის 11 აგვისტოს შედგა, სადაც პროტო B-ს წინააღმდეგ ესტორილმა 4:0 გაიმარჯვა.[12] ამავე გუნდის მაისურით დადაშოვმა პირველი გოლი 2018 წლის 18 აგვისტოს, ბრაგა B-სთან ანგარიშით 1:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.[13]

ვულვერჰამპტონ ვანდერერსი

2019 წლის 6 აგვისტოს მან ვულვერჰამპტონ ვანდერერსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[14][15][16]

პასუშ დე ფირეირა

2019 წლის 6 აგვისტოს, დასუშ დე ფირეირამ, რომ დადაშოვთან მათ სეზონური კონტრაქტი გააფორმეს.[17][18] 2019 წლის 24 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი პაშუს დე ფერეირაში (პრიმერა ლიგაში), ბოავისტას წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში (შეხვედრა მოწინააღმდეგის სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 1-1 დასრულდა).

საერთაშორისო კარიერა

2017 წლის დასაწყისში გამოცხადდა, რომ დადაშოვი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა. მისი საერთაშორისო დებიუტი პროფესიონალურ დონეზე 5 სექტემბერს, 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა.[19]

კარიერული სტატისტიკა

საერთაშორისო

აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები
წელითამაშიგოლი
201710
201800
201920
ტოტალი30

სტატისტიკა ასახავს 2019 წლის 11 ივნისამდე დაფიქსირებულ შედეგებს

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა