ჟაკლინ ბარტონი (დ. 7 მაისი1952) — ამერიკელი ქიმიკოსი. 1980-1982 წლებში ქიმიის პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა ჰანტერის კოლეჯში. 1983-1989 წლებში კი კოლუმბიის უნივერსიტეტში მანამ, სანამ კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს შეუერთდებოდა, სადაც დღემდე მუშაობს. 2009 წელს ამავე ინსტიტუტის ქიმიის სამმართველოსა და ქიმიური ინჟინერიის განყოფილების თავმჯდომარე გახდა. ბარტონი დნმ-ის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს სწავლობს. მისი კვლევების ძირითადი აქცენტია ორმაგად დაგრეხილი დნმ-ის გასწვრივ, განივი ელექტრული ტრანსპორტი, მისი შედეგები ბიოლოგიაში და პოტენციალს მის გამოყენებაში კიბოს ქიმიოთერაპიულ მკურნალობაში. სხვა არაერთ ჯილდოსთან ერთად, 2011 წელს ბარტონმა მიიღო მეცნიერების ეროვნული მედალი, 2015 წელს ამერიკის ქიმიის ინსტიტუტის ოქროს მედალი და ამავე წელს, პრისტლის მედალი.
ჟაკლინ კაპელმანი თავდაპირველად ნიუ-იორკში რივერდელის სკოლაში ესწრებოდა გაკვეთილებს. ამავე სკოლაში ასწავლიდა ბარტონის დედა მისის როზენბერგი, რომელმაც მოიპოვა უფლება, კალკულუსი მის შვილს ბიჭთა სკოლაში ესწავლა. ის ქიმიით დაინტერესდა ბერნარდის კოლეჯში, სადაც ფიზიკურ ქიმიას სწავლობდა. მას უყვარდა ლაბორატორიული სამუშაოები და ქიმიური გარდაქმნები, მის შთაგონების წყაროდ მასწავლებელი, ბერნის სეგალი იქცა.[18][19] ბერნარდის კოლეჯში სწავლის ბოლო წელს დაქორწინდა დონ ბარტონზე.[20]
დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ იელის უნივერსიტეტში დაიწყო რობერტ შულმანთან ერთად მუშაობა. ის იყენებდა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის გრაფიკის ტექნოლოგიას, რათა შეემოქმებინა საფუარი უჯრედების მეტაბოლიზმი. 1980-82 წლებიდან ის გახდა ქიმიის პროფესორი და საკუთარი ლაბორატორია, ბარტონის მკველევართა ჯგუფი, შექმნა.
1980-იანებში გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1983-1989 წლებში ასწავლიდა.[20]1986 წელს მოიპოვა სრულუფლებიანი პროფესორის ხარისხი[25] და გახდა პირველი ქალი, კოლუმბიის ქიმიის დეპარტამენტში სამუშაო საათები მისცეს.[18] მისი კვლევები ფოკუსირდა ორგანო--რუთენიუმის კომპლექსების გამოყენებაზე, დნმ-ის ფიზიკური სტრუქტურის შესწავლაში.1989 წელს ბარტონი კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადავიდა, სადაც მან გამოიკვლია დნმ-ის დაზიანებისა და აღდგენის პროცესები. ბორტონმა 100-ზე მეტ პოსტოქტორანტს ასწავლა, რომელთა შორის უმეტესი ქალია.[26] Recognized as a "superb role model, not just for young women but for all young scientists",[25]1993 წლიდან ბარტონი იყო კომპანია „Dow Chemical-ის“ წევრი.[27] ის ასევე იყო გიალდის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი 1989-2008 წლებში.[20]1990 წელს იქორწინა ქიმიის პროფესორ[28] პიტერ დერვანზე, რომელიც ჟაკლინის მსგავსად მეცნიერების ეროვნული მედლის მფლობელია.[29] მას ჰყავს ორი შვილი: ელიზაბეტი და გერი ენდრიუ.
ჯილდოები და მიღწევები
ბარტონი (მარჯვნიდან მესამე) თეთრ სახლში 2011 წელს მეცნიერების ეროვნული მედლის მიღების დროს.
ალან ვატერმენის სახელობის ეროვნული მეცნიერების ფონდის ჯილდო (1985), პირველი ქალი მიმღები[30][31]
ბიოლოგიურ ქიმიაში ელი ლილის ჯილდო, ამერიკის ქიმიის საზოგადოებისგან (1987)[32]
ამერიკის ქიმიის საზოგადოების ჯილდო წმინდა ქიმიაში (1988), პირველი ქალი მიმღები[33]
ნიუ-იორკის მერის ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში (1988)
ამერიკის ქიმიის საზოგადოების ბაეკლანდის მედალი (1991), პირველი ქალი მიმღები[34]
ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი (1991)[20][35]
↑ 18.018.1Barton, Jacqueline K. (March 23, 2015). „A Career In Chemistry“. Chemical & Engineering News. 93 (12): 15–19. ციტირების თარიღი: 2 April 2015.