პუტრაჯაია

პუტრაჯაია ოფიციალურად პუტრაჯაიას ფედერალური ტერიტორიამალაიზიის ადმინისტრაციული დედაქალაქი და ფედერალური ტერიტორია. მთავრობა კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში 1999 წელს გადავიდა. კუალა-ლუმპური რჩება ეროვნულ დედაქალაქად, სადაც არის მეფის რეზიდენცია და განთავსებულია პარლამენტი. პუტრაჯიის იდეა ეკუთვნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაჰატჰირ მოჰამადს. ის 2001 წელს კუალა-ლუმპურისა და ლაბუანის შემდეგ მალაიზიის მესამე ფედერალური ტერიტორია გახდა.

დედაქალაქი
პუტრაჯაია
ڤوتراجاي
დროშაგერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 2°55′00″ ჩ. გ. 101°40′00″ ა. გ. / 2.91667° ჩ. გ. 101.66667° ა. გ. / 2.91667; 101.66667
დაარსდა 1995
ფართობი 49[1] კმ²
მოსახლეობა 88,300[2] კაცი (2015)
სიმჭიდროვე 1,800 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 62000–62999
ოფიციალური საიტი ppj.gov.my
პუტრაჯაია — მალაიზია
პუტრაჯაია

სახელი მალაიზიის პირველი პრემიერ-მინისტრის ტუნკუ აბდულ რაჰმან პუტრა ალ-ჰაჯის პატივსაცემად ჰქვია. ტერიტორია წარმოადგენს ანკლავს შტატ სელანგორის სეპანგის ოლქში. პუტრაჯაია ასევე არის სპეციალური ეკონომიკური ზონის MSC Malaysia-ს ნაწილი. სანსკრიტზე პუტრა ნიშნავს უფლისწულს, ხოლო ჯაია გამარჯვებას. პუტრაჯაიას განვითარება 1990-იანების დასაწყისში დაიწყო და დღეისთვის ძირითადი ტერიტორიული მოწყობა დასრულებულია.

დამეგობრებული ქალაქები

  • საიბერჯაია, მალაიზია.
  • სეჯონი, სამხრეთი კორეა[3]

გალერეა

პანორამული ხედი
პანორამა - 2011.

ლიტერატურა

  • King, Ross: Kuala Lumpur and Putrajaya: Negotiating Urban Space in Malaysia, Nias Press, 2008

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა