პრუტი
პრუტი (უკრ. Прут; რუმ. Prut) — მდინარე უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 953 კმ, აუზის ფართობი 27 500 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატებში. ქალაქ ჩერნოვციმდე მიედინება ღრმა ხეობაში, შემდეგ ხეობა ფართოვდება, კალაპოტი იკლაკნება და ადგილ-ადგილ ჭორომიანია. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — ზაფხულსა და შემოდგომაზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 80 მ³/წმ. გაყინულია იანვარ-თებერვალში, ყინულძვრაა მარტის პირველ ნახევარში. სანაოსნოა ქალაქ ლეოვომდე. პრუტის ნაპირზეა ქალაქები: იარემჩე, კოლომია, სნიატინი, ჩერნივცი, ნოვოსელიცია, უნგენი, ლეოვო.
პრუტი | |
---|---|
პრუტი | |
ქვეყანა | უკრაინა მოლდოვა რუმინეთი |
სათავე | აღმოსავლეთი კარპატები 48°09′46″ ჩ. გ. 24°33′15″ ა. გ. / 48.16278° ჩ. გ. 24.55417° ა. გ. |
შესართავი | 45°28′08″ ჩ. გ. 28°12′26″ ა. გ. / 45.46889° ჩ. გ. 28.20722° ა. გ. |
სიგრძე | 953 კმ |
აუზის ფართობი | 27 500 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
პრუტი ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 223.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა