პორტალი:ახალი ამბები/2011 აგვისტო 27

მიმდინარე მოვლენები 27 აგვისტო, 2011 (2011-08-27) (შაბათი)
  • შეერთებულ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის შტატს დაატყდა გრიგალი „აირინი“. მოელიან, რომ კვირას ის ქალაქ ნიუ-იორკს მიაღწევს. სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა გრიგალის გამო, რომელიც სანაპიროს მძლავრი ქარიშხლებით, კოკისპირული წვიმებითა და წყალდიდობით დაატყდა. (რადიო თავისუფლება)
  • აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. პარასკევს გამართულ კენჭისყრაში მან ხმების 55 % მოიპოვა. რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას მერე, რაც მაისში გარდაიცვალა პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში. ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მას მერე, რაც 2008 წელს მოსკოვმა მისი დამოუკიდებლობა ცნო. (რადიო თავისუფლება)
  • ტროპიკული შტორმი ფილიპინებზე – ბოლო მონაცემებით, სტიქიას რეგიონში 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 640 ადამიანი კი დაშავდა. ახლა ქარიშხალმა კუნძულის ჩრდილოეთით გადაინაცვლა და სამხრეთ ჩინეთის მიმართულებით ვრცელდება. (1 არხი)
  • დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ პაკისტანში მოკლულია ალ-ყაიდის რანგით მეორე პირი, ატია აბდ ალ-რაჰმანი. იტყობინებიან, რომ ალ-რაჰმანი ალ-ყაიდის რიგით მეორე პირად იქცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციაში მოკლულ იქნა ორგანიზაციის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. (რადიო თავისუფლება)
  • ევროპის სუპერთასი „ბარსელონამ“ მოიგო. ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პეპ გუარდიოლას გუნდი ევროპის ლიგის ჩემპიონ „პორტუს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. კატალონიელებმა ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოიგეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ანდრეს ინიესტა დასახელდა. (1 არხი)
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა