პორვოო

პორვოო (ფინ. Porvoo; შვედ. Borgå) — ფინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. პორვოო მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით, უუსიმაას რეგიონში, ჰელსინკიდან 50 კილომეტრის დაშორებით. პორვოო ფინეთის სიდიდით 21-ე ქალაქია და მისი მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს.[2] ქალაქი გამოირჩევა შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლით. 2016 წლის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობის 29,6%-სთვის შვედური მშობლიური ენაა.[3]

ქალაქი
პორვოო
ფინ. Porvoo; შვედ. Borgå

პორვოოს ისტორიული ნაწილი, ივლისი 2010
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი უუსიმაა
მუნიციპალიტეტი პორვოოს რაიონი
კოორდინატები fi 60°23′40″ ჩ. გ. 025°39′50″ ა. გ. / 60.39444° ჩ. გ. 25.66389° ა. გ. / 60.39444; 25.66389
ქალაქის მმართველი იუკკა-პეკკა უიულა [1]
დაარსდა 1346
ფართობი 654,42 კმ²
ოფიციალური ენა ფინური
მოსახლეობა 50 083 [2] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 76,57 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 06100
ოფიციალური საიტი porvoo.fi
პორვოო — ფინეთი
პორვოო

პორვოოში ასევე განლაგებულია ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის შვედურენოვანი ეპარქია.

ისტორია

ისტორიულ წყაროებში პორვოო პირველად XIV საუკუნეში მოიხსენიება. რეგიონში პირველი დასახლებები XIII საუკუნეში ჩნდება. პორვოოსთვის ქალაქის სტატუსი შვედეთის მონარქმა, მაგნუს ერიკსონმა 1346 წელს მიანიჭა.[4] ქალაქის სახელი შვედური Borgå-დან მომდინარეობს რაც ქართულად „ციხის მდინარეს“ ნიშნავს.[4][5]

XIX საუკუნის დასაწყისში შვედეთის სამეფომ, ფინეთი, რუსეთის იმპერიას დაუთმო. 1809 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოიწვია პორვოოს კრება. პორვოოს კრება მიიჩნევა ფინეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედად. ამ კრებაზე ფინეთს დაუმტკიცდა საკუთარი ენის, სარწმუნეობის და კონსტიტუციის ქონის უფლება.[4]

ნიკოლოზ I-ის მმართველობის პერიოდში დაიგეგმა პორვოოს გაფართოება, რის შედეგადაც აშენდა ქალაქის იმპერიული ნაწილი. პორვოოს იმპერიული ნაწილის მთავარი არქიტექტორი იყო კარლ ლუდვიგ ენგელი, რომელმაც ასევე დაგეგმა ჰელსინკის ცენტრალური ნაწილი.[4] პორვოოს ისტორიული ნაწილი (როგორც იმპერიული, ასევე შვედეთის მმართველობის პერიოდის) დღესდღეობით ითვლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად.

დემოგრაფია

2017 წლის მაისის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს.[2] 1980 წლიდან ქალაქის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება, რაც განპირობებულია ქალაქის უსაფრთხო გარემოთი, კომერციული და საჯარო მომსახურეობის ხელმისაწვდომობით, და სამუშაო ადგილების სიმრავლით.[6] მოსახლეობის 64,2% ფინურენოვანია, 29,6% კი შვედურენოვანი.[3] თუმცა შვედურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა თანდათანობით კლებულობს, შედარებისთვის 1960 წელს პორვოოს შვედურენოვანი მოსახლეობა ქალაქის 54,7% მოიცავდა.[7]

პორვოოს მოსახლეობა 1980–2016 წლებში
YearPopulation
1980
  
38 296
1985
  
39 833
1990
  
41 930
1995
  
43 315
2000
  
44 969
2005
  
46 982
2010
  
48 768
2016
  
50 131
წყარო: Tilastokeskus [8].

მმართველობა

ქალაქის მმართველი არის იუკკა-პეკკა უიულა. პორვოოს საკრებულოს ჰყავს 51 დეპუტატი. პორვოოში შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლის გამო, საკრებულოს არჩევნებს ხშირად ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია იგებს. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, საკრებულოს შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:[9]

პოლიტიკური პარტიახმათა %წარმომადგენელი
ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია29,716
სოციალ-დემოკრატიული პარტია22,512
მწვანეთა პარტია15,28
ნაციონალური კოალიცია13,87
ცენტრისტული პარტია7,64
ჭეშმარიტ ფინელთა პარტია4,42
მემარცხენე ალიანსი3,31
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია2,41

განათლება

პორვოოში არის რამდენიმე სკოლა და ლიცეუმი, აგრეთვე მუსიკალური, სამხატვრო და პროფესიული სასწავლებლები.[10][11] პორვოოში განლაგებულია ორი უმაღლესი სასწავლებლის კამპუსი:[11][12][13]

გამოჩენილი ადამიანები

  • ალბერტ ედელფელტი, მხატვარი
  • ჰანნა ეკ, მისს ფინეთი 2005
  • ადოლფ ლინდფორსი, ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
  • ვლადიმირ რომანოვი, რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი და სამეფო ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე
  • იოჰან ლუდვიგ რუნებერგი, პოეტი
  • სამი ჰიუპია, ფინეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი

დაძმობილებული ქალაქები

პორვოოს დაძმობილებული ქალაქები:[14]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა