1847 - 2 ოქტომბერი:პრუსიელ ოფიცერს და მემამულეს რობერტ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენგურგს და მის მეუღლეს ლუიზეს (დაბ. შვიკარტი, გერმ. Schwickart) შეეძინათ ვაჟი პაული.
1859 - 1866 - გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰინდენბურგი სწავლობდა ჯერ ვალშტატის, შემდგომ კი ბერლინის კადეტთა სკოლაში.
1866 - მონაწილეობდა კიონიგგრეცის ბრძოლაში. 1870 - 1871 - მონაწილეობდა გერმანია-საფრანგეთის ომში და იბრძოდა სედანთან. 1893 წელს გახდა პოლკოვნიკი, 1897 წელს გენერალ-მაიორი. 1900 წლიდან იყო გენერალ-ლეიტენანტი. 1903 წლიდან იყო ინფანტერიის გენერალ. 1911 წლიდან გავიდა თადარიგში.
1916 წლის 29 აგვისტოს ერიხ ფონ ფალკენჰაინის გადაყენების შემდეგ ჰინდენბურგი დაინიშნა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობის (გერმ. Oberste Heeresleitung - OHL) მეთაურად და ლუდენდორფი მისი პირველი გენერალ-კვარტიერმაისტერი გახდა. 1918 წლის გაზაფხულ-ზაფხულის დროს იყო მის მიერვე შემუშავებული სტრატეგიული შეტევითი კამპანიის ხელმძღვანელი დასავლეთის ფრონტზე.
1918 - 29 სექტემბერი: გაზაფხულზე ჩატარებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ "OHL"-მ მოითხოვა სასწრაფოდ ზავის დადება და საპარლამეტო მთავრობის დანიშვნა. 9 ნოემბერი: ჰინდენბურგის რჩევით კაიზერ ვილჰელმ II-მ გერმანია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდებში. 10 სექტემბერი: მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პროვიზორული მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეხშო რევოლუციური გამოსვლები და ეზრუნა ფრონტიდან ჯარების მშვიდობიანი დაბრუნებისათვის.
1919 წელს მეორედ გადადგა თანამდებობიდან. 1925 - 1934 წლებში იყო გერმანიის რაიხსპრეზიდენტი. 1925 წელს აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. 1932 წელს 84 წლის მოხუცი და ცუდი ჯანმრთელობის ჰინდენბურგი იძულებული იყო მეორედ ეყარა კენჭი პრეზიდენტად როგორც ერთადერთი კანდიდატი ვისაც შეეძლო ადოლფ ჰიტლერის დამარცხება. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ცდილობდა არ დაეშვა ნაცისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ 1933 წლის იანვარში იძულებული იყო დაენიშნა ჰიტლერი რაიხსკანცლერად. ჰინდენბურგი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰიტლერმა რაიხსპრეზიდენტის თანამდებობა გააუქმა და თვითონ გახდა სახელმწიფო მეთაური როგორც „ფიურერი და რაიხსკანცლერი“.