პარაზიტოიდი

პარაზიტოიდი − ორგანიზმი, რომელიც მასპინძელთა მჭიდროდ ცხოვრობს, იყენებს მას და საბოლოოდ კლავს. პარაზიტოიდიზმი ერთ-ერთია პარაზიტიზმის 6 ძირითადი ევოლუციური სტაბილური სტრატეგიიდან და განსხვავდება პროგნოზისიზმისგან, რომელიც უფრომეტად მტაცებლობისსტრატეგიას წარმოადგენს.

პარაზიტოიდი კრაზანა
პარაზიტოიდი კრაზანა

პარაზიტოიდების სტრატეგიები სხვადასხვაგვარია: დაწყებული მასპინძლის შიგნით ცხოვრებით, დამთავრებული ზრდასრულ მასპინძელთან შეწყმითა და მის გარეთ ცხოვრებით. პარაზიტიტიზმის იმ ფორმას, რომლის დროსაც პარაზიტის მასპინძელიც ასევე პარაზიტია, ჰიპერპარაზიტიზმი ეწოდება. მუხის ვაშლის შემთხვევაში ხუთი დონის პარაზიტის ხილვაა შესაძლებელი. ზოგიერთი პარაზიტოიდი გავლენას ახდენს მასპინძლის ქცევაზე, რითიც პარაზიტოიდების გავრცელებას უწყობს ხელს.

პარაზიტოიდები მწერების სხვადასხვა ტაქსონომიურ ერთეულში გვხვდება. დიდი ნაწილი სიფრიფანაფრთიანია. პარაზიტოიდული ცხოვრების წესი აქვთ ორფრთიანებსა და ხოჭოებსაც.

პარაზიტოიდიზმის ბიოლოგიამ სამეცნიერო-ფანტასტიკის ავტორები და სცენარისტები შთააგონა, რომელთაც არაერთი პარაზიტოიდული უცხოპლანეტელი შექმნეს, რომლებიც თავიანთ მასპინძლებს კლავენ, როგორცა რიდლი სკოტის მიერ 1979 წელს შექმნილ ფილმში უცხო.

ისტორია

პირველი ბუნებისმეტყველი, რომელმაც პარაზიტოიდები აღწერა და შეისწავლა მარია სიბილა მერიანი (1647-1717) იყო.[1] ტერმნი პარაზიტოიდი 1913 წელს შვედმა-ფინელმა მწერალმა, ოტო როიტერმა შემოიღო,[2] რომელიც შემდეგ ინგლისურ ენაში მისმა მიმომხილველმა, ენტომოლოგმა უილიამ მორტონ უილერმა დაამკვიდრა.[3] [4] როიტერმა ამ ტერმინით ის სტრატეგია აღწერა, რომელსაც პარაზიტი იყენებს ინდივიდუალური მასპინძლის შიგნით ან სხეულზე საცხოვრებლად, რომლითაც საბოლოოდ მასპინძელს კლავს. ამ პერიოდიდან ტერმინი ფართოდ გავრცელდა სამეცნიერო წრეებში.[5]

გავლენა მასპინძლის ქცევაზე

Apocephalus borealis კვერცხსადებით ეკვრის მეთაფლია ფუტკარს

ზოგიერთი პარაზიტოიდი გავლენას ახდენს მასპინძლის ქცევაზე. ამის მაგალითია Dicrocoelium dendriticum, რომელიც მასპინძელ ჭიანჭველებს ბალახის ღერებზე მოჭიდებას აიძულებს. მსგავსად იქცევიან მარაოფრთიანებიც. ძუძუმწოვრების შემთხვევაში, ნეიროტროფული ვირუცები მასპინძლის ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებენ და საბოლოოდ კლავენ მას. მასპინძლის ქცევაზე გავლენას ახდენს Apocephalus borealis-ც. მწერების ეს სახეობა თავისი მასპინძლის, მათ შორის, სკის ფუტკრის სხეულზე კვერცხსადებით ეკრობა და მასპინძელს ბუდის დატოვებას აიძულებს. მასპინძელი საბოლოოდ კვდება.[6][7][8][9]

პოპულარლ კულტურაში

ჩარლზ დარვინი

პარაზიტოიდებმა შთააგონეს ჩარლზ დარვინიც. მეცნიერი 1860 წელს ამერიკელ ბუნებისმეტყველ ეისა გრეის სწორედ პარაზიტოიდების შესახებ წერდა.[10] პალეოტოლოგი დონალდ პროტერო შენიშნავს, რომ ვიქტორიანული ერის რელიგიური აზროვნების ხალხი, მათ შორის დარვინიც, შეშინებული იყვნენ იმ ფაქტით, რომ ბუნებაში სისასტიკის ისეთი შემთხვევები არსებობდა, როგორიც განსაკუთრებით იჩენდა თავს მედრების ოჯახისკრაზანებში.[11]

სამეცნიერო ფანტასტიკაში

პარაზიტოიდებმა სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორებსა და სცენარისტებს პარაზიტული უცხოპლანეტური სახეობების შექმნა შთააგონეს, რომლებიც თავიანთ მასპინძლებს კლავენ.[12] ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეობაა ქსენომორფი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმში „უცხო“ ჩნდება. ქსენომორფები მასპინძლებად ადამიანის სხეულს იყენებენ, პირში უძვრებიან და მკერდიდან ამოდიან.[13][14][15] მოლეკულური ბიოლოგი ალექს სერსელი აღნიშნავს, რომ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქსენომორფები ადამიანის პირს თავიანთი ემბრიონის იმპლანტირებისთვის იყენებენ, პარაზიტოიდი კრაზანების მიერ მასპინძლის ორგანიზმში კვერცხების დადების მსგავსია.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა