პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს პარაგვაის საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია. ნაკრებმა 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როდესაც ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. კოპა ამერიკის რეგულარული მონაწილე, პარაგვაი, ორჯერ (1953 და 1979 წლებში) გახდა ტურნირის ჩემპიონი. პარაგვაის ყველაზე მაღალი ფიფას მსოფლიო რეიტინგი იყო მე-8 ადგილი (2001 წლის მარტი), ხოლო ყველაზე დაბალი — 103-ე ადგილი (1995 წლის მაისი).

პარაგვაი
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი Los Guaraníes (გუარანი)
La Albirroja (თეთრ-წითლები)
ასოციაცია პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია[1]
კონფედერაცია კონმებოლი
მთავარი მწვრთვნელი არგენტინის დროშა დანიელ გარნერო
ყველაზე მეტი კეპი პაულო და სილვა (148)
ბომბარდირი როკე სანტა კრუსი (32)
სტადიონი დეფენსორეს დელ ჩაკო
ფიფა-ს კოდი PAR
ფიფა-ს რეიტინგი 52 (21 სექტემბერი 2023)[2]
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 8 (მარტი 2001)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 103 (მაისი 1995)
ელო-ს რეიტინგი 44 (18 ოქტომბერი 2023)[3]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 4 (21 თებერვალი 1954)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 43 (12 აგვისტო 1962, 5 მარტი 2014, 31 მარტი 2015)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
პარაგვაის დროშა პარაგვაი 1–5 არგენტინა არგენტინის დროშა
(ასუნსიონი, პარაგვაი; 11 მაისი, 1919)
უდიდესი გამარჯვება
პარაგვაის დროშა პარაგვაი 7–0 ბოლივია ბოლივიის დროშა
(რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია; 30 აპრილი, 1949)
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 0–7 პარაგვაი პარაგვაის დროშა
(ჰონგ-კონგი; 17 ნოემბერი, 2010)
უდიდესი დამარცხება
არგენტინის დროშა არგენტინა 8–0 პარაგვაი პარაგვაის დროშა
(სანტიაგო, ჩილე; 20 ოქტომბერი, 1926)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 8 (პირველად 1930)
საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი, 2010
კოპა ამერიკა
გამოსვლა 33 (პირველად 1921)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული (2) 1953, 1979

ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული არგენტინელი ხერარდო მარტინოს მწვრთნელობის პერიოდი იყო, რომელიც 2007 წელს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით დაჯილდოვდა და რომელმაც ისტორიაში პირველად პარაგვაის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა (2010), ხოლო მომდევნო წელს კოპა ამერიკის ფინალში (2011), სადაც პარაგვაიმ მეორე ადგილი დაიკავა.

ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს პაულო და სილვას (148), ხოლო როკე სანტა კრუსი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 32 გოლით. დენის კანისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა, ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პარაგვაის ნაკრების შემადგენლობაში ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1998, 2002, 2006, 2010).

ფეხბურთის განვითარების დონე ქვეყანაში

ტრადიციულად, სუსტი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით — როგორიცაა ჩილე, პერუ ან კოლუმბია, პარაგვაის ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში მეოთხე ადგილზეა ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის შემდეგ. ამას მოწმობს ეროვნული ნაკრების შედეგები — პარაგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორჯერ — სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა, ათენში კი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალამდე მიაღწია.

პარაგვაიმ მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ცნობილი მოთამაშეები შემატა, როგორებიც იყვნენ — არსენიო ერიკო, ხულიო სეზარ რომერო, ხოსე ლუის ჩილავერტი, კარლოს გამარა, ხოსე სატურნინო კარდოსო, ფრანსისკო არსე, ხულიო სესარ კასერესი, სალვადორ კაბანასი და სხვები.

რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების საკლუბო დონეს, ამ მხრივ გამორჩეულ შედეგებს ასუნსიონის „ოლიმპიამ“ მიაღწია, რომელმაც სამჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი და წლების განმავლობაში ამარაგებდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მაღალი კლასის მოთამაშეებით. „ოლიმპიას“ გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი პარაგვაის ეროვნული ნაკრების, ისევე როგორც მთელი პარაგვაის ფეხბურთის ისტორიაში შეიტანეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან — „სერო პორტენო“, „ლიბერტადი“, „გუარანი“, „ნასიონალი“ და „სპორტივო ლუკენიო“. ქვეყნის წამყვანი კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონს ან მის გარეუბნებს.

რეკორდები

ჩატარებული მატჩები

განახლდა: 2021 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით
როკე სანტა კრუსი — პარაგვაის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 32 გოლით.
ფეხბურთელიპერიოდიმატჩიგოლიწყარო
1პაულო და სილვა14832000–2017[4]
2ხუსტო ვილიარი12001999–2018[5]
3როკე სანტა კრუსი112321999–2016[6]
4კარლოს გამარა110121993–2006[7]
5კრისტიან რივეროსი101162005–2018[8]
6რობერტო აკუნია10051993–2011[9]
დენის კანისა10011996–2010[10]
8სელსო აიალა8561993–2003[11]
9ხოსე კარდოსო82251991–2006[12]
10კარლოს ბონეტი8012002–2013[13]

ბომბარდირები

ფეხბურთელიგოლიმატჩისაშ.პერიოდი
1როკე სანტა კრუსი321120.291999–2016
2ხოსე კარდოსო25820.31991–2006
3კრისტიან რივეროსი161010.162005–2018
4სატურნინო არუა13260.51969–1980
ხულიო სესარ რომერო13320.411979–1986
ნელსონ ვალდესი13770.172004–2017
7ოსკარ კარდოსო12560.212006–2021
კარლოს გამარა121100.111993–2006
9რობერტო კაბანიასი11280.391981–1993
მიგელ ანხელ ბენიტესი11290.381996–1999

მატჩების სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით

ქვემოთ წარმოდგენილია პარაგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.

განახლდა: 18 ივნისი, 2023

      დადებითი სტატისტიკა      ნეიტრალური სტატისტიკა      უარყოფითი სტატისტიკა

მოწინააღმდეგე




გბ
მბ
ბს
მ %
 არგენტინა106163555111217-10615%
 სომხეთი210132+150%
 ავსტრალია503224-20%
 ავსტრია10100000%
 ბაჰრეინი110021+1100%
 ბელგია311133033.3%
 ბოლივია6935181613474+6050.7%
 ბოსნია და ჰერცეგოვინა110030+3100%
 ბრაზილია8211224966179−11313.4%
 ბულგარეთი211010+150%
 კამერუნი110021+1100%
 კანადა10100000%
 ჩილე66297309393043.9%
 ჩინეთი311143+133.3%
 კოლუმბია49189225259-736.7%
 კოსტა-რიკა933365+133.3%
 ჩეხეთი100101-10%
 დანია10101100%
 ეკვადორი40226127252+2055%
 სალვადორი6600111+10100%
 ინგლისი300308-80%
 საფრანგეთი5023414-100%
 საქართველო110010+1100%
 გერმანია201134-10%
 საბერძნეთი110020+2100%
 გვადელუპა110020+2100%
 გვატემალა119202510+1581.8%
 ჰონდურასი724196+337.5%
 ჰონგ-კონგი211081+750%
 უნგრეთი10101100%
 ინდონეზია110032+1100%
 ირანი10101100%
 ერაყი110010+1100%
 იტალია301226-40%
 კოტ-დ’ივუარი20203300%
 იამაიკა6402117+466.6%
 იაპონია112451015-518.1%
 იორდანია110042+2100%
 მარტინიკა110020+2100%
 მექსიკა2155111737-2023.8%
 მაროკო10100000%
 ნიდერლანდები201113-20%
 ახალი ზელანდია321052+366.6%
 ნიკარაგუა110020+2100%
 ნიგერია211042+250%
 ჩრდილოეთი კორეა110010+1100%
 ჩრდ. მაკედონია110010+1100%
 ნორვეგია10102200%
 ომანი110010+1100%
 პანამა541091+880%
 პერუ572414197867+1142.1%
 პოლონეთი110040+4100%
 პორტუგალია10100000%
 კატარი412165+125%
 ირლანდია200214−30%
 რუმინეთი210143+150%
 საუდის არაბეთი30301100%
 შოტლანდია110032+1100%
 სერბეთი[ა]411266025%
 სლოვაკეთი211031+250%
 სლოვენია110031+2100%
 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა513167−120%
 სამხრეთი კორეა723287+128.5%
 ესპანეთი402214−30%
 შვედეთი311144033.3%
 ტოგო110042+2100%
 ტრინიდადი და ტობაგო312053+233.3%
 თურქეთი10100000%
 არაბთა გაერთიანებული საამიროები211010+150%
 აშშ8224610−425%
 ურუგვაი7725193394116-2232.4%
 ვენესუელა2718544923+2666.6%
 უელსი10100000%
სულ (73)7662712012949941089−9535.3%

ნაკრების ფორმები წლების მიხედვით

საშინაო

1921-1926
1925-1929
1930
1937-1939
1942
1946-1947
1949
1950


1953
1955-1959
1963
1967
1968
1969-1975
1977
1979
1986
1996-1998
1998
1999-2002
2002-04
2004-06
2006
2007
2008-09
2010
2011-14
2015-18
2018-19
2020-22
2022-

საგარეო

1996-1998
1998
1999-2002
2002-2004
2004-2006
2006
2007-2008
2008-2009
2010-2011
2011-2014
2015-2018
2018-2019
2020-2022
2022-

სარეზერვო

1998

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა