პაკისტანის გერბი

პაკისტანის გერბიპაკისტანის სახელმწიფო ემბლემა. მიღებულია 1954 წელს და ეფუძნება პაკისტანის იდეოლოგიურ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმძღვანელო პრინციპებს.[2] მისი ოთხი მთავარი კომპონენტია: ნახევარმთვარე და ვარსკვლავი ფარის ზემოთ, რომელიც გარშემორტყმულია ჟასმინის ტოტებით და გრაგნილი ფარის ქვემოთ.[2] გერბის მწვანე ფერი ისლამის ტრადიციული სიმბოლოა. ფარზე გამოსახული ბამბა, ჩაი, ხორბალი და ჯუთი აჩვენებს ქვეყნის მთავარ აგროკულტურებს და წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის ძირითად ბაზას.[2] ჟასმინის ტოტები წარმოადგენს პაკისტანის ეროვნულ ყვავილს და ხაზს უსვამს მის კულტურულ მემკვიდრეობას.[2] გერბის დევიზი შესრულებულია ურდუზე (ایمان، اتحاد، نظم), რომელიც ითარგმნება, როგორც „რწმენა, ერთობა, დისციპლინა“.

პაკისტანის გერბი
ვერსიები
დეტალები
დამტკიცდა 1954[1]
საჩაფხუტე ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
ფარი დაყოფილია ოთხ ნაწილად: პირველი მეოთხედში გამოსახულია ბამბის ყლორტი თეთრ რომბში, მეორე მეოთხედში ჩაის ღერო, მესამეში შეკრული ხორბლის კონა, ხოლო მეოთხეში ოთხი აღმოცენებული ჯუთის ღერო.
ფარმჭერები ორი ჟასმინის ტოტი, მათ ბუნებრივ ფერებში
დაფუძნება მუქი მაწვანე ლენტი, პაკისტანის ეროვნული დევიზით ურდუზე.
დევიზი ایمان، اتحاد، نظم
გამოყენება ეროვნული გერბი

სხვა ემბლემები პაკისტანში

ეროვნული ორგანოების ემბლემები

რეგიონული ემბლემები

აზიდი ჯამუის' და ქაშმირის სახელმწიფოს/პროვინციის ემბლემა შეიცავს ნახევარმთვარესა და ვარსკვლავს, მთებსა და ნეკერჩხლის ფოთოლს, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოში ამ ხის სიუხვეს.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა