ოსკარის მე-2 დაჯილდოება

ოსკარის მე-2 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-2 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1930 წლის 3 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1928 წლის 1 აგვისსტოდან და 1929 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სასტუმრო ამბასადორში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა უილიამ დე მილმა. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რადიოთი.

ოსკარის მე-2 დაჯილდოება
თარიღი3 აპრილი, 1930
ადგილისასტუმრო ამბასადორი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელიუილიამ დე მილი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათიბროდვეის მელოდია
ყველაზე მეტი ჯილდო
ყველაზე მეტი ნომინაციაძველ არიზონაში და პატრიოტი (5)
 < 1-ლიოსკარიმე-3 > 

პირველი დაჯილდოებისაგან განსხვავებით, აკადემიას გამარჯვებულთა ვინაობა წინასწარ არ გამოუცხადებია. ამასთან, კატეგორიათა რაოდენობა 12-დან 7-მდე შემცირდა. მე-2 დაჯილდოება ერთადერთი იყო, რომელზეც არ დასახელებულან ოფიციალური ნომინანტები. არაოფიციალური ნომინანტების სია აკადემიამ მხოლოდ მოგვიანებით გამოაქვეყნა, იმის მიხედვით თუ რომელ ფილმებს შორის აკეთებდნენ არჩევანს მსაჯები.

ამ სიის მიხედვით, ყველაზე მეტი, 5 ნომინაცია მიიღეს ფილმებმა ძველ არიზონაში და პატრიოტი. ცერემონიის მთავარი ჯილდო გადაეცა ფილმს ბროდვეის მელოდია.

ღვთაებრივი ქალბატონი არის ერთადერთი ფილმი, რომელმაც მოიგო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, ისე რომ საუკეთესო სურათზე ნომინირებულიც არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ოსკარის პირველ დაჯილდოებას, როდესაც ერთდოულად რეჟისორის ორი ნომინაცია არსებობდა. დაჯილდოება უნიკალური იყო იმითაც, რომ არც ერთ ფილმს მიუღია ერთზე მეტი ჯილდო.

რადგანაც ცერემონია იმართებოდა მონაწილე ფილმების გამოსვლის პერიოდიდან 8 თვის შემდეგ, გადაწყდა, რომ შემდეგი დაჯილდოების ცერემონია 1930 წლის ნოემბერში ჩატარდებოდა ამ სხვაობის შესამცირებლად. შედეგად, 1930 იყო ერთადერთი წელი, როდესაც ერთდროულად ორი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები და ნომინანტები

ოსკარის მე-2 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები[1]
საუკეთესო სურათისაუკეთესო რეჟისორი
  • ირვინგ თალბერგი და ლოურენს ვაინგართენი Metro-Goldwyn-Mayer-ისთვის – ბროდვეის მელოდია
  • ფრენკ ლოიდი – ღვთაებრივი ქალბატონი
    • ლაიონელ ბერიმორი – მადამ იქსი
    • ჰარი ბომონტი – ბროდვეის მელოდია
    • ირვინგ კამინგსი – ძველ არიზონაში
    • ფრენკ ლოიდი – დრეგი და დაღლილი მდინარე
    • ერნსტ ლუბიჩი – პატრიოტი
საუკეთესო მსახიობი კაცისაუკეთესო მსახიობი ქალი
  • უორნერ ბაქსტერი – ძველ არიზონაში
    • ჯორჯ ბენკროფტი – მეხის გავარდნა
    • ჩესტერ მორისი – ალიბი
    • პოლ მუნი – გულადი
    • ლუის სტოუნი – პატრიოტი
  • მერი პიკფორდი – კეკლუცი
    • რუთ ჩატერტონი – მადამ იქსი
    • ბეტი კომპსონი – The Barker
    • ჟან იგელსი – წერილი
    • კორინ გრიფიტი – ღვთაებრივი ქალბატონი
    • ბესი ლავი – ბროდვეის მელოდია
საუკეთესო სცენარი
  • ჰანს კრელი – პატრიოტი
    • ტომ ბარი – ძველ არიზონაში და გულადი
    • ელიოტ კლოუსონი – პოლიციელი
    • ელიოტ კლოუსონი – საზღვაო ქვეითი
    • ელიოტ კლოუსონი – სინგაპურელი სელი
    • ელიოტ კლოუსონი – ცათამბჯენი
    • ჰანს კრელი – მისის ჩეინის დასასრული
    • ჯოზეფინ ლოვეტი – ჩვენი მოცეკვავე ქალიშვილები
    • ბეს მერედითი – საქმიანი ქალი
    • ბეს მერედითი – ქალების საოცრება
საუკეთესო ოპერატურასაუკეთესო მხატვრული რეჟისურა
  • კლაიდ დე ვინა – თეთრი აჩრდილები სამხრეთის ზღვებში
    • ჯორჯ ბარნსი – ჩვენი მოცეკვავე ქალიშვილები
    • ართურ ედესონი – ძველ არიზონაში
    • ერნესტ პალმერი – ოთხი ეშმაკი და ქუჩის ანგელოზი
    • ჯონ ფ. საიტცი – ღვთაებრივი ქალბატონი
  • სედრიკ გიბონსი – წმინდა მეფე ლუის ხიდი
    • ჰანს დრაიერი – პატრიოტი
    • მიტჩელ ლაიზენი – დინამიტი
    • უილიამ კამერონ მენზისი – ალიბი და გამოღვიძება
    • ჰარი ოლივერი – ქუჩის ანგელოზი

რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა