ოთარ ქორქია

ოთარ მიხეილის ძე ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1]

ოთარ ქორქია

ოთარ მიხეილის ძე ქორქია
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1950
ცენტრალური თავდამსხმელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 10 მაისი, 1923
ქუთაისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 15 მარტი, 2005 (81 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 190 სმ
კარიერის ისტორია
1943–1946 დინამო ქუთაისი
1947–1958 დინამო თბილისი

ბიოგრაფია

1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.[2] იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947–1955) და მისი კაპიტანი (1953–1955). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი,[3] ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 1951, 1953) და მესამე პრიზიორი (1955), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1949, 1950), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის (1949, 1951), ახალგაზრდობის I საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების (1958-1962), თბილისის „დინამოს“ (1962–1967), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-1970) მთავარი მწვრთნელი.[4] თამაში დაიწყო ქუთაისის „დინამოში“, (1943), 1946 წლიდან გადავიდა თბილისის „დინამოში“. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვნაელობით თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ითვლებოდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად. წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა[5] და მედლებით. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967).

მიღწევები

ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი
  • 1952 (ჰელსინკი)
ევროპის ჩემპიონი
  • 1947 (ჩეხოსლოვაკია)
  • 1951 (საფრანგეთი)
  • 1953 (საბჭოთა კავშირი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 1955 (უნგრეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
  • 1949, 1951
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1950, 1953, 1954
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 1947
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 1948, 1952
საბჭოთა კავშირის თასი
  • 1949, 1950

ძირითადი შედეგები

სახეობაადგილმდებარეობატურნირიადგილი
კალათბურთი  უნგრეთი, ბუდაპეშტიევროპის ჩემპიონატი 1955
კალათბურთი სსრ კავშირი, მოსკოვიევროპის ჩემპიონატი 1953
კალათბურთი  საფრანგეთი, პარიზივროპის ჩემპიონატი 1951
კალათბურთი  ჩეხოსლოვაკია, პრაღაევროპის ჩემპიონატი 1947
კალათბურთი  ფინეთი, ჰელსინკიზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები

ლიტერატურა

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 124. 371 გვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა