ნაუკლუფტის მთები

მთები ნამიბიაში

ნაუკლუფტის მთები (აფრ. გერმ. Naukluftberge) — ქედი ცენტრალურ ნამიბიაში. სამხრეთ ნაწილი მიეკუთვნება ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს. ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად წარმოდგენილია კერძო ფერმერული მეურნეობები. მთები განთქმულია ველური ბუნებით — გავრცელებულია მთის ზებრა და ლეოპარდი. მთებში ბევრია პატარა ნაკადული და ჩანჩქერი.

ნაუკლუფტის მთები
ნაუკლუფტის ხედი სესრიემიდან
ნაუკლუფტის ხედი სესრიემიდან
კოორდინატები: 24°10′ ს. გ. 15°10′ ა. გ. / 24.167° ს. გ. 15.167° ა. გ. / -24.167; 15.167
ქვეყანანამიბიის დროშა ნამიბია
უმაღლესი წერტილიარბაიტ-ადელტი
სიმაღლე1965 
ფართობი850 კმ²
ნაუკლუფტის მთები — ნამიბია
ნაუკლუფტის მთები

გეოლოგია

ნაუკლუფტის მთები შარიაჟული კომპლექსია, — ქანების ბლოკის კეკური, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გადაადგილებული ბაზალტზე შეცოცების გზით. ქედის პირველი გეოლოგიური რუკა შეადგინეს 1930-იან წლებში გერმანელმა გეოლოგებმა ჰენო მარტინმა და ჰერმან კორნმა. ქანები ჩანერგილი ნატანებითაა წარმოდგენილი და შედგება დოლომიტებისგან, კვარციტისგან და თიხაფიქლისგან, რომლებიც დაილექა დამარული ოროგენის შიდა რაიონებში ზღვის წყალმარჩხ გარემოში 700-500 მილიონი წლის წინ.

ქედზე წარიმართა მრავალი კვლევა, რათა გარკვეულიყო ერთ-ერთი მექანიკური პარადოქსი: ქანების რა მოცულობას შეუძლია გადაადგილება ნელი შეცოცების გზით. მთავარი, საძირკვლის შეცოცება, რომელიც ქედს აყალიბებს, შეიცავს უჩვეულო პოლიმინერალურ მარცვლოვან ქანებს, რაც ზოგიერთი მკვლევრის აზრით, აორთქლების გზითაა წარმოქმნილი,[1] ქანების ზოგიერთი ნაწილი კი მიწისძვრებისას გადაადგილების შედეგად.[2] მკვლევართა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ამ მარცვლოვანი ფენის საპოხის ეფექტი შეცოცების პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარა.[3]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა