ნაგა (სამხრეთი კამარინესი)

ნაგა (ოფიციალურად ქალაქი ნაგა; ტაგ: Lungsod ng Naga; ესპ. Ciudad de Naga) — მეორე კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი სამხრეთ კამარინესის პროვინციაში, ფილიპინებში. იგი ქვეყნის მესამე უძველესი სამეფო ქალაქია.[2] 2015 წლის აღწერით ნაგის მოსახლეობა 196 003 ადამიანს ითვლის.

ნაგა
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 13°37′28″ ჩ. გ. 123°11′11″ ა. გ. / 13.62444° ჩ. გ. 123.18639° ა. გ. / 13.62444; 123.18639
ფართობი 84.48 კმ²
ცენტრის სიმაღლე 66 მეტრი
მოსახლეობა 209 170 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 54
საფოსტო ინდექსი 4400
ოფიციალური საიტი http://naga.gov.ph/
ნაგა (სამხრეთი კამარინესი) — ფილიპინები
ნაგა (სამხრეთი კამარინესი)

ქალაქი 1575 წელს ესპანელი გენერალ-გუბერნატორის, ფრანცისკო დე სანდეს ხელმძღვანელობით დაარსდა. ნაგა ესპანეთის სოტ-ინდოეთში მესამე ესპანური სამეფო ქალაქი იყო ილოილოსა და მანილის შემდეგ.

გეოგრაფიული და სტატისტიკური მიზნით ნაგა სამხრეთ კამარინესის შემადგენლობაში შედიც, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება. ნაგა ბიკოლის რეგიონის სავაჭრო,[3][4] ბიზნეს,[4] რელიგიური, კულტურული, ინდუსტრიული, კომერციული,[5] სამედიცინო,[6][7] საგანმანათლებლო[5][8] და ფინანსური ცენტრია.[9][10][11][12]

ნაგას „ბიკოლის სადედოფლო ქალაქს“[13] და „ბიკოლის გულს“[14][15] უწოდებენ ბიკოლის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობის გამო. ნაგას „პილიგრიმების ქალაქსაც“ უწოდებენ და რომის კათოლიკური ეკლესიის კასერესის არქიეპარქიის დაქვემდებარებაშია. ნიკ ხოაკინი „მზის შვიდი ოქროს ქალაქიდან ერთ-ერთად“ მიიჩნევს.[16]

ფილიპინებში ამავე სახელელწოდების კიდევ ერთი ქალაქი სებუში მდებარეობს.

ისტორია

წინაკოლონიური ხანა

ბიკოლის რეგიონი მაჯა-ასის კონფედერაციის მოკავშირე იყო, რომელიც პანაის კუნძულზე მდებარეობდა. მარაგტასის მიხედვით, ადგილობრივი ტომების ნაწილი ტაალის ტბის მახლობლად დასახლდა, ნაწილი კი ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად, შემდეგში კი ერთ-ერთი ჯგუფი სამხრეთით ბიკოლის ნახავერაკუნძულისკენ გადაადგილდა.

ესპანური კოლონიური ხანა

1573 წელს რეგიონში მეორე ექსპედიციის დროს ხუან დე სალსედომ ამ სოფელს ნაგა უწოდა, რაც Pterocarpus indicus-ის (ბიკოლის რეგიონში ამ ხეს ნაგას ეძახიან) სიმრავლესთან იყო დაკავშირებული. ესპანური მმართველობის დროს ესპანური ქალაქი და ადგილობრივი სოფელი ერთმანეთს სეერწყა და ესპანეთში მდებარე ქაალქისგან გარჩევის მიზნით ნუევა-კასერესი ეწოდა. XVII საუკუნეში ფილიპინებში კიდევ ხუთი ciudades იყო. ნუევა-კასერესი ამბოს-კამარინესის პროვინციის დედაქალაქი იყო, მოგვიანებით კი სამხრეთ კამარინესის პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა.

ამერიკული კოლონიური ხანა

ამერიკული მმართველობის დროს ქალაქი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. 1919 წელს ქალაქს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და კვლავ ნაგა ეწოდა. 1941 წლის 18 დეკემბერს, ლეგასპიში იაპონელთა შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ იაპონელებმა ნაგაც დაიპყრეს. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აშშ-ისა და ფილიპინების გაერთიანებულმა ჯარებმა ბიკოლის პარტიზანულ ჯგუფებთან ერთად ნაგა იაპონიის იმპერიის ჯარებისგან გაათავისუფლეს.

გეოგრაფია

ნაგის პოლიტიკური დაყოფა

ნაგა მდებარეობს სამხრეთ კამარინესის პროვინციაში, ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედაქალაქ მანილიდან 435 კმ-ის დაშორებით და ბიკოლის რეგიონის ცენტრის მახლობლად. ქალაქი ყველა მხრიდან ტყეებითაა გარშემორტყმული და მდიდარია სოფლის-მეურნეობისა და სათევზაო სივრცეებით. ნაგის ფართობი 8 488 ჰექტარია. ქალაქი ნაგისა და ბიკოლის მდინარეების შეერთების ადგილასაა გაშენებული, სწორედ ამიტომ ქალაქს იდეალური სავაჭრო მდებარეობა ჰქონდა. ქალაქის შემადგენლობაშია ისაროგის მთა, დაცული ტერიტორია, რომელსაც ისაროგის ეროვნული პარკი ეწოდება.

ნაგა პოლიტიკურად 27 ბარანგაიდ იყოფა.[17]

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ნაგა ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მარტიდან მაისამდე ამინდი ცხელი და მშრალია, ტემპერატურა 24-დან 34 °C-მდეა (75-93 °F). ტაიფუნების სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება და ამ პერიოდში ხშირი წვიმებია. ნოემბრიდან თებერვლამდე ტემპერატურა უფრო გრილია 22-28 °C (72-82 °F). საშუალო წლიური ტენიანობის მაჩვენებელი 77%-ია.[18]

დემოგრაფია

ტაოისტური ტაძარი მდინარე ნაგის სანაპიროზე

რელიგია

კათოლიციზმი

ქაალქი კასერესის არქიეპარქიის დაქვემდებარებაშია, რომელიც ბიკოლის რეგიონის კათოლიკურ მოსახლეობას აერთიანებს. მთავარ რელიგიას ძველი და გავლენიანი კათოლიკური ინსტიტუტები, დაწყებული უნივერსიტეტებიდან დამთავებული ეკლესიებით, უჭერენ მხარს: წმინდა ისაველის უნივერსიტეტი, ნაგის მეტროპოლიური საკათედრო ტაძარი (უძელესი დღემდე შემორჩენილი საკათედრო ტაძრი ლუსონში), პანიაფრანციას ბაზილიკა (უდიდესი კათოლიკური ნაგებობა სამხრეთ ლუსონში ფართობის მიხედვით), სან-ფრანცისკოს ტაძარი, პენიაფრანციას მუზეუმი და სხვ.

სხვა ქრისტიანული რწმენები

ქალაქის ცენტრალური რაიონი

პროტესტანტული კონფესიებიდან ქალაქის მოსახლეობის ნაწილი მეშვიდე დღის ადვენტისტია, ნაწილი - ბაპტისტი. ამ რელიგიათა ტაძრები მაგსაისაის გამზირზე, მეთოდისტური ტაძრები კი პენიაფრანციას გამზირზე მდებარეობს. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები წარმოადგნენ.

ენა

ნაგის მოსახლეობაში მოწინავე დიალექტი ცენტრალური ბიკოლის სანაპირო დიალექტია.[19] ცენტრალური ბიკოლის სტანდარტული დიალექტი ბიკოლის რეგიონის დიალექტების საფუძველია.[20] ქალაქის მოსახლეობისა უმრავლესობას ინგლისური, ფილიპინური და ტაგალური ენის გაგება შეუძლია.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა