მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან

მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან — 2013 წლის კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჯიმ ჯარმუში. კინოსურათი ორი ვამპირის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰიდლსტონი და ტილდა სვინტონი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში გვევლინებიან მსახიობები: მია ვასილოვსკა, ანტონ იელჩინი, ჯეფრი ვრაითი და ჯონ ჰარტი. ფილმი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საერთაშორისო თანაწარმოებას წარმოეადგენს. კანის კინოფესტივალის ფილმმა ოქროს პალმის რტოს ნომინაცია მოიპოვა.

2016 წელს „მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან“ 2000 წლის შემდგომ გადაღებულ 100 საუკეთესო ფილმს შორის დასახელდა.[1] 2019 წლის მიწურულს The Hollywood Reporter-ის მთავარმა კინოკრიტიკოსმა, ტოდ მაკ-კარტიმ, ფილმი 2010-იანი წლების საუკეთესო კინოსურათებს შორის მეოთხე ადგილზე დაასახელა.[2]

მიმოხილვა

ფილმში აღწერილია შეყვარებული ვამპირების ისტორია, რომლებმაც საუკუნეების წინ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ადამიანთა მოკვლაზე და სისხლს ადგილობრივი სისხლის ბანკიდან ყიდულობენ. ადამი მუსიკით არის გატაცებული და დეტროიტში ცხოვრობს, ხოლო ევა ტანგერინში და გატაცებულია ლიტერატურით. 

მსახიობები

  • ტილდა სვინტონი ევას როლში
  • ტომ ჰიდლსტონი ადამის როლში
  • მია ვასილოვსკა ეივას როლში 
  • ჯონ ჰარტი კრისტოფერ მარლოს როლში
  • ენტონი იელჩინი იანის როლში
  • ჯეფრი ვრაითი დოქტორ უოთსონის როლში
  • სლიმეინ დეზი ბილალის როლში 

ფილმის გადაღება 

2010 წლის აგვისტოში ჯარმუშმა თქვა რომ მაიკლ ფასბენდერი, მია ვასილოვსკა და ჯონ ჰარტი დათანხმდნენ ფილმში მონაწილეობას, რომლის გადაღებებიც უნდა დაწყებულიყო 2011 წელს სათაურით "კრიპტო-ვამპირების სასიყვარულო ისტორია", მაგრამ ვერ მოხერხდა ფინანსების მოძიება.

ჯარმუში უშედეგოდ ეძებდა დამფინანსებელს, სვინტონმა ამაზე მას უთხრა :"კარგია, რომ სახსრების მოძიებას ვერ ახერხებ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფილმს გადაიღებ მაშინ როცა ეს საჭირო იქნება." ბოლოს დაბოლოს ჯარმუშმა მიიღო 7 მილიონი ამერიკული დოლარი გერმანული კომპანიისგან "NRW Filmstiftung". პროდიუსერმა ჯერემი ტომასმა მოგვიანებით თქვა, რომ ჯიმ ჯარმუში არის უდიდესი ამერიკელი რეჟისორი.

2012 წლის იანვარში ტომ ჰიდლსტონმა ჩაანაცვლა ფასბენდერი. ფილმის გადაღებები 2012 წლის ივნისში დაიწყო სხვადასხვა ადგილებში: ბუჩქის პარკში (დეტროიტის რაიონი), მიჩიგანში, ტანგიერში, მაროკოსა და ჰამბურგში. 

მუსიკალური გაფორმება 

ფილმს ხიბლს მატებს მუსიკა, რომელიც არაჩვეულებრიცად არის შეხამებული სიუჯეტთან.ფილმი იწყება ვანდა ჯექსონის 1961 წლის სიმღერით "Funnel of Love." აგრეთვე ფილმში ვხვდებით ლიბანელ ვოკალისტს იასმინ ჰამდანს, რომლის ცოცხლად შესრულებულ მუსიკას მოისმენს ადამი და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე. ფილმს  საოცრებას მატებს უჩვეულო სიმებიანი საკრავი lute, რომელზეც არაჩვეულებრივ კომპოზიციებს გვთავაზობს მუსიკოსი იოზეფ ვან ვისემი.

სიმღერების სია:

  • "Funnel of Love" - Wanda Jackson
  • "Harissa" - Kasbah Rockers
  • "Caprice No. 5 in A Minor" - Charles Yang
  • "Gamil" - Y.A.S.
  • "Can't Hardly Stand It" - Charlie Feathers
  • "Trapped By a Thing Called Love" - Denise LaSalle
  • "Soul Dracula" - Hot Blood
  • "Under Skin Or By Name" - White Hills
  • "Red Eyes and Tears" - Black Rebel Motorcycle Club
  • "Little Village" - Bill Laswell
  • "Hal" - Yasmine Hamdan

ფილმის შეფასება

ფილმმა კრიტიკოსთაგან დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. Rotten Tomatoes-ზე მას 85%-იანი რეიტინგი აქვს.[3] საიტის კრიტიკული კონსესუსის მიხედვით, რომელიც აღნიშნავს, რომ „ფილმის ნახვა მხოლოდ სვინტონისა და ჰინდლტონის შესრულების გამოც ღირს“, ამ ფილმით „ჯიმ ჯარმუშმა სრულიად ახალი სიტყვა თქვა ვამპირულ ჟანრში.“[3] Metacritic-ზე ფილმი 100-დან 77 ქულითაა შეფასებული.[4]

აკოლადები

ჯილდოკატეგორიამიღებები და ნომინაციებიშედეგიბიულეტენები
კანის ფესტივალიქროს რტო
მუსიკალური გაფორმება 
Sitges ფესტივალზეჟიურის სპეციალური პრიზიმხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან
ინდივიდუალური სულიერი ჯილდოსაუკეთესო ქალი მსახიობიTilda Swinton[5]
საუკეთესო რეჟისურაJim Jarmusch
Saturn ჯილდოსაუკეთესო საშიში ფილმი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა