მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი

მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი (სპარს. محمد بن موسی خوارزمی; დ. დაახლ. 780, ხვარაზმი — გ. დაახლ. 850) — სპარსი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი.[1][2] წარმოშობით ხვარაზმიდან იყო. VIII საუკუნის ბოლო წლებში გადასახლდა ბაღდადში, სადაც 815 წლიდან სათავეში ჩაუდგა „სიბრძნის სახლს“, — ბაღდადის ხელნაწერთა საცავს. არითმეტიკისა და ალგებრის მისმა ფუძემდებლურმა ტრაქტატებმა დიდი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე. მან პირველმა გამიჯნა ალგებრა არითმეტიკისგან და განიხილა იგი როგორც დამოუკიდებელი საგანი. ტერმინი „ალგებრა“ მისი წიგნის სათაურიდან მომდინარეობს (კერძოდ სიტყვიდან al-jabr, რაც ნიშნავს „დასრულებას“ და „ხელახლა გაერთიანებას“). ასევე, მისი სახელის ლათინურ ვერსიიდან (Algorithmi) მომდინარეობს სიტყვები ალგორითმი და ალგორიზმი.[3]

1983 წლის 6 სექტემბერს, საბჭოთა კავშირში გამოშვებული საფოსტო მარკა

ლიტერატურა

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა