მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის (ინგლ. Snooker World Professional Seniors Championship) — სნუკერის მთავარი ტურნირი ზედა ასაკობრივი კატეგორიის (40 წელზე მეტი) მოთამაშეებისთვის.

ტურნირი პირველად გაიმართა 1991 წელს სტოკ-ონ ტრენტში და მისი გამარჯვებული გახდა უელსელი კლიფ უილსონი. შემდეგ ჩემპიონატმა დიდი ხნის განმავლობაში შეწყვიტა არსებობდა და განახლდა მხოლოდ 2010 წელს[1][2][3][4]. აქამდე, 2000 წელს იყო მცდელობა ვეტერანების ტურის ორგანიზებისა, რომელშიც იგეგმებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩართვაც, თუმცა არასაკმარისი ფინანსური დახმარებისა და მასმედიის მხრიდან ყურადღების ნაკლებობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა — ჩატარდა მხოლოდ ერთი ტურნირი, World Seniors Masters. ხოლო 2004 წელს IBSF-მ ორგანიზება გაუწია საკუთარ მსოფლიო პირველობას, თუმცა იგი ცოტა სხვაგვარი ტურნირი იყო და არ შესულა მსოფლიო ჩემპიონატების ოფიციალურ სიაში.

2006 წელს ჩატარდა ერთადერთი გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე IBSF-ის ეგიდის ქვეშ.

განახლებული ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 2010 წლის მაის-ნოემბერში. ის მოიცავდა საკვალიფიკაციო (28-30 მაისი) რაუნდსა და ფინალურ, სატელევიზიო სტადიას (5-7 ნოემბერი). ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯო ჯონსონი. სულ ფინალურ სტადიაზე მაშინ ითამაშა მსოფლიოს ექვსმა ექს-ჩემპიონმა. ესენია: ჯო ჯონსონი, სტივ დეივისი, ჯონ პეროტი, კენ დოერტი, დენის ტეილორი და პიტერ ებდონი, აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის ექვსგზის ფინალისტი ჯიმი უაიტი. იგეგმებოდა აგრეთვე ალექს ჰიგინსის მონაწილეობა, თუმცა 2010 წლის 24 ივლისს იგი გარდაიცვალა[5]. გამარჯვებული გახდა ჯიმი უაიტი. მომავალ წელს ტურნირზე უფრო მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა თვითონ ჩემპიონატის ფორმატიც ძლიერ განსხვავდებოდა სნუკერის კლასიკური ვარიანტისგან. 2011 წლის გამარჯვებული გახდა დარენ მორგანი.

ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

წელიადგილიგამარჯვებულიფინალისტიანგარიში
1991სტოკ-ონ-ტრენტი კლიფ უილსონი ედი ჩარლტონი5:4
1992—2009 წლებში ჩემპიონატი არ ტარდებოდა
2010ბრედფორდი ჯიმი უაიტი სტივ დეივისი4:1
2011პიტერბორო დარენ მორგანი სტივ დეივისი2:1

World Seniors Masters-ის გამარჯვებულები

წელიადგილიგამარჯვებულიფინალისტიანგარიში
2000ლონდონი უილი თორნი კლიფ თორბერნი84-8[6]

IBSF-ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

წელიადგილიგამარჯვებულიფინალისტიანგარიში
2004ველტჰოვენი დინ ო'კეინი იუჯინ ჰიუზი5:2
2005მანამა დინ ო'კეინი იუჯინ ჰიუზი5:4
2006ამანი მოჰამედ იუსუფი გლენ უილკინსონი5:4
2007კორატი დარენ მორგანი კარნჩაი ვონგიანი5:1
2008ველსი დინ ო'კეინი გიტ სეტი5:1
2009ჰაიდარაბადი დარენ მორგანი დინ ო'კეინი6:0
2010დამასკო ფილიპ უილიამსი ტაი პიჩიტი6:4

IBSF-ის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

წელიადგილიგამარჯვებულიფინალისტიანგარიში
2006სან-ხოსე  ინგლისი ინდოეთი 'A'5:2

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა