მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022

ვიკიპედია:კატეგორიზაცია

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ფიფა-ს მსოფლიო თასის 22-ე გათამაშება, რომელიც კატარში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში 32-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის ჩემპიონატი იყო პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ჩატარდა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ახლო აღმოსავლეთში, ისლამურ ქვეყანაში და ასევე პირველად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის ვინაობა ცნობილი გახდა 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022
كأس العالم لكرة القدم 2022
← 2018
2026 →
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022
ტურნირის დეტალები
ადგილიკატარის დროშა კატარი
      ქალაქები5
      სტადიონები8
ტურნირის ვადები20 ნოემბერი - 18 დეკემბერი
მონაწილე32
საპრიზო ადგილები
ჩემპიონიარგენტინის დროშა არგენტინა (მესამე ტიტული)
მეორე ადგილისაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მესამე ადგილიხორვატიის დროშა ხორვატია
მეოთხე ადგილიმაროკოს დროშა მაროკო
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება3 404 252  (53 191 თამაშზე)
მატჩები64
გოლები172  (2.69 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ისაფრანგეთის დროშა კილიან მბაპე  (8 გოლი)
საუკეთესო მოთამაშეარგენტინის დროშა ლიონელ მესი

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, ლიონელ სკალონის თავკაცობით მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.[1] ფინალში, რომელიც 18 დეკემბერს ლუსაილის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და რომლის ძირითადი (2–2) და დამატებითი (1–1) დრო ფრედ (3–3) დასრულდა, არგენტინელებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ანგარიშით 4–2 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა. მეოთხე ადგილი დაიკავა მაროკოს ნაკრებმა, რომელიც გახდა პირველი აფრიკული და არაბული გუნდი, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

ორგანიზატორი ქვეყნის არჩევანი

ფიფას განცხადებით, რომელიც 2009 წლის 18 მარტს გასაჯაროვდა, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ორგანიზების თაობაზე 9 განაცხადი მიიღეს, რომლებიც წარადგინეს: ავსტრალიამ, ინგლისმა, ინდონეზიამ, მექსიკამ, რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა (ერთობლივი განაცხადი), ბელგიამ და ნიდერლანდებმა (ერთობლივი განაცხადი). სამხრეთ კორეამ და კატარმა განაცხადი მხოლოდ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანეს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნები 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში გაიმართა. კატარს მუნდიალის მასპინძლობაზე ეცილებოდნენ ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია.

კენჭისყრა ოთხ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში ტურნირის მასპინძლობისთვის რბოლას ავსტრალია გამოეთიშა, მეორე ტურში — იაპონია, ხოლო მესამე ტურში ყველაზე ნაკლები ხმა სამხრეთ კორეამ მიიღო. გადამწყვეტი ტურის ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კატარის განაცხადებს შორის გაჩაღდა, კატარმა გაიმარჯვა.

პრეტენდენტებიხმები
პირველი ტურიმეორე ტურიმესამე ტურიმეოთხე ტური
 კატარი11101114
 აშშ3568
 სამხრეთი კორეა455გამოეთიშა
 იაპონია32გამოეთიშა
 ავსტრალია1გამოეთიშა

მონაწილეები

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. ადრე შემოთავაზებული იყო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 48 გუნდამდე და ზოგიერთი მატჩის მეზობელ ქვეყნებში ჩატარება, მაგრამ ფიფამ ამ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა 2019 წლის მაისში. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2020 წელს შედგა, თუმცა თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2019 წელს ჩატარდებოდა. ფინალური ეტაპის წილისყრა 2022 წლის 1 აპრილს გაიმართა.

პირველად ჩემპიონატზე არ ყოფილა არცერთი დებიუტანტი გუნდი, რომელიც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდა. კატარი ავტომატურად კვალიფიცირდა ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელი და ამ შემთხვევაში ერთადერთი დებიუტანტი გუნდი იყო, თუ არ ჩავთვლით 1950 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებს, სადაც მხოლოდ ინგლისისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული გუნდები იყვნენ დებიუტანტები, მაგრამ ისინი მუნდიალზე შესარჩევი ტურნირის გავლის შემდეგ მოხვდნენ.

რეგიონების მიხედვით მუნდიალის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირდნენ შემდეგი გუნდები (ფრჩხილებში გუნდების შემდეგ მითითებულია ტურნირის წინ ფიფას მსოფლიო რეიტინგში მათივე პოზიციები):

სტადიონები

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ხუთი ქალაქის 8 სტადიონმა უმასპინძლა. სიცხის დასაძლევად კატარელებმა სტადიონები აღჭურვეს ჰაერის გაგრილების სისტემებით, რომლებიც ტემპერატურას არაუმეტეს +27°C-მდე ინარჩუნებდნენ. პირველი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. 2021 წელს ყველა სტადიონი მზად იყო მატჩების მისაღებად.

ლუსაილიალ-ხორიდოჰა
„ლუსაილი“„ალ-ბაითი“„სტადიონი 974“„ალ-თუმამა“
ტევადობა: 80 000ტევადობა: 60 000ტევადობა: 40 000ტევადობა: 40 000
ტურნირის მასპინძელი ქალაქები კატარში
ლუსაილი
დოჰა
ალ-ხორი
ალ-ვაქრა
ალ-რაიანი
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 (კატარი)
ალ-რაიანიალ-ვაქრა
„ედიუკეიშენ სიტი“„აჰმად ბინ ალი“„ხალიფა“„ალ-ჯანუბი“
ტევადობა: 45 350ტევადობა: 44 740ტევადობა: 40 000ტევადობა: 40 000

ოფიციალური ბურთი

The adidas Al Rihla

2022 წლის 30 მარტს Adidas-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა.

ბურთს ეწოდა „ალ რიჰლა“ (არაბ. الْرِّحْلَة — არაბულიდან ითარგმნება როგორც „მოგზაურობა“). იგი შთაგონებულია კატარის კულტურით, არქიტექტურით, ტრადიციული იალქნიანი გემებითა და დროშით. ბურთის მარგალიტისფერ ფონზე დატანილი გამოკვეთილად ხასხასა ფერები სიმბოლურად ტურნირის მასპინძელ ქვეყანასა და თამაშის მუდმივად მზარდ სიჩქარეს გამოხატავენ.

მოგვიანებით, 2022 წლის 11 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებისა და ფინალური მატჩისთვის Adidas-მა „ალ რიჰლას“ ვარიაცია, სახელწოდებით „ალ ჰილმი“ წარადგინა (არაბ. الحلم — არაბულიდან ითარგმნება როგორც „ოცნება“ და სიმბოლურად გამოხატავს ყველა ერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და ფიფას მსოფლიო თასის აღმართვის ოცნებას).

„ალ ჰილმი“ უპირატესად ოქროსფერია ნარინჯისფერი დეტალებით და შთაგონებულია დოჰას მიმდებარე უდაბნოებით, მსოფლიო ჩემპიონატის თასითა და კატარის ეროვნული დროშით. „ალ ჰილმი“ შეიცავს Adidas-ის ყველა იმავე „Connected Ball“ ტექნოლოგიის სახელით ცნობილ რევოლუციურ გაჯეტს, რომელიც გამოიყენება „ალ რიჰლასთვის“. ბურთში ჩამონტაჟებულია 14 გრამამდე წონის 500 ჰც ინერციული მოძრაობის სენსორი, რომელიც აგზავნის მონაცემებს 500-ჯერ წამში. სენსორი უზრუნველყოფს ბურთის მოძრაობის ყველა ელემენტის (როგორიცაა მისი დარტყმის სიჩქარე, მანძილი, ბრუნი, ტრაექტორია, მოთამაშის პოზიცია და სხვ.) უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით ფიქსირებას და იკვებება დატენვის ბატარეით. ტექნოლოგია შეუმჩნეველია მოთამაშეებისთვის და არ ახდენს გავლენას ბურთის მოძრაობაზე.

ამ სენსორებიდან მიღებული მონაცემები შესაძლებელს ხდის ბურთზე უმცირესი შეხების დაფიქსირებასაც კი და აუმჯობესებს მსაჯების მიერ გადაწყვეტილების მიღების ხარისხს და სიჩქარეს VAR-ის სისტემის გამოყენებით და ასევე გამოიყენება ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის ტექნოლოგიაშიც, რომელიც პირველად კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე დაინერგა.

აღნიშნული ტექნოლოგია სტადიონების სახურავებქვეშ დაყენებულ თორმეტ სპეციალურ ვიდეო სათვალთვალო კამერას იყენებს, რათა თვალყური ადევნოს ბურთის პოზიციას და განსაზღვროს თითოეული მოთამაშის პოზიციის 29 წერტილი წამში 50-ჯერ, რაც დიდი სიზუსტით აფიქსირებს მოთამაშის კიდურებისა და სხეულის ყველა ნაწილის პოზიციას თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის თვალსაზრისით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ „ალ რიჰლას“ სენსორული ბურთი წამში 500-ჯერ აგროვებს მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს დარტყმის მომენტის ზუსტ განსაზღვრას, ეს ყოველივე შესაძლებელს ხდის მსაჯებისთვის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ, როდის არის თამაშგარე მდგომარეობა და როდის არა.

ფინალური ტურნირი

წილისყრა და გუნდების განთესვა

ფინალური ტურნირის წილისყრა, რომელმაც ჯგუფების შემადგენლობა განსაზღვრა, 2022 წლის 1 აპრილს დოჰას საგამოფენო ცენტრში შედგა. მასში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. კატარი, როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორი, ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგის მიხედვით შვიდ საუკეთესო გუნდთან ერთად გათამაშების პირველ კალათაში მოხვდა. კატარმა A ჯგუფში ავტომატურად პირველი ადგილი დაიკავა. დანარჩენ შვიდ ჯგუფში პირველ ადგილზე მოხდა დარჩენილი შვიდი გუნდის განთესვა პირველი კალათიდან. მე-2, მე-3 და მე-4 კალათები ასევე ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა.
შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებულია ფიფას რეიტინგი.

კალათა 1კალათა 2კალათა 3კალათა 4

 კატარი (51) (მასპ.)
 ბრაზილია (1)
 ბელგია (2)
 საფრანგეთი (3)
 არგენტინა (4)
 ინგლისი (5)
 ესპანეთი (7)
 პორტუგალია (8)

 მექსიკა (9)
 ნიდერლანდები (10)
 დანია (11)
 გერმანია (12)
 ურუგვაი (13)
 შვეიცარია (14)
 აშშ (15)
 ხორვატია (16)

 სენეგალი (20)
 ირანი (21)
 იაპონია (23)
 მაროკო (24)
 სერბეთი (25)
 პოლონეთი (26)
 სამხრეთი კორეა (29)
 ტუნისი (35)

 კამერუნი (37)
 კანადა (38)
 ეკვადორი (46)
 საუდის არაბეთი (49)
 განა (61)
 უელსი (18)
 კოსტა-რიკა (31)
 ავსტრალია (42)

ჯგუფი Aჯგუფი Bჯგუფი Cჯგუფი D
 კატარი  ინგლისი  არგენტინა  საფრანგეთი
 ეკვადორი  ირანი  საუდის არაბეთი  ავსტრალია
 სენეგალი  აშშ  მექსიკა  დანია
 ნიდერლანდები  უელსი  პოლონეთი  ტუნისი
ჯგუფი Eჯგუფი Fჯგუფი Gჯგუფი H
 ესპანეთი  ბელგია  ბრაზილია  პორტუგალია
 კოსტა-რიკა  კანადა  სერბეთი  განა
 გერმანია  მაროკო  შვეიცარია  ურუგვაი
 იაპონია  ხორვატია  კამერუნი  სამხრეთი კორეა

ჯგუფური ეტაპი

გათამაშებაში მონაწილე გუნდები გადანაწილებული არიან 8 ჯგუფში (თითოეულ ჯგუფში 4 ნაკრები). თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადავა ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე.

ჯგუფი A

გუნდი



გტ
გშ
+/-

 ნიდერლანდები321051+47
 სენეგალი320154+16
 ეკვადორი311143+14
 კატარი300317−60
20 ნოემბერი, 2022
კატარი  0–2  ეკვადორი„ალ-ბაითი“, ალ-ხორი
21 ნოემბერი, 2022
სენეგალი  0–2  ნიდერლანდები„ალ-თუმამა“, დოჰა

25 ნოემბერი, 2022
კატარი  1–3  სენეგალი„ალ-თუმამა“, დოჰა
25 ნოემბერი, 2022
ნიდერლანდები  1–1  ეკვადორი„ხალიფა“, დოჰა

29 ნოემბერი, 2022
ნიდერლანდები  2–0  კატარი„ალ-ბაითი“, ალ-ხორი
29 ნოემბერი, 2022
ეკვადორი  1–2  სენეგალი„ხალიფა“, დოჰა

ჯგუფი B

გუნდი



გტ
გშ
+/-

 ინგლისი321092+77
 აშშ312021+15
 ირანი310227−53
 უელსი301216−51
21 ნოემბერი, 2022
ინგლისი  6–2  ირანი„ხალიფა“, დოჰა
21 ნოემბერი, 2022
აშშ  1–1  უელსი„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი

25 ნოემბერი, 2022
უელსი  0–2  ირანი„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
25 ნოემბერი, 2022
ინგლისი  0–0  აშშ„ალ-ბაითი“, ალ-ხორი

29 ნოემბერი, 2022
ირანი  0–1  აშშ„ალ-თუმამა“, დოჰა
29 ნოემბერი, 2022
უელსი  0–3  ინგლისი„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი

ჯგუფი C

გუნდი



გტ
გშ
+/-

 არგენტინა320152+36
 პოლონეთი31112204
 მექსიკა311123−14
 საუდის არაბეთი310235−23
22 ნოემბერი, 2022 (2022-11-22)
13:00
არგენტინა  1–2  საუდის არაბეთი„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 012
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი
მესი  10' (პენ.)ანგარიშისალეჰ ალ-შეჰრი  48'
სალემ ალ-დავსარი  53'
22 ნოემბერი, 2022 (2022-11-22)
19:00
მექსიკა  0–0  პოლონეთი„სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 39 369
მსაჯი: კრის ბითი
ანგარიში

26 ნოემბერი, 2022 (2022-11-26)
16:00
პოლონეთი  2–0  საუდის არაბეთი„ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 44 259
მსაჯი: ვილტონ სამპაიო
პიოტრ ჟილინსკი  39'
რობერტ ლევანდოვსკი  82'
ანგარიში
26 ნოემბერი, 2022 (2022-11-26)
22:00
არგენტინა  2–0  მექსიკა„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 966
მსაჯი: დანიელე ორსატო
მესი  64'
ენცო ფერნანდესი  87'
ანგარიში

30 ნოემბერი, 2022 (2022-11-30)
22:00
პოლონეთი  0–2  არგენტინა„სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 44 089
მსაჯი: დანი მაკელი
ანგარიშიალექსის მაკალისტერი  46'
ხულიან ალვარესი  67'
30 ნოემბერი, 2022 (2022-11-30)
22:00
საუდის არაბეთი  1–2  მექსიკა„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 84 985
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
სალემ ალ-დავსარი  90+5'ანგარიშიენრი მარტინი  47'
ლუის ჩავესი  52'

ჯგუფი D

გუნდი



გტ
გშ
+/-

 საფრანგეთი320163+36
 ავსტრალია320134−16
 ტუნისი31111104
 დანია301213−21
22 ნოემბერი, 2022
დანია  0–0  ტუნისი„სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
22 ნოემბერი, 2022
საფრანგეთი  4–1  ავსტრალია„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა

26 ნოემბერი, 2022
ტუნისი  0–1  ავსტრალია„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
26 ნოემბერი, 2022
საფრანგეთი  2–1  დანია„სტადიონი 974“, დოჰა

30 ნოემბერი, 2022
ტუნისი  1–0  საფრანგეთი„სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
30 ნოემბერი, 2022
ავსტრალია  1–0  დანია„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა

ჯგუფი E

გუნდი



გტ
გშ
+/-

 იაპონია320143+16
 ესპანეთი311193+64
 გერმანია201165+11
 კოსტა-რიკა3012311−81
23 ნოემბერი, 2022
გერმანია  1–2  იაპონია„ხალიფა“, დოჰა
23 ნოემბერი, 2022
ესპანეთი  7–0  კოსტა-რიკა„ალ-თუმამა“, დოჰა

27 ნოემბერი, 2022
იაპონია  0–1  კოსტა-რიკა„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
27 ნოემბერი, 2022
ესპანეთი  1–1  გერმანია„ალ-ბაითი“, ალ-ხორი

1 დეკემბერი, 2022
იაპონია  2–1  ესპანეთი„ხალიფა“, დოჰა
1 დეკემბერი, 2022
კოსტა-რიკა  2–4  გერმანია„ალ-ბაითი“, ალ-ხორი

ჯგუფი F

გუნდი



გტ
გშ
+/-

 მაროკო321041+37
 ხორვატია312041+35
 ბელგია311112−14
 კანადა300327−50
23 ნოემბერი, 2022
ბელგია  1–0  კანადა„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
23 ნოემბერი, 2022
მაროკო  0–0  ხორვატია„ალ-ბაითი“, ალ ხორი

27 ნოემბერი, 2022
ბელგია  0–2  მაროკო„ალ-თუმამა“, დოჰა
27 ნოემბერი, 2022
ხორვატია  4–1  კანადა„ხალიფა“, დოჰა

1 დეკემბერი, 2022
ხორვატია  0–0  ბელგია„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
1 დეკემბერი, 2022
კანადა  1–2  მაროკო„ალ-თუმამა“, დოჰა

ჯგუფი G

გუნდი



გტ
გშ
+/-

 ბრაზილია320131+26
 შვეიცარია320143+16
 კამერუნი31114404
 სერბეთი301258−31
24 ნოემბერი, 2022 (2022-11-24)
13:00
შვეიცარია  1–0  კამერუნი„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
მაყურებელი: 39 089
მსაჯი: ფაკუნდო ტელიო
ბრელ ემბოლო  48'ანგარიში
24 ნოემბერი, 2022 (2022-11-24)
22:00
ბრაზილია  2–0  სერბეთი„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 103
მსაჯი: ალირეზა ფაგანი
რიშარლისონი  62'73'ანგარიში

28 ნოემბერი, 2022 (2022-11-28)
13:00
კამერუნი  3–3  სერბეთი„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
მაყურებელი: 39 789
მსაჯი: მოჰამედ აბდულა მოჰამედი
ჟან-შარლ კასტელეტო  29'
ვენსან აბუბაქარი  63'
ერიკ შუპო-მოტინგი  66'
ანგარიშისტრახინია პავლოვიჩი  45+1'
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი  45+3'
ალექსანდარ მიტროვიჩი  53'
28 ნოემბერი, 2022 (2022-11-28)
19:00
ბრაზილია  1–0  შვეიცარია„სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 43 649
მსაჯი: ივან ბარტონი
კაზემირო  83'ანგარიში

2 დეკემბერი, 2022 (2022-12-02)
22:00
სერბეთი  2–3  შვეიცარია„სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 41 378
მსაჯი: ფერნანდო რაპალინი
ალექსანდარ მიტროვიჩი  26'
დუშან ვლახოვიჩი  35'
ანგარიშიჯერდან შაჩირი  20'
ბრელ ემბოლო  44'
რემო ფროილერი  48'
2 დეკემბერი, 2022 (2022-12-02)
22:00
კამერუნი  1–0  ბრაზილია„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 85 986
მსაჯი: ისმაილ ელფათი
ვენსან აბუბაქარი  90+2'ანგარიში

ჯგუფი H

გუნდი



გტ
გშ
+/-

 პორტუგალია320164+26
 სამხრეთი კორეა31114404
 ურუგვაი31112204
 განა310257−23
24 ნოემბერი, 2022
ურუგვაი  0–0  სამხრეთი კორეა„სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
24 ნოემბერი, 2022
პორტუგალია  3–2  განა„სტადიონი 974“, დოჰა

28 ნოემბერი, 2022
სამხრეთი კორეა  2–3  განა„სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
28 ნოემბერი, 2022
პორტუგალია  2–0  ურუგვაი„ლუსაილი“, ლუსაილი

2 დეკემბერი, 2022
სამხრეთი კორეა  2–1  პორტუგალია„სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
2 დეკემბერი, 2022
ურუგვაი  2–0  განა„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა

პლეი-ოფი

 
მერვედფინალიმეოთხედფინალინახევარფინალიფინალი
 
              
 
3 დეკემბერი – „ხალიფა“
 
 
 ნიდერლანდები3
 
9 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
 აშშ1
 
 ნიდერლანდები2 (3)
 
3 დეკემბერი – „აჰმად ბინ ალი“
 
 არგენტინა (პენ.)2 (4)
 
 არგენტინა2
 
13 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
 ავსტრალია1
 
 არგენტინა3
 
5 დეკემბერი – „ალ-ჯანუბი“
 
 ხორვატია0
 
 იაპონია1 (1)
 
9 დეკემბერი – „ედიუკეიშენ სითი“
 
 ხორვატია (პენ.)1 (3)
 
 ხორვატია (პენ.)1 (4)
 
5 დეკემბერი – „სტეიდიუმ 974“
 
 ბრაზილია1 (2)
 
 ბრაზილია4
 
18 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
 სამხრეთი კორეა1
 
 არგენტინა (პენ.)3 (4)
 
4 დეკემბერი – „ალ-ბაითი“
 
 საფრანგეთი3 (2)
 
 ინგლისი3
 
10 დეკემბერი – „ალ-ბაითი“
 
 სენეგალი0
 
 ინგლისი1
 
4 დეკემბერი – „ალ-თუმამა“
 
 საფრანგეთი2
 
 საფრანგეთი3
 
14 დეკემბერი – „ალ-ბაითი“
 
 პოლონეთი1
 
 საფრანგეთი2
 
6 დეკემბერი – „ედიუკეიშენ სითი“
 
 მაროკო0მატჩი მესამე ადგილისთვის
 
 მაროკო (პენ.)0 (3)
 
10 დეკემბერი – „ალ-თუმამა“17 დეკემბერი – ხალიფა
 
 ესპანეთი0 (0)
 
 მაროკო1  ხორვატია2
 
6 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
 პორტუგალია0  მაროკო1
 
 პორტუგალია6
 
 
 შვეიცარია1
 

მერვედფინალები


3 დეკემბერი, 2022 (2022-12-03)
18:00
ნიდერლანდები  3–1  აშშ„ხალიფა“, დოჰა
მაყურებელი: 44 846
მსაჯი: ვილტონ სამპაიო
მემფის დეპაი  10'
დეილი ბლინდი  45+1'
დენზელ დიუმფრიზი  81'
ანგარიშიჰაჯი რაიტი  76'

3 დეკემბერი, 2022 (2022-12-03)
22:00
არგენტინა  2–1  ავსტრალია„აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 45 032
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი
მესი  35'
ხულიან ალვარესი  57'
ანგარიშიენცო ფერნანდესი  77' (ა.გ.)

4 დეკემბერი, 2022 (2022-12-04)
18:00
საფრანგეთი  3–1  პოლონეთი„ალ-თუმამა“, დოჰა
მაყურებელი: 40 989
მსაჯი: ხესუს ვალენსუელა
ჟირუ  44'
მბაპე  74'90+1'
ანგარიშილევანდოვსკი  90+9' (პენ.)

4 დეკემბერი, 2022 (2022-12-04)
22:00
ინგლისი  3–0  სენეგალი„ალ-ბაითი“, ალ-ხორი
მაყურებელი: 65 985
მსაჯი: ივან ბარტონი
ჰენდერსონი  38'
კეინი  45+3'
საკა  57'
ანგარიში

5 დეკემბერი, 2022 (2022-12-05)
18:00
იაპონია  1–1
(დ.დ.)
 ხორვატია„ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
მაყურებელი: 42 523
მსაჯი: ისმაილ ელფათი
დაიძენ მაედა  43'ანგარიშიპერიშიჩი  55'
 პენალტები 
ტაკუმი მინამინო
კაორუ მიტომა
ტაკუმა ასანო
მაია იოშიდა
1–3 ნიკოლა ვლაშიჩი
მარსელო ბროზოვიჩი
მარკო ლივაია
მარიო პაშალიჩი

5 დეკემბერი, 2022 (2022-12-05)
22:00
ბრაზილია  4–1  სამხრეთი კორეა„სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 43 847
მსაჯი: კლემან ტურპენი
ვინისიუს ჟუნიორი  7'
ნეიმარი  13' (პენ.)
რიშარლისონი  29'
ლუკას პაკეტა  36'
ანგარიშიპეკ სინ-ჰო  76'

6 დეკემბერი, 2022 (2022-12-06)
18:00
მაროკო  0–0
(დ.დ.)
 ესპანეთი„ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 44 667
მსაჯი: ფერნანდო რაპალინი
ანგარიში
 პენალტები 
აბდელჰამიდ საბირი
ჰაქიმ ზიეში
ბადრ ბენუნი
აშრაფ ჰაკიმი
3–0 პაბლო სარაბია
კარლოს სოლერი
სერხიო ბუსკეტსი

6 დეკემბერი, 2022 (2022-12-06)
22:00
პორტუგალია  6–1  შვეიცარია„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 83 720
მსაჯი: სესარ არტურო რამოსი
გონსალუ რამუში  17'51'67'
პეპე  33'
რაფაელ გერეირუ  55'
რაფაელ ლეაო  90+2'
ანგარიშიმანუელ აკანჯი  58'

მეოთხედფინალები


9 დეკემბერი, 2022 (2022-12-09)
18:00
ხორვატია  1–1
(დ.დ.)
 ბრაზილია„ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 43 893
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბრუნო პეტკოვიჩი  117'ანგარიშინეიმარი  105+1'
 პენალტები 
ნიკოლა ვლაშიჩი
ლოვრო მაიერი
ლუკა მოდრიჩი
მისლავ ორშიჩი
4–2 როდრიგო
კაზემირო
პედრო
მარკინიოსი

9 დეკემბერი, 2022 (2022-12-09)
22:00
ნიდერლანდები  2–2
(დ.დ.)
 არგენტინა„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 235
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი
ვაუტ ვეგჰორსტი  83'90+11'ანგარიშინაუელ მოლინა  35'
მესი  73' (პენ.)
 პენალტები 
ვირჯილ ვან დეიკი
სტივენ ბერგჰუისი
ტეუნ კოპმეინერსი
ვაუტ ვეგჰორსტი
ლუკ დე იონგი
3–4 მესი
პარედესი
მონტიელი
ფერნანდესი
ლაუტარო მარტინესი

10 დეკემბერი, 2022 (2022-12-10)
18:00
მაროკო  1–0  პორტუგალია„ალ-თუმამა“, დოჰა
მაყურებელი: 44 198
მსაჯი: ფაკუნდო ტელიო
იუსეფ ენ-ნესირი  42'ანგარიში

10 დეკემბერი, 2022 (2022-12-10)
22:00
ინგლისი  1–2  საფრანგეთი„ალ-ბაითი“, ალ-ხორი
მაყურებელი: 68 895
მსაჯი: ვილტონ სამპაიო
კეინი  54' (პენ.)ანგარიშიორელიან ჩუამენი  17'
ოლივიე ჟირუ  78'

ნახევარფინალები


13 დეკემბერი, 2022 (2022-12-13)
22:00
არგენტინა  3–0  ხორვატია„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 966
მსაჯი: დანიელე ორსატო
მესი  34' (პენ.)
ალვარესი  39'69'
ანგარიში

14 დეკემბერი, 2022 (2022-12-14)
22:00
საფრანგეთი  2–0  მაროკო„ალ-ბაითი“, ალ-ხორი
მაყურებელი: 68 294
მსაჯი: სესარ არტურო რამოსი
თეო ერნანდესი  5'
რანდალ კოლო მუანი  79'
ანგარიში

მატჩი მესამე ადგილისათვის


17 დეკემბერი, 2022 (2022-12-17)
18:00
ხორვატია  2–1  მაროკო„ხალიფა“, დოჰა
მაყურებელი: 44 137
მსაჯი: აბდულრაჰმან ალ-ჯასიმი
იოშკო გვარდიოლი  7'
მისლავ ორშიჩი  42'
ანგარიშიაშრაფ დარი  9'

ფინალი


18 დეკემბერი, 2022 (2022-12-18)
18:00
არგენტინა  3–3
(დ.დ.)
 საფრანგეთი„ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 966
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი
მესი  23' (პენ.)108'
დი მარია  36'
ანგარიშიმბაპე  80' (პენ.)81'118' (პენ.)
 პენალტები 
მესი
დიბალა
პარედესი
მონტიელი
4–2 მბაპე
კომანი
ორელიან ჩუამენი
რანდალ კოლო მუანი

ფიფას მსოფლიო თასის მფლობელი 2022

 მსოფლიო ჩემპიონი

2022  

არგენტინა
მესამე წოდება
წინამორბედი:
2018
მსოფლიო ჩემპიონატი
2022
შემდეგი:
2026

ჯილდოები

ტურნირის დასასრულს ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგი ინდივიდუალური ჯილდოები გადასცა: ოქროს ბუცი (საუკეთესო ბომბარდირს), ოქროს ბურთი (საუკეთესო მოთამაშეს) და ოქროს ხელთათმანი (საუკეთესო მეკარეს).[2][3][4][5][6]

ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი ორჯერ მოიგო.[7]
კილიან მბაპემ ტურნირზე ყველაზე მეტი — რვა გოლი შეაგდო და ოქროს ბუცი გადაეცა.[8]
ოქროს ბურთივერცხლის ბურთიბრინჯაოს ბურთი
ლიონელ მესი კილიან მბაპე ლუკა მოდრიჩი
ოქროს ბუცივერცხლის ბუციბრინჯაოს ბუცი
კილიან მბაპე ლიონელ მესი ოლივიე ჟირუ
8 გოლი, 2 ასისტი
ითამაშა 597 წუთი
7 გოლი, 3 ასისტი
ითამაშა 690 წუთი
4 გოლი, 0 ასისტი
ითამაშა 423 წუთი
ოქროს ხელთათმანი
ემილიანო მარტინესი
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე
ენცო ფერნანდესი
ფიფას ფეარ-პლეის ჯილდო
 ინგლისი

გარდა ამისა, FIFA.com-მა შეადგინა ტურნირზე გატანილი გოლებიდან 10 საუკეთესო გოლის ჩამონათვალი, რომელთაგან მომხმარებლებმა ხმის მიცემის წესით მათ შორის ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლი გამოავლინეს. საბოლოოდ, მომხმარებელთა გადაწყვეტილებით ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლის ავტორისთვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი ბრაზილიელი რიშარლისონი გახდა სერბეთთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გატანილი გოლის წყალობით.

ბომბარდირები

მოთამაშენაკრებიგოლიწუთი
კილიან მბაპე  საფრანგეთი8597
ლიონელ მესი  არგენტინა7690
ოლივიე ჟირუ  საფრანგეთი4424
ხულიან ალვარესი  არგენტინა4468
მარკუს რაშფორდი  ინგლისი3137
გონსალუ რამუში  პორტუგალია3153
ალვარო მორატა  ესპანეთი3182
ბუკაიო საკა  ინგლისი3214
კოდი გაკპო  ნიდერლანდები3253
ენერ ვალენსია  ეკვადორი3257
რიშარლისონი  ბრაზილია3326

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა