მომავლის ადამიანები


მომავლის ადამიანები (ინგლ. The Tomorrow People) — როჯერ პრაისის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების მქონე ბრიტანული სერიალის რიმეიქია. ეთერშია კომპანია The CW-ს ეთერში 2013 წლის 9 ოქტომბრიდან. ჯერჯერობით დამტკიცებულია 1 სეზონი, რეიტინგების მაჩვენებელი გადაწყვეტს განახლდება თუ არა ის მეორე სეზონზე.

მომავლის ადამიანები
ჟანრი თინეიჯერული დრამა, ფანტასტიკა, სათავგადასავლო, თრილერი
ავტორი გრეგ ბერლანტი
ჯული პლეკი
მონაწილეობენ რობი ამელი
ლუკ მიჩელი
პეიტონ ლისტი
აარონ იო
მედლინ მანტოკი
მარკ პელეგრინო
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 7 (ეპიზოდების სია)
წარმოება
ხანგრძლივობა 42-43 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
პირველად ეთერში 9 ოქტომბერი, 2013 - დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სიუჟეტი

დედამიწაზე არსებობენ ორი სახის ადამიანები - ჩვეულებრივი და განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე. სერიალის გმირები კაცობრიობის ევოლუციის ნახტომები არიან, ადამიანთა თაობა რომელთაც პარანორმალური შესაძლებლობები გააჩნიათ - მომავლის ადამიანები. სტივენ ჯეიმისონი 15 წლის მანძილზე ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ მიხვდა რომ მას თავში უცნაური ხმები ჩაესმის და ამასთან ერთად ძილში ტელეპორტირებაც არ დაიწყო.ახლა კი ის ისეთ დონემდეა მისული, რომ ეჭვიც კი ეპარება საკუთარი თავის ნორმალურობაში. სასოწარკვეთილი სტივენი გადაწყვეტს ერთ-ერთ მოსაუბრე ხმას მოუსმინოს მისსავე გონებაში. ის მიჰყვება ხმას და გაიცნობს მომავლის ადამიანებს - ჯონს, კარას და რასელს - გენეტიკურად დაწინაურებულ ადამიანებს, რომელთაც ტელეკინეზის, ტელეპორტაციის და ტელეპატიური ურთიერთბების შესაძლებლობა გააჩნიათ. მომავლის ადამიანებს უდიდესი საფრთხე შეიარაღებული მეცნიერების ჯგუფის მხრიდან ემუქრებათ, რომლებიც საკუთარ თავს ულტრას უწოდებენ. მათი ხელმძღვანელია დოქტორი ჯედაკია პრაისი. ულტრა ხვალინდელ ადამიანებს არსებული რასის მიმართ საფრთხედ მიიჩნევს, ამიტომ მათ მალვა მიტოვებულ მეტროს სადგურში უწევთ. მალე სტივენი გაიგებს, რომ ულტრას უფროსი მისი ღვიძლი ბიძა აღმოჩნდება, რომელიც მას არჩევანის წინაშე აყენებს - ან მათთან იმუშავებს, ან ყველა მისი ახლობელი დაზარალდება. დაბნეული სტივენი, რომელმაც არ იცის რომელი მხარე აირჩიოს, გადაწყვეტს დაისახოს საკუთარი მისია, გზა რომელიც წაიყვანს ბნელ წარსულში, სადაც მამამისი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა...

როლებში

რობი ამელი - სტივენ ჯეიმისონი
ლუკ მიჩელი - ჯონ იანგი
პეიტონ ლისტი - კარა ქობურნი
აარონ იო - რასელ ვონი
მედლინ მანტოკი - ასტრიდ ფინჩი
მარკ პელეგრინო - ჯედიკაია პრაისი

ეპიზოდები

სეზონიეპიზოდებიგამოსვლის თარიღი
სეზონის პრემიერასეზონის ფინალი
1229 ოქტომბერი, 2013 (2013-10-09)უცნობია

ეპიზოდების სია

ეპიზოდი
სახელი
გამოსვლის თარიღი (აშშ)
მოკლე აღწერა
მაყურებელთა რაოდენობა
1"Pilot" / "პილოტი"10 ოქტომბერი, 2013სტივენი ტელეპორტირებისა და ულტრას არსებობის შესახებ იგებს. იგი ბიძამისს გაიცნობს და ულტრაში დაიწყებს მუშაობას.2.32 მლნ.
2"In Too Deep" / "ფსკერისკენ"17 ოქტომბერი, 2013სტივენს სურს ახლად მოქცეულ ბიჭს - დინს დაეხმაროს და ის ულტრასგან დაიხსნას.2.15 მლნ.
3"Girl, Interrupted" / "შეწყვეტილი სიცოცხლე"24 ოქტომბერი, 2013კარა სტივენს თავისი მძიმე წარსულის დეტალებს აჩვენებს. ასტრიდი ხედავს რომ სტივენს ტელეპორტაცია შეუძლია და გადაწყვეტს გამოიძიოს რა ხდება.1.92 მლნ.
4"Kill or Be Killed" / მოკალი ან იყავი მოკლული31 ოქტომბერი, 20131.72 მლნ.
5"All Tomorrow's Parties" / მომავლის ყველა პარტია7 ნოემბერი, 20131.56 მლნ.
6"Sorry for Your Loss" / ვიზიარებ შენს დანაკარგს14 ნოემბერი, 20131.65 მლნ.
7"Limbo" / ლიმბო21 ნოემბერი, 20131.70 მლნ.
8"Thanatos" / თანატოსი5 დეკემბერი, 2013
9"Death's Door" / სიკვდილის კარი12 დეკემბერი, 2013
10"The Citadel" / ციტადელი16 იანვარი, 2014
11"Rumble" / გრუხუნი23 იანვარი, 2014
12"Sitting Ducks" /30 იანვარი, 2014
13"Things Fall Apart" /6 თებერვალი, 2014
14"Brother's Keeper" /27 თებერვალი, 2014
15"Enemy of My Enemy" /6 მარტი, 2014
16"Superhero" /18 მარტი, 2014
17"Endgame" /25 მარტი, 2014
18"Smoke and Mirrors" /1 აპრილი, 2014
19"Modus Vivendi" /15 აპრილი, 2014
20"A Sort of Homecoming" /22 აპრილი, 2014
21"Kill Switch" /29 აპრილი, 2014
22"Son of Man" /6 მაისი, 2014

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა