მკვდარი ზღვა

მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 605 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან –405 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7 %).

მკვდარი ზღვა
ებრ. ים המלח
არაბ. البَحْر المَيّت
მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა
კოორდინატები: 31°29′27″ ჩ. გ. 35°28′47″ ა. გ. / 31.49083° ჩ. გ. 35.47972° ა. გ. / 31.49083; 35.47972
მდებარეობაისრაელისა და იორდანიის საზღვარზე
სიმაღლე ზღვის დონიდან-405 
სიგრძე67 კმ
სიგანე18 კმ
ფართობი605 კმ²
მოცულობა78,2 ათასი კმ³
საშუალო სიღრმე118 
მაქსიმალური სიღრმე377 
მარილიანობა260-300 
ჩამდინარე მდინარეებიიორდანე
მკვდარი ზღვა — ისრაელი
მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა — იორდანია
მკვდარი ზღვა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სანაპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი, ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.

უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი იერიქონი და სოდომი და გომორიც ახლოს უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქის მომსწრე სოდომის მთა ჯერაც დგას მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და მთლიანად ქვამარილისგან შედგება. ეროზიის შედეგად უსაყრდენო სვეტები წარმოიქმნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილს „ლოტის ცოლს“ უწოდებენ. კლდეს ეს სახელი ძველი აღთქმის ერთ-ერთი ამბის მიხედვით შეერქვა, რომლის თანახმად ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია.[2]

მკვდარ ზღვაში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქიდან მკურნალობენ. დღესაც აქტიურად სტუმრობენ ამ მიზნისათვის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა