მისტეკები

მიჰტეკები (ესპ. Mixtecos) — ძველი მესოამერიკული ერი, მექსიკის შტატ ოახაკასა და მის ჩრდილოეთით მდებარე შტატებში დასახლებული. დასახელება „მიჰტეკები“ ნაუატლიდან თარგმანში ნიშნავს „ერი ღრუბლების ქვეყნიდან“. საერთო რაოდენობა — დაახლოებით 270 ათასი ადამიანი. საუბრობენ მიჰტეკურ ენაზე, ასევე გავრცელებულია ესპანური ენა.

მიჰტეკების ფირუზის ნიღაბი მონტე-ალბანადან
მიჰტეკების დამწერლობის მაგალითი

მიჰტეკები იყვნენ მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი კულტურის მატარებლები სამხრეთ მექსიკაში. VII საუკუნეში მიჰტეკებმა თავიანთი კულტურის აყვავებას მიაღწიეს. ისინი ცნობილნი იყვნენ ხშირი ომებით საპოტეკების წინააღმდეგ. 1455 წელს მიჰტეკები აცტეკებმა დაიპყრეს.

მიჰტეკები მარჯვე ხელოსნები იყვნენ, მათი ნაკეთობები ძვირად ფასობდნენ მეზობელ ქვეყნებში. ისინი აწარმოებდნენ ნათელი საღებავებით შეღებილ კერამიკის ნაკეთობებს, ქმნიდნენ ძვირფას ფირუზის მოზაიკებს და იყვნენ მეტალის დამუშავების ოსტატები. მრავალრიცხოვანი არტეფაქტების ნამარხები, რომლებიც მოწმობდნენ მეტალების დამუშავების მაღალ ოსტატობაზე, აღმოაჩინეს მონტე-ალბანში. მიჰტეკების კულტურული გავლენა გავრცელდა ჩოლულაშიც. მიჰტეკებს ჰქონდათ საკუთარი იდეოგრაფიული დამწერლობა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივაჟა-ფშაველასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილამინ იამალიქაქუცა ჩოლოყაშვილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდონალდ ტრამპიმეორე მსოფლიო ომიესპანეთივლაქერნობაპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020აშშ-ის პრეზიდენტების სიაკრიშტიანუ რონალდუნოდარ დუმბაძესაქართველოგიორგი მიქაუტაძელიონელ მესიინგლისიცივი ომიჯვაროსნული ლაშქრობებიჯო ბაიდენინოვაკ ჯოკოვიჩიმიხეილ სააკაშვილიოცდაათწლიანი ომი14 ივლისიანდრეს ინიესტახვიჩა კვარაცხელიაგიორგი მამარდაშვილიევროპის ოქროს ბუციმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფეხბურთი