მილოშ ჯურიჩი
მილოშ ჯურიჩი (სერბ. Милош Ђурић / Miloš Đurić; დ. 14 იანვარი, 1892, ბენკოვაცი, ავსტრიის იმპერია (თანამედროვე ხორვატია) — გ. 5 დეკემბერი, 1967, ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ (თანამედროვე სერბეთი) — სერბი ანტიკური ხანის ფილოლოგი, ელენისტი, ფილოსოფოსი. ის იყო პროფესორი უნივერსიტეტში და სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის სრულუფლებიანი წევრი.ჯურიჩს შექმნილი აქვს სახელმძღვანელოები[7][8] და კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები, როგორებიცაა: „ილიადა“, „ოდისეა“ და „პოეტიკები“. მისი ეს ნამუშევრები დღესაც გამოიყენება. დოქტორ ქსენია მარიცკი გაჯანსკის აზრით, ჯურიჩის წვლილი სერბული კულტურის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია და თითქმის უტოლდება წმინდა საბასა და დოსიტეი ობრადოვიჩის წვლილს.[9]
მილოშ ჯურიჩი | |
---|---|
სერბ. Милош Н. Ђурић | |
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1892[1] [2] [3] [4] ან 3 იანვარი, 1892[5] |
დაბ. ადგილი | Benkovac, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი, 1967[1] [2] [3] [5] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ბელგრადი |
მოქალაქეობა | ავსტრია-უნგრეთის იმპერია სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო იუგოსლავიის სამეფო ![]() |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[5] , ფილოლოგი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი, მწერალი, მასწავლებელი[5] და კლასიკური ფილოლოგი[6] |
მუშაობის ადგილი | ბელგრადის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბელგრადის უნივერსიტეტი და ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი |
ჯილდოები | წმინდა საბას ორდენი და Order of Labour |
ბიოგრაფია
ჯურიჩის მამა, ნიკოლა მასწავლებელი და მწერალი იყო.[10] სწორედ მან გააცნო მილოშს სერბული პეიკური პოეზია,[10] რომელმაც მის კარიერაზე მოახდინა გავლენა. დურიჩს 7 დედმამიშვილი ჰყავდა და და-ძმებს შორის უფროსი იყო. მან პოეზიის და ლიტერატურული კრიტიკის წერა და გამოქვეყნება ადრეულ ასაკში დაიწყო. 1918 წელს, ოსიეკში ცხოვრებისას მილოშმა სცადა გამოეცა ნაშრომი სერბულ ეპიკურ პოეზიაზე სახელწოდებით Smrt majke Jugovića. ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფო ცენზორმა, რომლის ოფისიც ოსიეკში მდებარეობდა მილოშის ნამუშევარი აკრძალა, იმ მოტივით, რომ იგი „საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს“.[9] ჯურიჩმა ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაასრულა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ზაგრების უნივერსიტეტში 1929 წელს.[9]
ის მასწავლებლად მუშაობდა ზემუნისა და სრემსკა მიტროვიცას გიმნაზიებში. სწორედ ამ პერიოდში აქვეყნებდა მილოში ლექსებსა და ესეებს ადგილობრივ სერბულ ჟურნალში.[9] მოგვიანებით ის უნივერსიტეტში გადავიდა პროფესორად, სადაც ასწავლიდა ძველ ბერძნულ ლიტერატურას. ამ პოსტზე ჯურიჩი ოთხი ათწლეულის განმავლობაში იყო.[11][12]
სერბეთის მარიონეტულმა მთავრობამ ჯურიჩი აიძულა პოსტი დაეტოვებინა და ის ბანიცას საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.[13][14] მილოშის ერთადერთი ვაჟი, რასტკო სლავონიაში, 1945 წელს, ფრონტზე გარდაიცვალა.[10] ამის შემდეგ ჯურიჩმა მთლიანად თავისი შემოქმედება ვაჟს მიუძღვნა.
კორნელიე სტანკოვიჩის ბელგრადის მუსიკალურმა საზოგადოებამ მილოში სრულუფლებიან წევრად აირჩიეს, მოგვიანებით კი მილოში დაწესებულების პრეზიდენტი გახდა.[15] 1952-1957 წლებში მილოში იყო სერბეთის ლიტერატურული გილდიის პრეზიდენტი, რამდენიმე აკადემიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი და 96-მდე ჟურნალსა და გაზეთში ბეჭდდა სტატიებს. ასევე, ბელგრადის ფსიქოანალიტიკურმა საზოგადოებამ ჯურიჩი თავის სრულუფლებიან წევრად გამოაცხადა, რადგან მან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა სერბულად თარგმნა.[16]
ჯურიჩის შემოქმედების სრული ბიბლიოგრაფია შედგება დაახლოებით 400 სათაურისგან, რომელიც მოიცავს 10 000-ზე მეტ გვერდს.[14][9]
ეთიკის პროფესორი
სერბეთის მეორე მსოფლიო ომის მარიონეტულმა მთავრობამ მოითხოვა, რომ ცნობილ ინტელექტუალებს ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელიც მათგან „წესრიგსა და მორჩილებას“ მოითხოვდა. ასევე მოითხოვდნენ „კომუნიცტების წინააღმდეგ ბრძოლაში პატრიოტიზმს“.[15] ჯურიჩმა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა,[17] იმ მოტივით, რომ მისი სტუდენტების ნახევარზე მეტი იუგოსლავიის ეროვნულ განმათავისუფლებელი პარტიის წევრები იყვნენ.[8] როდესაც მუსიკის პროფესორმა ჯურიჩი შეაჩერა და მას უთხრა, რომ გერმანელები მის ურჩობას არ დაივიწყებდნენ, მილოშმა უპასუხა: „შენთვის ადვილია. შენ მოსწავლეებს დიპლეზე დაკვრას ასწავლი, მე კი ეთიკას!“.[18][19] ეს ციტატა სერბული და იუგოსლავური საზოგადოების ერთობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.[20]
ჯილდოები და მემკვიდრეობა
ჯურიჩს მიენიჭა ქალაქ ბელგრადის ოქტომბრის პრემია, მეშვიდე ივლისის პრემია, წმინდა საბას ორდენი და იუგოსლავიის შრომის ორდენი. კარაბურმაში, ერთ-ერთი ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.[21] სერბეთის ლიტერატურული მთარგმნელების ასოციაცია მილოშ ჯურიჩს პრემიას გადასცემდა ყოველწლიურად, 1969 წლიდან.[22][23] ეს პრიზი სერბეთში მთარგმნელთა ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს წარმოადგენს.[15] მიჰაილო პუპინმა დაწერა მილოშის ნამუშევრებისა და ფილოსოფიის შესახებ.[24] მილოვან ვიტეზოვიჩის ლექსების კოლექციის სათაური: Na času kod profesora Miloša N. Đurića სწორედ მილოშ ჯურიჩის პატივსაცემადაა შერჩეული.
მისი პირადი ნივთები და ნამუშევრები ინახება ბელგრადის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.[25]
ლიტერატურა
- Bibliografija Miloša N. Đurića by Živanov Marko and Sajić Radisav, 1983
- Zvezdani časovi Miloša N. Đurića by Jokić Miroslav, 2014
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|journal=
-ს (დახმარება)