მესინის პროვინცია
მესინის პროვინცია (იტალ. Provincia di Messina) — პროვინცია იტალიაში, ავტონომიურ კუნძულოვან რეგიონ სიცილიაში. დედაქალაქია მესინა.
პროვინციის ფართობი 3 247 კმ²-ია, მოსახლეობა — 662 450 ადამიანი (2005, სიცილიის მოსახლეობის 13%). ასევე მოიცავს ლიპარის კუნძულებს. ტერიტორია ძირითადად მთიანია, გამონაკლისია ალუვიური ვაკეები მდინარეთა შესართავებთან. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავს სანაპირო ზოლში იყრის, მას შემდეგ, რაც XIX საუკუნიდან ხალხმა მთიანი ქალაქების დატოვება დაიწყო.
მთავარი ქედებია პელორიტანი (1300 მ) და ნებროდი (1 900 მ), რომლებიც მოიცავს რეგიონულ ბუნების ნაკრძალს.
კომუნები
პროვინცია 108 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
მესინა | 246 951 |
ბარსელონა-პოცო-დი-გოტო | 41 157 |
მილაცო | 32 600 |
პატი | 13 241 |
სანტ'აგატა-დი-მილიტელო | 13 026 |
კაპო-დ'ორლანდო | 12 928 |
ტაორმინა | 10909 |
ლიპარი | 10 782 |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-02-13 საიტზე Wayback Machine.
- Pictures, history, tourism, gastronomy, books, local products, local surnames, transportation in the province of Messina
- Travel itineraries in Messina, Taormina and Lipari Islands. Sicily TravelNet დაარქივებული 2006-11-08 საიტზე Wayback Machine.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა