მერი-ლუიზ პარკერი

მერი-ლუიზ პარკერი (ინგლ. Mary Louise Parker; დ. 2 აგვისტო, 1964) — ამერიკელი მსახიობი და მწერალი. 1990 წელს ბროდვეის თეატრში შექმნა თავისი დებიუტი და რიტას როლი ითამაშა პიესაში, „კოცნის პრედულია“. როლის შესრულებისთვის მას მიენიჭა ტონი ჯილდო. ამ როლის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ამერიკული დრამა, „გრანდ კანიონი“ (1991), კომედიური-დრამა „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ (1991), თრილერი, „კლიენტი“ (1994), ამერიკული შავი კომედია - „ტყვიები ბროდვეის თავზე“ (1994), „ბიჭები გვერდზე“ (1995), „ლედის პორტრეტი“ (1996), ამერიკული დრამა „შტამპი“ (1997). 2001 წელს დევიდ ოუბერნის ფილმში კეტრინ ლეველინის განსახიერებისთვის, მან მიიღო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 2001 და 2006 წლებში მან NBC-ს სატელევიზიო სერიალში, „დასავლეთის ფრთაში“ განასახიერა ემი გარდნერი, ამ როლის შესრულებისთვის, პარკერი ნომინირდა პრაიმტაიმ ემის ჯილდოზე, დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის. 2003 წელს, ჰარპერ პიტი ითამაშა HBO-ს მინი-სერიალში, „ანგელოზები ამერიკაში“. ამ როლის შესრულებისთვის იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი.

მერი-ლუიზ პარკერი

პარკერი 2010 წელს
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1964 (1964-08-02) (59 წლის)
სამხრეთ კაროლინა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მწერალი
აქტიური 1988-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ბილი კრუდაპი (1996-2003)
შვილ(ებ)ი 2

2005 წლიდან 2012 წლამდე, შავ-კომედია დრამაში, „მოსაწევში“, ასრულებდა მთავარ როლს, ნენსი ბოუტვინს. ამ წარმატებული როლისთვის იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი და ოქროს გლობუსით, 2006 წელს.

იგი ასევე გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: ფანტასტიკა-სათავგადასავლო „სპაიდერვიკი: ქრონიკები“ (2008), ამერიკული კომედია „რედი“ (2010), სამეცნიერო ფანტასტიკა „მოჩვენებითი პატრული“ (2013), კომედია „რედი 2“ და სხვა. 2019 წელს დაუბრუნდა ბროდვეის და ითამაშა სპექტაკლში, „ხმა შიგნით“, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ტონის ჯილდოთი. 2017 წელს, რომა გაის როლი ითამაშა ABC-ს მინისერიალში, „როდესაც ჩვენ აღვსდგებით“. 2018 წელს, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ ტელე-სერიალში, „მილიარდები“.

ადრეული ცხოვრება

ამერიკელი მსახიობი მერი-ლუიზ პარკერი დაიბადა 1964 წლის 2 აგვისტოს, ფორტ ჯექსონში, სამხრეთ კაროლინაში, აშშ-ში. ჰყავს 3 უფრო და-ძმა. მის წინაპრებში შედის შვედური (დედის ბაბუისგან), ინგლისური, შოტლანდიური, ირლანდიური, გერმანული და ჰოლანდიური წარმომავლობა.[1] მამამისი მსახურობდა არმიაში,[2][3][4] სწორედ ამის გამო, პარკერმა ბავშვობის უმეტესი ნაწილი ტენისის შტატში და ტეხასში გაატარა, ასევე ცხოვრობდა ტაილანდში, გერმანიაში და საფრანგეთში.[5][6] „ჩემმა მშობლებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ; მე მქონდა წიგნები, ტანსაცმელები, სახლი და თბილი საწოლი, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი“ — ამბობს მსახიობი.[7] არიზონაში დაამთავრა „მარკოსი ნიზას საშუალო სკოლა“, 1986 წელს დაამთავრა „ჩრდილოეთ კაროლინას ხელოვნების სკოლა“.

პირადი ცხოვრება

1996 წლიდან 2003 წლის ნოემბრამდე, მერი-ლუიზ პარკერს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მსახიობთან, ბილი კრუდაპთან. პარკერი 7 თვის ფეხმძიმედ იყო. მათი შვილი, უილიამ ატიკუს პარკერი დაიბადა 2004 წელს.[8] პარკერი კრუდაპმა 2003 წელს, ამერიკელი მსახიობის, კლეირ დეინსის გამო მიატოვა.

2006 წლის დეკემბერს, პარკერმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო მსახიობთან, ჯეფრი დინ მორგანთან, რომელიც მან გაიცნო სერიალის, „მოსაწევის“ გადაღებების დროს.[9] 2008 წლის 12 თებერვალს, წყვილმა დააანონსა მათი ნიშნობა,[10] თუმცა, მომავალი წლის აპრილში დაშორდნენ.[11]

2007 წლის სექტემბერში, პარკერმა ეთიოპიიდან იშვილა გოგონა, კაროლინა აბერაშ პარკერი.[12][13]

მსახიობი ცხოვრობს ბრუკლინის სიმაღლეებზე.[14]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა