მერია
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
დაბეჭდვა/ექსპორტი
ტერმინს „მერია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მერია (მრავალმნიშვნელოვანი). |
მერია — ადგილობრივი თვითმმართველობის ან ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი რგოლი სხვადასხვა ქვეყნების თვითმმართველ ერთეულებში.
საქართველოში თვითმმართველ ერთეულია — მუნიციპალიტეტი, რომელიც არის ორი სახის: თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი, და ორივე მათგანს გააჩნია მერია. „ადგილობრივი თვითმმართველობისა შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით მერია არის: „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით“
საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში. მერია ასევე ეწოდება თავად იმ შენობას, სადაც მმართველობის ეს ორგანოა განთავსებული.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |