მეგი ჩუნგი

მეგი ჩუნგ მან-იუკი (ჩინ. 張曼玉; დ. 20 სექტემბერი, 1964, ბრიტანული ჰონგ-კონგი) — ჰონგ-კონგელი მსახიობი. რამდენიმე კოლაბორაცია აქვს რეჟისორ ვონგ კარ-ვაისთან.

მეგი ჩუნგი
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1964
ბრიტანული ჰონგ-კონგი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი

მეგი ჩუნგს ჰონგ-კონგის კინოს ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის 5-ჯერ აქვს მოგებული, რითიც რეკორდს ამყარებს ამ პრიზის გამარჯვებაში.

1992 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ გადაეცა საუკეთესო მსახიობისთვის, 2004 წელს კი საუკეთესო მსახიობის ჯილდო კანის კინოფესტივალზე.

2004 წელს ის გახდა პირველი აზიელი ქალი მსახიობი, რომელიც „სეზარზე“ არის ნომინირებული.

მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა: „სანამ ცრემლი არ შეშრება“ (1988, რეჟ. ვონგ კარ-ვაი), „ავანსცენა“ (1991, რეჟ. სტენლი კუონი), „ამხანაგები: თითქმის სასიყვარულო ისტორია“ (1996, რეჟ. პიტერ ჩანი), „მწვანე გველი“ (1993, რეჟ. ტსუი ჰარკი), „დები სუნგები“ (1997, რეჟ. მეიბელ ჩუნგი), „ირმა ვეპი“ (1996, რეჟ. ოლივერ ასაია), „სასიყვარულო განწყობა“ (2000, რეჟ. ვონგ კარ-ვაი) და „სუფთა“ (2004, რეჟ. ოლივერ ასაია).

ადრეული ცხოვრება

მეგი ჩუნგი 1964 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. როცა რვა წლის იყო, ის და მისი ოჯახი ჰონგ-კონგიდან დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ. მისი ბავშვობისა და მოზარდობის დიდი ნაწილი ბრომლიში, ლონდონში (ინგლისი) გაატარა. 18 წლის ასაკში ჰონგ-კონგში დაბრუნდა.

ჩუნგი პოლიგლოტია. შეუძლია ფრანგულად, ინგლისურად საუბარი. ლაპარაკობს კანტონურისა და მანდარინის დიალექტებზე (ჩინური ენა). საუბრობს შანხაურ დიალექტზეც.

კინო-კარიერა

მონაწილეობა მიუღია ფილმში „პოლიციის ისტორია“ (1985) (რეჟ. ჯეკი ჩანი).

1988 წელს ჰქონდა პირველი კოლაბორაცია ცნობილ ჰონგ-კონგელ რეჟისორთან, ვონგ კარ-ვაისთან, ფილმში „სანამ ცრემლი არ შეშრება“. 1989 წელს „ოქროს ცხენი“ მოიპოვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ფილმისთვის „სავსე მთვარე ნიუ-იორკში“. იმავე წელს მიიღო „ჰონგ-კონგის კინოს ჯილდო“ თავისი როლისთვის ფილმში „არაფრისმთქმელი ამბავი“ (1989). [1]1991 წელს ჩუნგი პირველი ჩინელი პერფორმერი გახდა, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო (ფილმისთვის „ავანსცენა“ (1991)).[2]

მეგი ჩუნგი 2007 წელს

2000 წელს ითამაშა ვონგ კარ-ვაის ფილმში, სახელწოდებით „სასიყვარულო განწყობა“, რომელმაც წარმატება მალევე მოიპოვა და ჩუნგს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი. ფილმისთვის მან მეორედ მოიგო ტაივანური „ოქროს ცხენი“. [3] ფილმი მოგვითხრობს კაცისა (ტონი ლუნგი) და ქალის (მეგი ჩუნგი) ისტორიას, რომელთა მეუღლეებსაც რომანი აქვთ. მალევე ტონი ლუნგისა და მეგი ჩუნგის პერსონაჟები მიხვდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. „სასიყვარულო განწყობის“ პრემიერა 2000 წლის 20 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის „ოქროს პალმის რტოზე“ იყო ნომინირებული.

ამის შემდეგ მან ითამაშა ჟანგ იუმოუს ფილმში „გმირი“ (2002) და ვონგ კარ-ვაის ფილმში „2046“ (2004).

2004 წლის ფილმისთვის, სახელწოდებით „სუფთა“, ჩუნგმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

ჩუნგი 1997 წლის ბერლინის კინოფესტივალის, [4]1999 წლის ვენეციის კინოფესტივალის, 2004 წლის ჰავაის საერთაშორისო კინოფესტივალის, 2007 წლის კანის კინოფესტივალისა [5]და 2010 წლის მარაკეჩის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

პირადი ცხოვრება

1998 წელს ჩუნგი ფრანგ რეჟისორზე, ოლივერ ასაიაზე დაქორწინდა. ისინი 2001 წელს განქორწინდნენ. 2007 წლიდან 2011 წლამდე ჩუნგი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა გერმანელ არქიტექტორ ოლი შირინთან.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1984„მომხიბვლელი პრინცი“青蛙王子მსახიობი
1985„ყვითელი ხაზის უკან“緣份მსახიობი
1985„გოგო მარგალიტის ფლოსტებით“摩登仙履奇緣მსახიობი
1985„პოლიციის ისტორია“警察故事მსახიობი
1985„ეს არის სასმელი, ეს არის ბომბი“聖誕奇遇結良緣მსახიობი
1986„ბოლო რომანი“玫瑰的故事მსახიობი
1986„ბედნიერი მოჩვენება 3“開心鬼撞鬼მსახიობი
1986„მეშვიდე წყევლა“原振俠與衛斯理მსახიობი
1987„შვიდი წლის თავზე“七年之癢მსახიობი
1987„და კუპიდონი“天賜良緣მსახიობი
1987„გულისცემა 100“七年之癢მსახიობი
1987„მომაჯადოვებელი ვარსკვლავი“精裝追女仔მსახიობი
1987„პროექტი ა, ნაწილი 2“A計劃續集მსახიობი
1987„შენ ხარ ჩემი ბედისწერა“用愛捉伊人მსახიობი
1988„გოგონა გამოძახებით 1988“應召女郎1988მსახიობი
1988„ქაღალდის ქორწინება“過埠新娘მსახიობი
1988„ორმაგი სიმსუქნე“雙肥臨門მსახიობი
1988„სანამ ცრემლი არ შეშრება“旺角卡門მსახიობი
1988„დედა დედის წინააღმდეგ“南北媽打მსახიობი
1988„მთვარე, ვარსკვლავი, მზე“月亮星星太陽მსახიობი
1988„როგორ მოვაწონოთ თავი გოგოებს“求愛敢死隊მსახიობი
1988„პოლიციის ისტორია 2“警察故事續集მსახიობი
1988„ღმერთის საყვარელი ვაჟიშვილი“肥貓流浪記მსახიობი
1988„თამაში, რომელსაც სექსს ეძახიან“黃色故事მსახიობი
1988„ბოლო რომანი“流金歲月მსახიობი
1989„პატარა პოლიციელი“小小小警察მსახიობი
1989„არაფრისმთქმელი ისტორია“不脫襪的人მსახიობი
1989„ჩემო ძვირფასო შვილო“我要富貴მსახიობი
1989„სიყვარულებს შორის“求愛夜驚魂მსახიობი
1990„სავსე მთვარე ნიუ-იორკში“Full Moon in New Yorkმსახიობი
1990„გაქცევის სიმღერა“客途秋恨მსახიობი
1990„დრაკონი რუსეთიდან“紅場飛龍მსახიობი
1990„წითელი მტვერი“滾滾紅塵მსახიობი
1990„ველური დღეები“阿飛正傳მსახიობი
1991„ბანკეტი“豪門夜宴მსახიობი
1991„იდეალურად შესაფერისი“富貴吉祥მსახიობი
1991„ბანკეტი“豪門夜宴მსახიობი
1991„ავანსცენა“富貴吉祥მსახიობი
1992„პოლიციის ისტორია 3“警察故事3: 超級警察მსახიობი
1993„მილიონერი პოლიციელი“千面天王მსახიობი
1993„გმირული ტრიო“東方三俠მსახიობი
1993„მწვანე გველი“青蛇მსახიობი
1993„ბიჭები მარტივები არიან“追男仔მსახიობი
1994„შუაში“新同居時代მსახიობი
1994„დროის ნარჩენები“東邪西毒მსახიობი
1996„ამხანაგები: თითქმის სასიყვარულო ისტორია“甜蜜蜜მსახიობი
1996„ირმა ვეპი“Irma Vepმსახიობი
1997„დები სუნგები“宋家皇朝მსახიობი
1996„ჩინური ყუთი“Chinese Boxმსახიობი
1999„აუგუსტინი, კუნგ-ფუს მეფე“Augustin, King of Kung-Fuმსახიობი
2000„ერთი ნახვით შეყვარება“一見鍾情მსახიობი
2000„სასიყვარულო განწყობა“花樣年華მსახიობი
2002„გმირი“英雄მსახიობი
2004„2046“2046მსახიობი
2004„სუფთა“錯得多美麗მსახიობი
2010„ცხელი ზაფხულის დღეები“全城熱戀მსახიობი
2010„ათი ათასი ცოლი“萬層浪მსახიობი

სქოლიო

]

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა