მატს ვილანდერი
მატს ვილანდერი (შვედ. Mats Wilander; დ. 22 აგვისტო, 1964, ვექშე, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
![]() ვილანდერი 2014 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | ![]() |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | ჰეილი, აიდაჰო, აშშ |
დაიბადა | 22 აგვისტო, 1964 ვექშე, შვედეთი |
სიმაღლე | 182 სმ. |
პროფესიონალი | 1981 |
კარიერა დაასრულა | 1996 |
თამაში | მემარჯვენე |
ფულადი პრიზი | 7,976,256 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 2002 (წევრის გვერდი) |
ოფიციალური საიტი | wilanderonwheels.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 571–222 (72.01%) |
ტიტულები კარიერაში | 33 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (12 სექტემბერი, 1988) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1983, 1984, 1988) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1982, 1985, 1988) |
უიმბლდონი | მეოთხედფინალი (1987, 1988, 1989) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1988) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ფინალი (1987) |
WCT-ის ფინალი | მეოთხედფინალი (1985, 1987, 1989) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 168–127 (56.95%) |
ტიტულები კარიერაში | 7 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-3 (21 ოქტომბერი, 1985) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ფინალი (1984) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1985) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1986) |
აშშ-ის ღია პირველობა | ფინალი (1986) |
წყვილთა სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ფინალი (1985) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1984, 1985, 1987) |
ბოლოს განახლდა: 20 ოქტომბერი 2018. |
ვილანდერს 7 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 საფრანგეთის ღია პირველობა, 3 ავსტრალიის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. ჯამში მას ATP-ის 33 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. იგი 20 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
მიუხედავად იმისა, რომ მას უიმბლდონი ერთეულთა თანრიგში არ ჰქონდა მოგებული, ვილანდერმა ავსტრალიის ღია პირველობა ორჯერ მოიგო, როდესაც ტურნირი ბალახის საფარზე ტარდებოდა (1987 წლის ჩათვლით). იგი ერთ-ერთია 6 მამაკაცი ჩოგბურთელიდან (ჯიმი კონორსი, ანდრე აგასი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი), რომელმაც დიდი სლემის ტიტული ყველა საფარზე მოიგო ერთეულებში (ბალახზე, ჰარდზე და თიხაზე). ვილანდერი ნადალთან ერთად ერთადერთია, ვინც მინიმუმ ორი სლემი მოიგო სამივე საფარზე. წყვილებში შვედმა ასევე ერთხელ მოიგო უიმბლდონი. სანაკრებო დონეზე, მან 3-ჯერ მოიპოვა დეივისის თასი შვედეთის ნაკრებთან ერთად.
შვედმა კარიერა 1996 წელს დაასრულა. 2002 წელს, ვილანდერი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
დიდი სლემის ტურნირების ფინალები
ერთეულები: 11 (7–4)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1982 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ![]() | 1–6, 7–6(8–6), 6–0, 6–4 |
მარცხი | 1983 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ![]() | 2–6, 5–7, 6–7(3–7) |
გამარჯვება | 1983 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | ![]() | 6–1, 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1984 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ბალახი | ![]() | 6–7(5–7), 6–4, 7–6(7–3), 6–2 |
გამარჯვება | 1985 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | ![]() | 3–6, 6–4, 6–2, 6–2 |
მარცხი | 1985 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ![]() | 4–6, 3–6, 3–6 |
მარცხი | 1987 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ![]() | 5–7, 2–6, 6–3, 6–7(3–7) |
მარცხი | 1987 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ![]() | 7–6(9–7), 0–6, 6–7(4–7), 4–6 |
გამარჯვება | 1988 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ![]() | 6–3, 6–7(3–7), 3–6, 6–1, 8–6 |
გამარჯვება | 1988 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | ![]() | 7–5, 6–2, 6–1 |
გამარჯვება | 1988 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ![]() | 6–4, 4–6, 6–3, 5–7, 6–4 |
წყვილები: 3 (1–2)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1984 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ![]() | ![]() ![]() | 2–6, 2–6, 5–7 |
გამარჯვება | 1986 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ![]() | ![]() ![]() | 7–6(7–4), 6–3, 6–3 |
მარცხი | 1986 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ![]() | ![]() ![]() | 6–4, 3–6, 3–6, 6–4, 3–6 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები
ერთეულები: 1 (0–1)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1987 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ![]() | 2–6, 2–6, 3–6 |
(დ) – დახურული კორტი
წყვილები: 1 (0–1)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1985 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ![]() | ![]() ![]() | 1–6, 6–7(5–7) |
იხილეთ აგრეთვე
- ვილანდერი–ლენდლის მეტოქეობა