მართა ჯეფერსონ რენდოლფი

მართა ჯეფერსონ რენდოლფი (დ. 27 სექტემბერი, 1772 — გ. 10 ოქტომბერი, 1836) — ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონისა და მისი ცოლის, მართა უოლეს სკელტონ ჯეფერსონის ქალიშვლი. დაიბადა მონტიჩელოში (ვირჯინია), შარლოტსვილის მახლობლად.

მართა ჯეფერსონ რენდოლფი

მართა შტატისა და სახელმწიფოს პოლიტიკურ მოხელეზე, ვირჯინიის გუბერნატორ თომას მან რენდოლფ უმცროსზე (1819-1822) დაქორწინდა. მათ 13 შვილი შეეძინათ. დაქვრივების შემდეგ, მამამისი პრეზიდენტი იყო და ზოგჯერ მასთან ერთად თეთრ სახლში ცხოვრობდა, დიასახლისისა და არაფორმალურად, პირველი ლედის როლს ირგებდა. მოხუცებულობის ჟამს მართა მამასთან ძალიან ახლოს იყო. ჯეფერსონის შვილთაგან მართა ერთადერთი იყო, რომელმაც 25 წელზე დიდხანს იცოცხლა.

ადრეული წლები

მართა ჯეფერსონი 1772 წლის 27 სექტემბერს, ვირჯინიაში მამის სამკვიდროში, მონტიჩელოში დაიბადა. მშობლებს 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ექვსი შვილი შეეძინათ: მართა (1772–1836), ჯეინი (1774-1775), ვაჟი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლა (1777), მერი უოლესი (1778-1804), ლიუსი ელიზაბეთი (1780-1781) და კიდევ ერთი ლუსი ელიზაბეთი (1782-1785). სრულწლოვანების ასაკს მხოლოდ მართამ და მერიმ მიაღწიეს.[1]

მართა მაღალი და გამხდარი იყო, კუთხოვანი სახის მოყვანილობისა და წითელთმიანი. როგორც ამბობდნენ, მამას ჰგავდა და შემდეგში მართლაც დაემსგავსა მას.[2]

ოჯახი

მართას ბებია-ბაბუა (მამის მხრიდან) პლანტატორი და მკვლევარი პიტერ ჯეფერსონი და ჯეინ რენდოლფი იყვნენ.[3][4] დედამისი ჯონ უოლესისა (1715-1773) და მისი პირველი ცოლის, მართა ეპსის (1712-1748) ერთადერთი ქალიშვილი იყო. უოლესი ადვოკატი, მონებით მოვაჭრე, ბრისტოლის სავაჭრო კომპანიის - Farrell & Jones - ბიზნეს აგენტი და შეძლებული პლანტატორი იყო, რომელიც ინგლისში, ლანკაშირში დაიბადა. 19 წლის ასაკში მან ოჯახი ინგლისში დატოვა და 1734 წელს ვირჯინიაში მარტო გაემგზავრა. უოლესი 1773 წელს გარდაიცვალა და მართას მშობლებმა 135 მონა, 11 000 აკრი (4500 ჰექტარი) მიწა და სამკვიდროს ვალები მემკვიდრეობით მიიღეს. ჯეფერსონს წლები დასჭირდა ვალების გასასტუმრებლად.[5]

დედის გარდაცვალება

მართას დედა 1782 წლის 6 სექტემბერს, ჯეფერსონის მეექვსე ბაშვის დაბადებიდან 4 თვის შემდეგ, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემდეგში მართა ამ პერიოდის შესახებ წერდა, რომ „იმ მელანქოლიურ პერიოდში, ის მამის მუდმივი თანხმლები გახლდათ“.[6] დედას ჯეფერსონისთვის უთხოვია, მისი გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა ქალი არ შერთო ცოლად და თომასი ასეც მოიქცა. მართამ ქმარს ეს შვილების დაცვისთვის სთხოვა, რადგანაც თვითონ დედინაცვლებთან უთანხმოებები ჰქონდა.[7]

12 წლიდან 17 წლამდე, დედის გარდაცვალების შემდეგ, ის და მამამისი,როდესაც ჯეფერსონი საფრანგეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, პარიზში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც ჯეფერსონმა იმის გარანტია მიიღო, რომ პროტესტანტი მოსწავლეები რელიგიური დარიგებებისგან თავისუფლდებოდნენ, მამამ ნენსი პენტემონის სააბატოში, ექსკლუზიურ სამონასტრო სკოლაში მიიყვანა. მას შემდეგ კი, როცა მართამ კათოლიკობის მიღების სურვილი გამოთქვა, ჯეფერსონმა ის და მისი უმცროსი და - პოლი - მაშინვე სკოლიდან გამოიყვანა.[8]

ქორწინება და ოჯახი

თომას მან რენდოლფ უმცროსი

1790 წელს, 18 წლის ასაკში, მართა თომას მან რენდოლფ უმცროსზე დაქორწინდა. რენდოლფი პლანტატორი და მისი მესამე ბიძაშვილი იყო.[9] ქორწინებიდან მცირე ხნის შემდეგ ჯეფერსონმა შვილს საქორწინო საჩუქრის სახით 8 მონა გაუგზავნა, მათ შორის, მოლი ჰემიჯი, ჰემიჯის უფროსი ქალიშვილი.[10]

წყვილს 13 შვილი შეეძინა. მშობლებისაგან განსხვავებით, მართას შვილებიდან 11-მა სრულწლოვანებას მიაღწია:

  • ენ ქერი რენდოლფი(1791–1826), რომელმაც ჩარლზ ლევის ბანქჰიდზე იქრწინა (1788-1833).[11]
  • თომას ჯეფერსონ რენდოლფი (1792–1875), რომელმაც ჯეინ ჰოლინს ნიკოლასზე იქორწინა (1798-1871).[12]
  • ილენ უოლეს რენდოლფი (1794–1795).
  • ილენ უოლეს რენდოლფი (1796–1876), სახელი გარდაცვლილი დის პატივსაცემად უწოდეს. იქორწინა ჯოზეფ კულიჯზე (1798-1879)
  • კორნეია ჯეფერსონ რენდოლფი (1799–1871).
  • ვირჯინია ჯეფერსონ რენდოლფი (1801–1882), რომელმაც ნიკოლას ფილიპ ტრისტზე იქორწინა (1800–1874).[13]
  • მერი ჯეფერსონ რენდოლფი (1803–1876).
  • ჯეიმზ მედისონ რენდოლფი (1806–1834), პირველი ბავშვი, რომელიც თეთრ სახლში დაიბადა.
  • ბენჯამინ ფრანკლინ რენდოლფი (1808–1871), რომელმაც სალი ჩემპი კარტერზე იქორწინა.[14]
  • მერიუაიზერ ლევის რენდოლფი (1810–1837), რომელმაც ელიზაბეთ მარტინზე იქორწინა. მისი გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთმა ენდრიუ ჯექსონის ძმისშვილზე, ენდრიუ ჯექსონ დონელსონზე იქორწინა.
  • უსახელო ბავშვი (1811 - 1811),
  • სეპტიმია ენ რენდოლფი (1814–1887), რომელმაც დევიდ სკოტ მეიკლეჰემზე იქორწინა (გ. 1849).[15]
  • ჯორჯ უაიზ რენდოლფი (1818–1867), რომელიც მცირე ხნით, 1862 წელს კონფედერატების ომის მდივანი იყო. იქორწინა მერი ელიზაბეთ ადამს პოპიზე.[16]

პოპულარულ კულტურაში

მართა ჯეფერსონ რენდოლფი სტეფანი დრეისა და ლაურა კამოიეს ისტორიული რომანის - America's First Daughter - მთავარი პერსონაჟია. რომანი ძირითადად, ჯეფერსონის წერილებზე დაყრდნობითაა შექმნილი.[17]

1995 წლის ფილმში, ჯეფერსონი პარიზში, მართას როლს გვინეთ პელტროუ ასრულებს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

მართა ჯეფერსონ რენდოლფი
წინამორბედი:
აბიგაილ ადამსი
   აშშ-ის პირველი ლედი   
1801–1809
შემდეგი:
დოლი მედისონი
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა