* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 აპრილი, 2021
ნოიერმა პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა 2005 წელს მისი მშობლიური ქალაქის კლუბის, „შალკე 04-ს“ ყველა ასაკობრივ გუნდში წარმატებული გამოსვლის შემდეგ. მისი დებიუტი ბუნდესლიგაში შედგა 2006-2007 წლების სეზონში, როცა მოედანზე გამოჩნდა დაშავებული ფრანკ როსტის ნაცვლად. 20 წლის მეკარე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა მას შემდეგ, რაც როსტი დაშავდა „მიუნხენის ბაიერნთან“ მატჩის წინ.
2011 წლის 1 ივნისს„შალკე 04“ და „ბაიერნი“ შეთანხმდნენ, რომ ნოიერი გადავიდოდა მიუნხენურ კლუბში 2011 წლის ივლისში.[2] კლუბს და ნოიერს შორის გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ვადაც იწურებოდა 2016 წელს, თუმცა ნოიერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ტრანსფერის ფასი იყო €22 მილიონი და ნოიერი გახდა მეორე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.