მაიაბეკეს პროვინცია

მაიაბეკეს პროვინცია (ესპ. Provincia de Mayabeque) — კუბის ერთ-ერთი ახალი პროვინცია, რომელიც 2010 წლის 1 აგვისტოს, კუბის ეროვნული ასამბლეის დადგენილებით შეიქმნა ლა-ჰაბანის პროვინციისგან გამოყოფის შედეგად.[1] [2] მაიაბეკე აღმოსავლეთ ლა-ჰაბანის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს, დედაქალაქია სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი. პროვინციამ სახელი მდინარე მაიაბეკესა და სამხრეთ სანაპიროზე არსებული პლაჟისგან მიიღო, სადაც სავარაუდოდ 1514 წელს დაარსდა ჰავანის თავდაპირველი დასახლება.[3]

პროვინცია
მაიაბეკეს პროვინცია
Provincia de Mayabeque
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ადმ. ცენტრი სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი
კოორდინატები 22°58′00″ ჩ. გ. 82°09′00″ დ. გ. / 22.96667° ჩ. გ. 82.15000° დ. გ. / 22.96667; -82.15000
დაარსდა 1 იანვარი, 2011
ფართობი 3 732,73 კმ²
მოსახლეობა 381 446 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 102,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-47

მაიაბეკე კუბის ყველაზე პატარა პროვინციაა, როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მხრივ. ახალმა პროვინციამ არსებობა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.

პროვინციის ეკონომიკა მიწათმოქმედებასა და შინაური საქონლის მოშენებას (მერძევეობის მიზნით) ემყარება. ასევე გააჩნია შესაბამისი ინდუსტრიული სექტორი, ძირითდად სან-ხოსე-დე-ლას-ლახასსა და სანტა-კრუს-დელ-ნორტეში. აწარმოებენ სამშენებლო მასალებს, ელექტრო-კაბელებს, რეზინს, მინას და კერამიკას, საკვებს, ქაღალდს, შაქარს, ფარმაცევტულ პროდუქტებს, თევზის პროდუქტებს და ა. შ. მნიშვნელოვანია სამეცნიერო ინსტიტუციები, ასევე არსებობს აგრარული უნივერსიტეტი.

მუნიციპალიტეტები

პროვინციის რუკა
პროვინციის საგზაო რუკა
მუნიციპალიტეტიკმ²მოსახლეობაად./კმ²
ბეხუკალი116,3626 966231,7
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი592,6774 186125,2
ხარუკო275,925 13591,1
სანტა-კრუს-დელ-ნორტე379,3834 21690,2
მადრუგა459,5829 80564,9
ნუევა-პასი522,825 47148,7
სან-ნიკოლას-დე-ბარი228,8620 69590,4
გუინესი433,0967 919156,8
მელენა-დელ-სური233,5620 64688,4
ბატაბანო263,4326 944102,3
კივიკანი227,129 463129,7
სულ3 732,73381 446102,2

წყარო: Oficina Nacional de Estadísticas e Instituto de Planificación Física/2010 [4]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა