ლუჟიცის კულტურა

ლუჟიცის კულტურა (გერმ. lausitzer Kultur, პოლ. kultura łużycka) — ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანების არქეოლოგიური კულტურა (ძვ. წ. XII–IV სს.), გავრცელებულია აღმოსავლეთ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და დასავლეთ უკრაინის (პოლესიე და ვოლინი) ტერიტორიაზე.[1] სახელწოდება მიიღო ისტორიული ოლქის - ზედა ლუჟიცა და ქვედა ლუჟიცა გამო, სადაც პირველად იქნა ნაპოვნი ლუჟიცის კულტურის სამაროვნები და დასახლებები.[2]

ლუჟიცის კულტურის არეალი (გამოყოფილი მწვანედ)

გენეტიკური კავშირები

გენეტიკურად დაკავშირებულია ტშინეცკის და უნიტეცკის [3] კულტურებთან და შემდეგ ევოლუცირდება პშევორის კულტურად.

ეთნიკური კუთვნილება

მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის, რომ ლუჟიცის კულტურის ხალხები ლაპარაკობდნენ კელტურ-იტალიური ჯგუფის ენებზე[4]. ასე მაგალითად აკადემიკოსი სედოვი ამტკიცებდა რომ, ლუჟიცის პშევორამდელი პოლონური დასახლება იყო კელტური[5]. სხვები მათ გერმანელებად მიიჩნევენ, და არავითარ სლავებად[6]. მესამენი კი თვლიან რომ, ისინი იყვნენ ილირიელების წინაპრები[7] ან კელტ-ილირიელებად[8].

სხვადასხვაგვარი კვლევების შედეგების შეჯამების საფუძველზე აკადემიკოსი ბ.ა.რიბაკოვი აცხადებს: «ლუჟიცის კულტურა იყო, როგორც ჩანს, მრავალეთნიკური კომპლექსი, რომელმაც მოიცვა წინასლავების ტომების ნახევარი, წინაგერმანული ტომების ნაწილი და იტალიურ-ილირიული ტომების რაღაც ნაწილი სამხრეთში, სადაც ბრინჯაოს ჩამოსხმის საქმე მაღალ დონეზე იდგა».[9]. სადაც მან სამართლიანად აღნიშნა, რომ «ლუჟიცის ერთობას მეცნიერები უწოდებენ ვენეტურს (ვენედური), ძველი ტომების ჯგუფის სახელის მიხედვით, რომელიც ერთ დროს ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალურ ევროპაში. დასავლეთ წინასლავების შესვლა ამ დროებით გაერთიანებაში და მათი მნიშვნელობა ლუჟიცის შიდა ერთობაში თვალსაჩინოა იქიდან, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ვენეტებს თვლიდნენ სლავების წინაპრებად და მათ იმ სლავებთან აიგივებდნენ რომლებიც დარჩნენ თავიანთ ადგილებზე, რომლებმა არ მიიღეს მონაწილეობა მიგრაციაში სამხრეთით». ახლა ეს ვერსია იღებს სხვადასხვაგვარ არქეოლოგიურ, ლინგვისტურ, გენოეთნიკურ და სხვა მეცნიერულ მტკიცებულებებს.[10]

საცხოვრისი

დასახლებები შედგებოდა ბოძებიანი სახლებისაგან, რომელთა კედლები შეადგენდნენ ვერტიკალურ ბოძებს წნულებით, რომელზეც წასმული იყო თიხა, ან დაფარული იყო დაფებით.

სამაროვნები

სამაროვნები წარმოდგენილია როგორც კრემაციული სასაფლაო ურნები[11].

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Mildenberger G. Mitteldeutschlands Ur- und Frühgeschichte. — Lpz., 1959.
  • ი. ვ. კუხარენკო პოლონეთის არქეოლოგია. — მ., 1969.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა