ლიოსი

ლიოსი (გერმ. Löss) — წმინდამარცვლოვანი ერთგვაროვანი არაშრეებრივი ჩალისფერი ქანი, რომლის შედგენილობაა: კვარცი და სილიკატები 27-90%, თიხამიწა 4-20%, ნახშირმჟავა კალციუმი 6% და მეტი. მინარევების სახით შეიცავს რკინის ჰიდროჟანგებს, ქარსებსა და სხვა მინერალებს. ფორიანობა 40-55%. ლიოსი წარმოიქმნება ზომიერი სემიარიდული ჰავისპირობებში. განლაგებულია რამდენიმე მ-იდან 50-100 მ სისქის ზეწრის სახით. გავრცელებულია ზომიერ სარტყელში, მ.შ. ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ლიოსი

ლიოსის წარმოშობის შესახებ არსებობს ეოლური, ალუვიური, პროლუვიური, ნიადაგური და სხვა თეორიები. ლიოსის წარმოშობის თეორიაზე მუშაობდნენ ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი, ლევ ბერგი და სხვა მკვლევრები. ლიოსი შავმიწა და რუხი ნიადაგის დედაქანია. გამოიყენება აგურისა და ცემენტის წარმოებაში, ჯებირების მშენებლობაში და სხვ.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 246.
  • Берг Л. С., Избранные труды, т. 3, М., 1960.
  • Петрографический словарь. М., Недра, 1981.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა