ლიბანური გირვანქა

ლიბანური გირვანქა ( არაბ. ليرة لبنانية ; ფრანგული : livre libanaise ; ნიშანი: ل.ل. ‎ , ISO 4217 : LBP ) — ოფიციალური ვალუტა ლიბანში. იგი იყოფოდა 100 პიასტად (ან კირშად), მაგრამ ლიბანის სამოქალაქო ომის დროს (1975-1990) მაღალი ინფლაციის შედეგად მათ აღარ იყენებენ. ლიბანური გირვანქა ასევე ცნობილია როგორც ლიბანური ლირა.მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ქვედანაყოფის არაბული ორთოგრაფია იყო غرش ( გირშ ). ლიბანის ყველა მონეტა და ბანკნოტი ორენოვანია, მათზე წარწერებია არაბულ და ფრანგულ ენებზე.

ლიბანური გირვანქა
ليرة لبنانية

livre libanaise

კოდი ISO 4217LBP
ქვეყანა ლიბანი
ოფიციალური
მომხმარებლები
ლიბანი
შედგება100 100 პიასტრესგან
სიმბოლოل.ل.


LL(საერთაშორისო)

მონეტები250, 500 (ხშირად გამოყენებადი)


25, 50, 100 (იშვიათად გამოყენებადი)

ბანკნოტები1 000, 5 000, 10 000, 20 000, 50 000, 100 000 გირვანქა
ცენტრალური ბანკიბანქე დუ ლიბან
საიტი[1]

1997 წლის დეკემბრიდან გაცვლითი კურსი დადგენილია 1 507,5 ლიბანური ფუნტი ერთი აშშ დოლარისთვის.[1] ამასთან , ლიბანში 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ამ კურსით გაცვლა თითქმის შეუძლებელია და ბევრად მაღალი თანხაა საჭირო.[2]

ისტორია

პირველ მსოფლიო ომამდე ლიბანში ოსმალეთის ლირას იყენებდნენ. 1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, ვალუტა გახდა ეგვიპტური გირვანქა . სირიასა და ლიბანზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ფრანგებმა შეცვალეს ეგვიპტის ფუნტი სირიისა და ლიბანისთვის ახალი ვალუტით, სირიული გირვანქით, რომელიც უკავშირდებოდა ფრანგულ ფრანკს 1 გირვანქა = 20 ფრანკი. ლიბანმა გამოუშვა საკუთარი მონეტები 1924 წლიდან და ბანკნოტები 1925 წლიდან. 1939 წელს ლიბანის ვალუტა ოფიციალურად გამოეყო სირიისგან, თუმცა ის მაინც იყო დაკავშირებული ფრანგულ ფრანკთან და მასზე იყო დამოკიდებული. 1941 წელს, ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, ლიბანელები ფრანგული ვალუტის ნაცვლად დაუკავშირდნენ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, რის შედეგადაც 8.83 ლიბანური გირვანქა = 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს. [3] საფრანგეთის ფრანკთან კავშირი აღდგა ომის შემდეგ, მაგრამ 1949 წელს ისევ გაწყდა კავშირი.

ლიბანის სამოქალაქო ომამდე 1 აშშ დოლარი ღირდა 3 ლიბანური ფუნტი. ლიბანის სამოქალაქო ომის დროს ღირებულება სწრაფად შემცირდა 1992 წლამდე, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2500 ლიბანულ გირვანქაზე მეტს ღირდა. ამის შემდეგ ღირებულება კვლავ გაიზარდა და 1997 წლის დეკემბრიდან 1507.5 ლიბანური ფუნტი უდრიდა ერთ აშშ დოლარს. [4]

2020 წლის 1 ივლისის მონაცემებით ერთი ამერიკული დოლარი დაახლოებით 9000 ლიბანურ გირვანქას უდრიდა ბეირუთის შავ ბაზარზე.[5]

მონეტები

ლიბანის პირველი მონეტები გაიცა 1924 წელს 2 და 5 გირუშიანი ნომინალით, რომლის ფრანგული დასახელებები იყო ,,piastres syriennes" (სირიის პიასტრები). მოგვიანებით გამოიცა ნახევარი, 1, 2, , 5, 10, 25 და 50 გირშის ღირებულების მონეტები.

ომის შემდეგ, არაბული ორთოგრაფია შეიცვალა გირშ (غرش) და ქირშ. 1952-დან 1986 წლებში გამოიცა 1, 2-ნახევარი, 5, 10, 25 და 50 ქირშის ღირებულების და ასევე 1 ლირის ღირებულების მონეტები.

ამჟამად იყენებენ შემდეგ მონეტებს:[6]

ლიბანის ფუნტის მონეტები
სურათიმნიშვნელობატექნიკური პარამეტრებიფერიᲗარიღი
ავერსირევერსიდიამეტრისისქემასალითონი
მიმოქცევიდან ამოღებული მონეტები [7]
5 გირუში18 მმ2,2 გსპილენძი-ნიკელის-ალუმინისოქროსფერი ყვითელი1968 წ

1969 წ

1972 წ

1975 წ

10 გირუში21 მმ3,2 გსპილენძი-ნიკელის-ალუმინისოქროსფერი ყვითელი1968 წ

1969 წ

1970 წ

1972 წ

1975 წ

25 გირუში23,5 მმ4 გსპილენძი-ნიკელის-ალუმინისოქროსფერი ყვითელი1968 წ

1969 წ

1970 წ

1972 წ

1975 წ

1980 წ

50 გირუში24 მმ6 გნიკელითეთრი ნიკელის1968 წ

1969 წ

1970 წ

1971 წ

1975 წ

1978 წ

1980 წ

1 ლირა27,5 მმ8 გნიკელითეთრი ნიკელის1975 წ

1977 წ

1980 წ

1981 წ

27 მმ7,22 გნიკელის მოოქროვილი ფოლადითეთრი ნიკელის1986 წ
მიმოქცევაში მონეტები [8]
25 ლირა20,5 მმ1,3 მმ2,8 გნიკელის მოოქროვილი ფოლადითეთრი ნიკელის2002 წ
50 ლირა19 მმ1,15 მმ2,25 გᲣჟანგავი ფოლადითეთრი ნიკელის1996 წ
21,5 მმ1,67 მმ3 გნიკელის მოოქროვილი ფოლადი2006 წ
100 ლირა22,5 მმ1,80 მმ4 გთუთია და სპილენძიწითელი სპილენძი1995 წ

1996 წ

2000 წელი

100 ლირა22,5 მმ1,83 მმ4 გფოლადი და ნიკელითეთრი2003 წ
100 ლირა22,5 მმ1,80 მმ

1,60 მმ
4 გფოლადი და სპილენძიწითელი სპილენძი2006 წ

2009 წ
250 ლირა23,5 მმ1,82 მმ5 გრსპილენძი და ალუმინისყვითელი ოქრო1995 წ

1996 წ

2000 წელი

2003 წ

1,65 მმსკანდინავიური ოქროსკანდინავიური ოქრო2006 წ

2009 წ

2012 წ

500 ლირა24,5 მმ2.05 მმ6 გნიკელის მოოქროვილი ფოლადითეთრი1995 წ

1996 წ

2000 წელი

2003 წ

2006 წ

2009 წ

2012 წ

ბანკნოტები

ლიბანის პირველი ბანკნოტები გამოიცა Banque du Syrie et Grand-Liban (სირიის ბანკი და დიდი ლიბანი) მიერ 1925 წელს. ნომინალები 25 გირშადან 100 ფუნტამდე იცვლებოდა. 1939 წელს ბანკის სახელი შეიცვალა და გახდა სირიისა და ლიბანის ბანკი. იმ წელს გამოჩნდა ლიბანური გირვანქის პირველი 250 ნომინალიანი ბანკნოტი. 1942 – დან 1950 წლამდე მთავრობამ გამოსცა ,,მცირე ტიაჟის" ქაღალდის ფული 5, 10, 25 და 50 გირშის ან კირშის ნომინალებში (დასახელება სწორედ ამ წლებშ შეიცვალა). 1945 წლის შემდეგ, სირიის ბანკმა და ლიბანმა განაგრძეს ლიბანისთვის ქაღალდის ფულის გამოცემა, მაგრამ ბანკნოტები კონკრეტულად ,,ლიბანის ფუნტებში" იყო წარმოდგენილი, რათა განესხვავებინათ ისინი სირიული ფულისაგან. გამოიცა 1, 5, 10, 25, 50 და 100 გირვანქის ღირებულების ბანკნოტები.

Banque du Liban (ლიბანის ბანკი) დაარსდა ფულისა და კრედიტის კოდექსით 1964 წლის 1 აპრილს. [9] 1963 წლის 1 აგვისტოს ,,ცნობარი კანონის: ბანკ დუ ლიბანის 23 ფული და კრედიტი" No13.513 ბრძანებულებით, ლიბანის ბანკს მიენიჭა ერთადერთი უფლება 1, 5, 10, 25, 50, 100 და 250 ლიბანური გირვანქის წარმოებაში, რომლის წინა მხარეზეც არაბულად იქნებოდა წარწერები ხოლო უკანა მხარეზე ფრანგულად. 1980 – იან და 90 – იან წლებში გამოუშვეს უმაღლესი ნომინალები, რადგან ინფლაციამ მკვეთრად შეამცირა ვალუტის ღირებულება.

მიმდინარე მოხმარების ბანკნოტებია :

მოცირკულირე ბანკნოტები [10]
სურათიმნიშვნელობაზომებიმთავარი ფერიᲒაცემის თარიღი
1 000 ل.ل.156 67 მმჩალისფერი1988 წ



</br> 1990 წ



</br> 1991 წ



</br> 1992 წ
115 × 60 მმ2004 წ



</br> 2008 წ
2011 წ



</br> 2012 წ
5 000 ل.ل.156 67 მმვარდისფერი1994 წ



</br> 1995 წ
140 × 70 მმ1999 წ



</br> 2001 წ
120 × 62 მმ2004 წ



</br> 2008 წ
2012 წ
10 000 ل.ل.145 × 73 მმყვითელი1998 წ
127 × 66 მმ2004 წ



</br> 2008 წ
2012 წ
20 000 ل.ل.150 × 80 მმწითელი1994 წ



</br> 1995 წ



</br> 2001 წ
130 × 72 მმ2004 წ
2012 წ
50 000 ل.ل.150 × 80 მმლურჯი1994 წ



</br> 1995 წ



</br> 1999 წ



</br> 2001 წ
140 × 77 მმ2004 წ
2011 წ



</br> 2012 წ
100 000 ل.ل.161 × 90 მმმწვანე1994 წ



</br> 1995 წ



</br> 1999 წ



</br> 2001 წ
147 82 მმ2004 წ
2011 წ



</br> 2012 წ

ყველა ახლანდელ კუპიურაზე არაბული მხარეა გამოსახული არაბული დამწერლობის ციფრები დიდი ზომის. მეორე მხარე ფრანგულ ენაზეა, სერიული ნომერი არაბული და ლათინური დამწერლობით და ამ უკანასკნელის ქვემოთ მოცემული შტრიხ-კოდებით.

დევალვაცია

2019 წლის სექტემბრიდან გაცვლითი კურსი არამყარია ლიბანის საბანკო სექტორის დაშლის გამო. 6 თვის განმავლობაში, ლიბანის ფუნტის 6 განსხვავებული კურსი განისაზღვრა აშშ დოლარის მიმართ, ოფიციალურად და არაოფიციალურად. 2020 წლის 1 ოქტომბერს ისინი შეფასდა შემდეგნაირად:

ოფიციალური მთავრობის კურსი = 1 507,5

ოფიციალური სინდიკატის კურსი = 3 850-3 900

"Lollar" (ბანკის თანხის გატანა LBP– ით) = 3 900

პარალელური საბაზრო კურსი = 3 800

შავი ბაზრის მაჩვენებელი = 8250-8 400.[11][12]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

~

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა