ლეონარდო ბონუჩი

იტალიელი ფეხბურთელი

ლეონარდო ბონუჩი (იტალ. Leonardo Bonucci; დ. 1 მაისი, 1987) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.

ლეონარდო ბონუჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლეონარდო ბონუჩი[1]
დაბადების
თარიღი
1 მაისი, 1987 (1987-05-01) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ვიტერბო, იტალია
სიმაღლე191 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი19
ახალგაზრდული კარიერა
2004-2005ვიტერბეზე
2005-2007ინტერი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2005–2007ინტერი1(0)
2007-2008ტრევიზო27(2)
2008-2009ინტერი2(0)
2008–2009  ტრევიზო13(2)
2009  პიზა18(1)
2009–2010ბარი38(1)
2010-2017იუვენტუსი227(13)
2017-2018მილანი35(2)
2018-იუვენტუსი90(8)
ეროვნული ნაკრები
2010-იტალია108(7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 იანვარი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 იანვარი, 2019

საკლუბო კარიერა

კარიერა დაიწყო „ვიტერბეზეში“. 2005 წლის ზაფხულში იჯარით გადავიდა „ინტერში“.[3] მან „ინტერის“ პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის რამდენიმე ამხანაგურ მატჩში.[4][5][6][7]

ბონუჩის დებიუტი სერია A-ში შედგა 2005–2006 წლების სეზონის ბოლო მატჩში „კალიარისთან“ მატჩში.[8][9] სეზონის ბოლოს „ინტერმა“ შეიძინა ბონუჩის სატრანსფერო უფლებები.[10]

2010 წლის ზაფხულში 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბონუჩი „იუვენტუსმა“ შეიძინა „ბარისგან“.[11]

2012 წლის 2 აპრილს „იუვენტუსმა“ განაცხადა, რომ ბონუჩისთან გააფორმა ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი.[12]

2017 წლის 14 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა ბონუჩის გადასვლა „მილანში“. არსებული ინფორმაციით ტრანსფერის ღირებულებამ 42 მილიონი ევრო შეადგინა.[13][14] ბონუჩის „იუვენტუსიდან“ წასვლას უკავშირებენ მასსა და გუნდის მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის შორის შექმნილ უთანხმოებას. მედიის ცნობით, კონფლიქტი ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, როდესაც „პალერმოსთან“ მატჩის შემდეგ მწვრთნელი და მოთამაშე ერთმანეთს წაეკიდნენ. მაშინ დაძაბულობა ჩაცხრა, თუმცა მდგომარეობა ხელმეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ მატჩისას დაიძაბა. La Stampa-ს ცნობით, შესვენებაზე გუნდელებს შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ერთ მხარეს იყვნენ დანი ალვესი და ბონუჩი, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ პაოლო დიბალას ცუდი თამაშით, მეორეზე კი — დანარჩენი მოთამაშეები და თვითონ ალეგრი. სეზონის ბოლოს კი როგორც დანი ალვესმა, ასევე ბონუჩიმ „იუვენტუსი“ დატოვეს.

სანაკრებო კარიერა

იტალიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2010 წლის 3 მარტს კამერუნის ნაკრებთან მატჩში, მონაკოში.

ბონუჩი ნაკრების განაცხადში იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.[15][16][17] პირველი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 2010 წლის 3 ივნისს მექსიკის ნაკრებთან 1-2 წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში. მსოფლიო ჩემპიონატზე მას არ უთამაშია არცერთ მატჩში.

სანაკრებო გოლები

#თარიღიადგილიმატჩიმეტოქეგოლიშედეგიგათამაშება
1.3 ივნისი, 2010მეფე ბოდუინის სტადიონი, ბრიუსელი, ბელგია2  მექსიკა1 – 21–2ამხანაგური
2.3 სექტემბერი, 2010A. Le Coq Arena, ტალინი, ესტონეთი4  ესტონეთი1 – 21–2ევრო 2012-ის შესარჩევი
3.9 სექტემბერი, 2014Ullevaal Stadion, ოსლო, ნორვეგია40  ნორვეგია0 – 20 – 2ევრო 2016-ის შესარჩევი
4.2 ივლისი, 2016ბორდოს ახალი სტადიონი, ბორდო, საფრანგეთი62  გერმანია1–11–1ევრო 2016

ტიტულები

საკლუბო

ინტერი
  • სერია A: 2005–06[18]
  • პრიმავერას ნაციონალური ჩემპიონატი: 2007
  • პრიმავერას თასი: 2006[19]
იუვენტუსი

სანაკრებო

ინდივიდუალური

1იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2005-06 სეზონის სკუდეტო, ჩამოერთვა იუვენტუსს და გადაეცა მილანის ინტერს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა