მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენარტ მერი ესტონეთის პრეზიდენტი თანამდებობაზე ყოფნის დრო 6 ოქტომბერი , 1992 – 8 ოქტომბერი , 2001 პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი , ანდრეს ტარანდი , ტიიტ ვიაჰი , მარტ სიიმანი , მარტ ლაარი წინამორბედი კონსტანტინ პიატსი მემკვიდრე არნოლდ რუიტელი დაბადებული 29 მარტი , 1929 ტალინი , ესტონეთი გარდაცვლილი 14 მარტი , 2006 ტალინი , ესტონეთი მეუღლე რეგინა მერი, ჰელე მერი პროფესია მწერალი, კინორეჟისორი, პოლიტიკოსი
ლენარტ მერი (ესტ. Lennart-Georg Meri , დ. 29 მარტი , 1929 — გ. 14 მარტი , 2006 ) — ესტონელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი ) მწერალი, კინორეჟისორი და პოლიტიკოსი. ესტონეთის პრეზიდენტი 1992 –2001 წლებში ლენარტ მერი ესტონეთის თავისუფლებისათვის მოძრაობის ლიდერი იყო.
დაიბადა ტალინში , ცნობილი დიპლომატისა და შექსპირის ესტონურ ენაზე მთარგმნელის გეორგ მერის ოჯახში. ადრეულ ასაკში ლენარტმა მიატოვა ესტონეთი და მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში. სწავლობდა 9 სხვადასხვა სკოლაში 4 სხვადასხვა ენაზე. მშობლიური ესტონურის გარდა ფლობდა ფრანგულს , გერმანულს , ინგლისურს , ფინურსა და რუსულს .
ესტონეთში დაბრუნდნენ 1940 წელს, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა. 1941 წელს გადაასახლეს ციმბირში . ოჯახის სარჩენად არ ერიდებოდა მძიმე სამუშაოებსაც.
1990 წლის პირველი არაკომუნისტური არჩევნების შემდეგ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. ეს თანამდებობა ეკავა 1992 წლამდე. მონაწილეობდა ეუთოს კონფერენციებში ნიუ-იორკში , პარიზში , ბერლინში , მოსკოვში . 1992 –2001 წლებში ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა.
2005 წელს დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნე . გარდაიცვალა 2006 წლის 14 მარტს.