ლეილა დე ლიმა

ლეილა ნორმა ეულალია ხოსეფა მაგისტრადო დე ლიმა (დ. 27 აგვისტო 1959) — ფილიპინელი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი და იურისტი. ფილიპინების კონგრესში სენატორის მოვალეობის შემსრულებელი (2016 წლის 30 ივნისიდან). მანამდე მას ეკავა იუსტიციის დეპარტამენტის მდივნის (2010-2015) და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის (2008-2010) თანამდებობები. ლიბერალური პარტიის წევრი (2015 წლიდან). მან დატოვა იუსტიციის მინისტრის პოსტი, რათა კენჭი ეყარა ფილიპინების სენატში 2016 წლის 9 მაისს. შედეგად, მან ფილიპინების სენატის მე -17 მოწვევის სენატში თორმეტი ადგილიდან ერთი დაიკავა.

ლეილა დე ლიმა
ლეილა დე ლიმა

ადრეული წლები

პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე და სენატორი ლეილა დე ლიმა

ლეილა დე ლიმა არის ფილიპინების საარჩევნო კომისიის ( COMELEC ) ყოფილი კომისრის ვისენტე დე ლიმასა და ნორმა მაგისტრადოს უფროსი ქალიშვილი. [1]   მისი დეიდის, ჯული დე ლიმას მეუღლე  ფილიპინების კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი ხოსე მარია სისონია. ლეილა დე ლიმა იგი დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ კამარინესის პროვინციის ქალაქ ირიგაში.1980 წელს დაამთავრა დე ლა სალის უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. [2]1985 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სალუტატორიანი) სან ბედას სამართლის კოლეჯში. [2] 1985 წელს  ფილიპინების ადვოკატთა გამოცდებზე მე -8 ადგილი დაიკავა 86.26% -იანი შეფასებით.

ლეილა დე ლიმამ იურიდიული საქმიანობა დაიწყო ისაგანი კრუსის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 1986-1989 წლებში. 1989 წელს საადვოკატო ბიუროში მუშაობდა უმცროს იურისტად. ამავე თანამდებობაზე მუშაობა განაგრძი საადვოკატო ბიუროში „იარდელეზა“ 1991-1993 წლებში.

დაპატიმრება

ლეილა დე ლიმას დაპატიმრების ორდერი

2016 წლის დეკემბერში ლიმას მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა მის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მიუხედავად,  ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ნარკოპოლიტიკის (ნარკოტიკებთან ომის) გაკრიტიკების გამო, [3] 2017 წლის 17 თებერვალს ადგილობრივმა სასამართლომ ლიმას ბრალი წაუყენა.[4] 23 თებერვალს, მუნტინლუპას სასამართლომ  გამოსცა ლეილა დე ლიმას  დაპატიმრების ორდერი, სავარაუდოდ, ნარკოვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევისათვის.

დე ლიმა დაადანაშაულეს, თითქოსდა იყენებდა  ფილიპინების იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ნარკოტიკებით ვაჭობის საქმიანობასთან  დაკავშირებული კვალის დაფარვაში.  ის მეორე დილას დააპატიმრეს.

2017 წლის 16 მარტს ევროპარლამენტმა დაგმო  მკვლელობების ტალღა ფილიპინებზე (ე.წ. არამართლზომიერი მკვლელობები) და მოითხოვა დე ლიმას ციხიდან გათავისუფლება. პარლამენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ბრალდებები, რომლითაც სენატორი დე ლიმა დააპატიმრეს, თითქმის მთლიანად ყალბ ჩვენებებზე  იყო აგებული. Amnesty International მიიჩნევს, რომ სენატორი დე ლიმა არის "სინდისის პატიმარი".[5] [6]მიუხედავად პატიმრობისა, ლიმა კვლავ  პრეზიდენტ დუტერტეს პოლიტიკის მოწინააღმდგეა. ის რჩება ფილიპინების სენატისა და ფილიპინების ლიბერალური პარტიის წევრად.[7][8][9]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა