ლეილა გორდელაძე
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
![]() | სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდელაძე. |
ლეილა გორდელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1927 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 19 მარტი, 2004 (76 წლის) თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ ![]() |
ალმა-მატერი | თსუ |
პროფესია | რეჟისორი |
ლეილა კონსტანტინეს ასული გორდელაძე (დ. 15 აპრილი, 1927, თბილისი — გ. 19 მარტი, 2004, იქვე) — ქართველი რეჟისორი და ფსიქოლოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977)
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია–ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1959 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო კურსები (მოსკოვი). 1952–1956 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად; 1959 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა; დამდგმელი რეჟისორია ქართული მხტვრული ფილმებისა: „ლევანა“ (1960), „მოიტაცეს თამარ ქალი“ (1971), „ბათა ქექია“ (1978), „აქედანა და შენამდე“ (1984), „ჩემი ბოშები“ (1987); სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შეასხებ – „დიდი და პატარა ამბები“;
|