ლევან ლეონიძე

ლევან (ლეონ) ნიკოლოზის ძე ლეონიძე (დ. 1893, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 3 ოქტომბერი, 1937) — ქართველი სწავლული ვეტერინარი, ფიზიოლოგი, პედაგოგი.

დაიბადა პედაგოგ ნიკო ლეონიძისა და სოფიო გულისაშვილის ოჯახში. მისი უმცროსი ძმა იყო მწერალი გიორგი ლეონიძე. დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტი ვეტერინარიის სპეციალობით. 1919 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ მიანიჭა სტიპენდია საზღვარგარეთ სპეციალური განათლების მისაღებად. 1925-1928 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, კილის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში რძისა და რძის პროდუქტების მიკრობიოლოგიის შესასწავლად. იქვე, ბერლინის სავაჭრო წარმომადგენლობის დავალებით, ჩამოაყალიბა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის დაარსებაში; მუშაობდა ცილების ხელოვნური რესურსების შექმნაზე. სტალინური დიდი ტერორის დროს, 1937 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა „შალვა ოდილავაძის ტერორისტული დაჯგუფების“ წევრობა. ბრალდებები კატეგორიულად უარყო. 3 ოქტომბერს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, იმავე დღეს დახვრიტეს.

ბიბლიოგრაფია

  • საქონლის ექიმის საუბარი / ლ. ლეონიძე. ტფილისი : ს.ს.ს.რ. მიწათმოქმედების სახ. კომისარიატის სავეტერინარო სამმართველოს გამ., 1924.
  • მეღორეობა / ლ. ლეონიძე. ტფილისი : წითელი წიგნი, 1924.
  • მესაქონლეობის ლექსიკონი / ლ. ლეონიძე. ტფილისი : მიწად-მოქმედების კომისარიატის სასოფლო მეურნეობის განყოფ. გამოცემა, 1925.

ლიტერატურა

  • ლევან ლეონიძე / კარპეზ კაპანაძე // საქართველოს სოფლის მეურნეობა. - , 1985. - N4. - გვ.46.
  • დღიურები / ლევან ლეონიძე, მარია ჰოფმანი ; შეადგინა და გამოსაც. მოამზადა ნინო ჩხიკვიშვილმა. თბილისი : ინტელექტი, 2013.
  • პაპაჩემი ლევან ლეონიძე / ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი : ინტელექტი, 2023.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა