ლარი პეიჯი

ლორენსლარიპეიჯი[2] (დ. 26 მარტი, 1973) — ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი და ანტრეპრენიორი, რომელმაც დააარსა Google სერგეი ბრინთან ერთად, ახლა კი Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet Inc.-ის გენერალური დირექტორია. პეიჯმა შექმნა PageRank, Google-ის ყველაზე ცნობილი საძიებო ალგორითმი.[3][4][5][6][7] პეიჯმა თავდაპირველად Google-ის გენერალური დირექტორის პოზიცია ერიკ შმიდტს დაუთმო 2001 წლის აგვისტოში, თუმცა 2011 წლის აპრილში კვლავ დაიკავა თანამდებობა. 2015 წლის ივლისში კი, Google-ის რეორგანიზების შედეგად, ის კვლავ გადადგა და სანაცვლოდ Alphabet-ის გენერალური დირექტორი გახდა, რომლის ქვეშაც გაერთიანდა Google-ის აქტივები. ამ მოქმედებით მან Google-ის ძირითადი პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარება სუნდარ პიჩაის ჩააბარა, თავად კი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევების ხელშეწყობას გეგმავს.[8]

ლარი პეიჯი

ლარი პეიჯი ევროპის პარლამენტში, 2009 წლის 17 ივნისი
დაბადების სახელი ლორენს პეიჯი
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1973 (1973-03-26)
ისტ ლენსინგი, მიჩიგანი, აშშ
რეზიდენცია პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ[1]
ეროვნება ამერიკელი
განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტი
სტენფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა კომპიუტერული მეცნიერი, ინტერნეტ ანტრეპრენიორი
ქონება $39.7 მილიარდი (თებერვალი, 2016)[1]
ცნობილია როგორც Google Inc.-ის თანადამმარსებელი და Alphabet Inc.-ის გენერალური დირექტორი
მეუღლე(ები) ლუსინდა საუთვორთი (2007)
შვილ(ებ)ი 2
ხელმოწერა

პეიჯი X Prize Foundation-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და ინჟინერიის ეროვნულ აკადემიაში აირჩიეს 2004 წელს.[9] 2004 წელს მიიღო მარკონის პრიზი.[10]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა