კუნაქსის ბრძოლა

კუნაქსის ბრძოლა
ათი ათასის ლაშქრობის ნაწილი

კუნაქსის ბრძოლა
თარიღი 3 სექტემბერი ძვ. წ. 401 წელი
მდებარეობა ევფრატის მარცხენა სანაპირო
შედეგი ტაქტიკური ფრე
არტაქსერქსე II სტრატეგიული გამარჯვება
10 000 ბერძენის უკან დაბრუნება
მეთაურები
კიროს უმცროსი
ათი ათასი ბერძენი
არტაქსერქსე II
იერვანდ I
ტისაფერნესი
ძალები
10 400 ბერძენი ჰოპლიტი
700 სპარტანელი ჰოპლიტი
2 500 მსუბუქად აღჭურვილი ქვეითი და პეტლასტი
600 ცხენოსანი მცველი
სპარსელი მეომრების დიდი ჯგუფი
40 000
დანაკარგები
მინიმალური
კიროსის სიკვდილი
უცნობია
კუნაქსის ბრძოლა ვიკისაწყობში

კუნაქსის ბრძოლა (ძვ. წ. 401 წელი) — მეფე არტაქსერქსე II-სა და კიროს უმცროსს შორის მომხდარი დაპირისპირება აქემენიდური ტახტის დასაკავებლად. ბრძოლა შედგა ბაბილონიდან 70 კილომეტრში მდინარე ევფრატის მარცხენა სანაპიროზე. ქსენოფონტეს ინფორმაციით, ბრძოლაში მონაწილეობდნენ ბერძენი ჯარისკაცები.

მზადება

კიროსმა დაიქირავა 10 000 ჰოპლიტი, 2 500 მსუბუქი ქვეითი და პეტლასტები, სპარტანელი გენერლის, კლეარქეს მეთაურობით. მას კიდევ ერთი ჯარი ჰყავდა, რომელსაც მეთაურობდა არიეუსუ.[1]

როდესაც კიროსმა გაიგო, რომ მისი უფროსი ძმა დიდი არმიით უახლოვდებოდა, თავისი ჯარი საბრძოლველად შეკრიბა. კიროსმა ბერძენი ჯარისკაცები მარჯვენა ფლანგზე მდინარესთან განალაგა და ბერძნების დასახმარებლად 1 000 ცხენოსანი გააგზავნა. ბრძოლაში ფლანგზე ყოფნა ბერძნებისთვის დიდი პატივი იყო. კიროსი, თავის 600 კაციან დაცვასთან ერთად, ცენტრში დადგა, ბერძნებისგან მარცხნივ – ტრადიციულად, ეს იყო ადგილი, საიდანაც სპარსელები ჯარს მეთაურობდნენ. კიროსის აზიელი ჯარისკაცები მარცხენა ფლანგზე განთავსდნენ.[2]

საპირისპიროდ, არტაქსერქსემ მარცხენა ფლანგი კავალერიასთან ერთად მდინარეთან განალაგა. თავად მეფე, ცენტრში დადგა 6 000 კაციანი კავალერიით (რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში). არტაქსერქსეს ჯარი, უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყო განფენილი, რადგან თავის ძმასთან შედარებით ბევრად მეტი ჯარისკაცი ჰყავდა.[3]

კიროსი მიუახლოვდა კლეარქუს და უბრძანა, გადასულიყო ცენტრში ბერძნებთან ერთად, რათა შებმოდა არტაქსერქსეს. თუმცა, კლეარქუს არ სურდა ცენტრში გადასვლა – მარჯვენა ფლანგის მიმართ შიშის გამო, უარი უთხრა და დაპირდა, რომ „ყველაფერი კარგად დასრულდებოდა“. კიროსს სურდა ბერძნების ცენტრში გადაყვანა, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ სპარსული კავალერიის წინააღმდეგ ბრძოლა. კლერქსუსმა უარი განაცხადა, რადგან მარჯვენა ფლანგი დაუცველი იყო. კლერქსუსი არ დაემორჩილა ბრძანებას, რაც იმის ნიშანია, რომ კიროსი ვერ აკონტროლებდა თავის ჯარს. ამას ცხადყოფს რამდენიმე სხვა შემთხვევა, რომელიც მოხდა ლაშქრობის დროს ბრძოლის დაწყებამდე.

ქსენოფონტეს ცნობით, კიროსთან გამოცხადდა საშუალო რანგის ოფიცერი, რათა ყველა სათანადო ბრძანება შეესრულებინა. კიროსმა უთხრა, რომ წარმატება გარანტირებული იქნებოდა, რადგან ეს იყო მსხვერპლშეწირვა.

ბრძოლა

ბრძოლის პირველი ფაზა
ბრძოლის მეორე ფაზა

ბერძნებმა, რომლებიც სპარსელებს რაოდენობრივად ჩამორჩებოდნენ, არტაქსერქსეს მარჯვენა ფლანგს შეუტიეს. უმცირესობის მიუხედავად, მათ გაარღვიეს ხაზი, მაგრამ წინ ვერ წავიდნენ, რადგან თავს დაატყდათ ისრების წვიმა. მარჯვენა ფლანგზე კიროსი მარცხდებოდა და სულ ცოტა ხანში არტაქსერქსეს მცველმა ხელშუბით მოკლა (კაცი, რომელმაც ხელშუბი ისროლა, მითრიდატე იყო. იგი სიკვდილით დასაჯეს, რადგან ეს საქმე არტაქსერქსეს უნდა გაეკეთებინა). მხოლოდ ბერძენი დაქირავებულები იდგნენ მტკიცედ, რადგან კიროსის სიკვდილის შესახებ არ სმენოდათ და მძიმედ იყვნენ შეიარაღებულნი. კლერქუსმა წინ წაიწია არტაქსერქსეს ჯარის წინააღმდეგ, დიდი ზომის მარჯვენა ფრთის მიმართულებით, თუმცა მალევე უკან დაიხია. ამასობაში, არტაქსერქსეს ჯარებმა აიღეს ბერძნების ბანაკი და გაანადგურეს საკვების მარაგი.[4]

ბრძოლის შემდეგ

ბერძენი ჯარისკაცისა და მწერლის, ქსენოფონტეს თქმით, ბერძენთა ჯარებმა ორჯერ სძლიეს მტერს: მხოლოდ ერთი ბერძენი დაიჭრა. მათ ბრძოლის შემდეგ გაიგეს, რომ თვით კიროსი მოკლეს, რის გამოც მათი გამარჯვება შეუსაბამო გახდა და ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ისინი იყვნენ უზარმაზარი იმპერიის შუაგულში, სადაც არ იყო საკვები, არც სამუშაო და არც სანდო მეგობრები. ბერძნებმა მოკავშირეობა შესთავაზეს არიუსს, რათა ეს უკანასკნელი ტახტზე ასულიყო. არიუსმა უარი განაცხადა, რადგან სამეფო სისხლის წარმომავლობა არ ჰქონდა და მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. ბერძნებმა მსახურება შესთავაზეს ტისაფერნესს, არტაშესის წამყვან სატრაპს, რაზეც უარი მიიღეს, თუმცა უარყვეს დანებება. ტისაფერნესს დიდი პრობლემები შეექმნა; რადგან იგი ებრძოდა მძიმედ აღჭურვილ უზარმაზარ არმიას. ტისაფერნესმა საკვები მიაწოდა ბერძნებს და, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ისინი ჩრდილოეთისკენ წაიყვანა. ამასობაში, მათ არიუსი და მისი მსუბუქი ჯარი გამოეყვნენ.

მაღალი წოდების ბერძენი მეომრები, სულელურად დასთანხმდნენ ტისაფერნესის დღესასწაულზე მიწვევას. მეომრები დაატყვევეს და წაიყვანეს მეფესთან, სადაც თავი მოჰკვეთეს. ბერძნებმა ახალი ხელმძღვანელები აირჩიეს და შავი ზღვისკენ, კორდუენისა და სომხეთის გავლით გაემართნენ, რათა მიეღწიათ ნაპირზე მდებარე ბერძნული კოლონიების ტერიტორიებამდე. მათი საბოლოო წარმატება, ათი ათასის ლაშქრობა, აღრიცხა ქსენოფონტემ.

ლიტერატურა

  • ქსენოფონტე, სპარსული ლაშქრობა, თარგმანი. რექს უორნერის მიერ, პინგვინი, 1949 წ.
  • Montagu, John D. Battles of the Greek and Roman Worlds, Greenhill Books, 2000 წ.
  • პრევასი, ჯონ. ქსენოფონტის მარში: სპარსული ლომის ბუნაგში, და კაპო, 2002 წ.
  • უოტერფილდი, რობინ. ქსენოფონტის უკან დახევა: საბერძნეთი, სპარსეთი და ოქროს ხანის დასასრული, ბელკნაპ პრესა, 2006 წ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივაჟა-ფშაველასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილამინ იამალიქაქუცა ჩოლოყაშვილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდონალდ ტრამპიმეორე მსოფლიო ომიესპანეთივლაქერნობაპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020აშშ-ის პრეზიდენტების სიაკრიშტიანუ რონალდუნოდარ დუმბაძესაქართველოგიორგი მიქაუტაძელიონელ მესიინგლისიცივი ომიჯვაროსნული ლაშქრობებიჯო ბაიდენინოვაკ ჯოკოვიჩიმიხეილ სააკაშვილიოცდაათწლიანი ომი14 ივლისიანდრეს ინიესტახვიჩა კვარაცხელიაგიორგი მამარდაშვილიევროპის ოქროს ბუციმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფეხბურთი