კორტნი კარდაშიანი

კორტნი კარდაშიანი (დ. 18 აპრილი, 1979) — ამერიკელი სატელევიზიო სახე და მოდელი. 2007 წელს მან და მისმა ოჯახმა დაიწყო რეალით შოუში Keeping Up with the Kardashians-ში მონაწილეობის მიღება. მისმა წარმატებამ Keeping Up with Kardashians-ში გამოიწვია მისი გამოჩენა სეარიალებში Kourtney and Khloé Take Miami (2009–2013) [1] და Kourtney and Kim Take New York (2011–2012)[2].

კორტნი კარდაშიანი

კორტნი კარდაშიანი 2009 წელს
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1979 (1979-04-18) (45 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 155 სმ

დებთან კიმ და ქლოი კარდაშიანებთან ერთად მონაწილეობს პარფიუმერის,ტანსაცმლის და მოდის ბიზნესში. მათ შექმნეს რამდენიმე ტანსაცმლის კოლექცია და სუნამოები და დამატებით გამოუშვეს წიგნი Kardashian Konfidential 2010 წელს. კორტნიმ 2019 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა საკუთარი ვებ-გვერდი სახელწოდებით 'Poosh'.

კორტნი და მისი დედმამიშვილები სარგებლობენ პოპულარობით სოციალურ მედიაში. 2016 წლის მდგომარეობით CBC Marketplace- ის მიხედვით ერთ პოსტზე Instagram- ზე, Facebook- ზე და Twitter- ზე კორტნი 75,000-დან 300,000 აშშ დოლარამდე გამოიმუშავებს.[3][4][5]

ადრეული ცხოვრება

კორტნი მერი კარდაშიანი დაიბადა ლოს – ანჯელესში, კალიფორნიაში, 1979 წლის 18 აპრილი[6], დედის კრის ნეტ ჰოტონის და ადვოკატი რობერტ კარდაშიანის ოჯახში. მას ორი და ჰყავს, ქლოი და კიმი და უმცროსი ძმა, რობი[7]. კორტნის დედას ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიელი და შოტლანდიელი წინაპრები ჰყავდა. ხოლო მამა იყო მესამე თაობის სომეხი ამერიკელი.1991 წელს კორტნის მშობლები განქორწინდნენ[8]. რობერტ კარდაშიანთან განქორწინების შემდეგ, დედა დაქორწინდა ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიუს ჯენერზე (ახლანდელი კეიტლინი). დედის ამ ქორწინებიდან კორტნის ჰყავს ნახევარდები კენდალ და კაილი ჯენერები. 1994 წელს ქლოის მამამ ყურადღება მიიპყრო ო.ჯ სიმპსონის მკვლელობის საქმეში მონაწილეობით,ცნობილია რომ ო.ჯ სიმპსონი მოკლეს კოლუმბიური ჰალსტუხის მეთოდით.[9]

კორტნიმ დაამთავრა მერიმუნტის საშუალო სკოლა,ლოს ანჯელესში. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა დალასში, ტეხასის შტატში, რომ ესწავლა თეატრალურზე არიზონას უნივერსიტეტში.

ქორწინება

კორტნი კარდაშიანი 2006 წელს დაქორწინდა Scott Disick-ზე,წყვილის ურთიერთობა 9 წელი გაგრძელდა და 2015 წელს განქორწინებით დამთავრდა[10]. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ საერთო მეგობრის წვეულებაზე მექსიკაში[11]. კარდაშიანს და დისკის სამი შვილი ჰყავს: ვაჟი მეისონი დასი (დაიბადა 2009 წლის 14 დეკემბერს), ქალიშვილი პენელოპა (დაიბადა 2012 წლის 8 ივლისს), და ვაჟი რინგ ასტონი (დაიბადა 2014 წლის 14 დეკემბერს). სერიალ Keeping Up With Kardashians-ში ნაჩვენებია კორტნის სამივე შვილზე ორსულობა და მათი დაბადება.,[12][13]

2010 წლის დასაწყისში, წყვილი დროებით გადავიდა მაიამიში შვილთან და დასთან, კიმთან ერთად. ამ დროის განმავლობაში, კორტნი თვლიდა, რომ დისკს ალკოჰოლის პრობლემა ჰქონდა,დისკის ალკოჰოლის პრობლემის გამო წყვილი დროებით დაშორდა. თერაპიაში რეგულარულად დასწრებისა და ალკოჰოლის დროებით დათმობის შემდეგ, დისკი და კორტნი შერიგდნენ და მათ ურთიერთობა განაგრძეს 2010 წლის შუა პერიოდში[14][15].საბოლოოდ წყვილი 2015 წელს გაშორდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა