კორიკანჩა

კორიკანჩა (კეჩ. Quri Kancha; ოქროს ეზო ნამდვილი სახელი Inti Kancha - მზის ტაძარი) — ინკების იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი, მზის ღმერთ ინტის სახელზე აგებული. იყო ქალაქ კუსკოს ყველაზე უფრო მეტად წმინდა ტაძარი.

კორიკანჩას ტაძარი
ტაძრის ხედი შიდა ეზოდან

ერთ დროს, ტაძრის იატაკი და კედლები ოქროს ფურცლებით იყო დაფარული, ხოლო შიდა ეზო – ოქროს სტატუეტებით მოფენილი. მისმა სიმდიდრემ ესპანელები დააბრმავა. სწორედ კორიკანჩას ოქრო გამოიყენეს ინკებმა თავიანთ იმპერატორის, ატაჰუალპას ესპანელთაგან გამოსასყიდად.

მოგვიანებით, XVII საუკუნეში, ესპანელებმა კორიკანჩის ტაძარი გადააკეთეს, მის საძირკვლებზე ააშენეს სანტო-დომინგოს ტაძარი. შემდგომში, მიწისძვრებმა არაერთხელ დააზიანეს სანტო-დომინგოს ტაძარი, მაგრამ ინკების მრავალჭირნახული კედლები ყოველთვის დაუზიანებელი რჩებოდა, კვლავაც ამაყად დგანან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ინკების შეუდარებელ ტექნოლოგიებზე ქვით მშენებლობის საკითხში.

კომპლექსთან ახლოს მდებარეობს არქეოლოგიის მიწისქვეშა მუზეუმი, სადაც დაცულია უამრავი მონეტა, მუმიების ნაწილები, საფეიქრო ნაწარმი, არაერთი კერპი და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა