კლასიკი (სნუკერი)

კლასიკისნუკერის პროფესიონალური ტურნირი.

შეიქმნა სახელწოდებით „Wilsons Classic“ 1980 წელს. სპონსორის ცვლილების გამო 1982 წელს სახელწოდება შეეცვალა „Lada Classic-ზე“. ორი წლის შემდეგ შევიდა რეიტინგული ტურნირების სიაში. 1984/85 წლების სეზონზე ტურნირის სპონსორი გახდა „Mercantile Credit“. ტურნირი იმართებოდა 1992 წლამდე.

ტურნირში ექვსჯერ გაიმარჯვა სტივ დევისმა, ორჯერ — ჯიმი უაიტმა.

მნიშვნელოვანი მოვლენები ტურნირზე

  • 1982 წელს სტივ დევისმა ჯონ სპენსერთან მატჩში გააკეთა პირველი სატელევიზიო მაქსიმალური ბრეიკი. მისგან იწყება ყველა ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკის ათვლა.
  • 1983 წელს ბილ ვერბენიუკი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რეიტინგული ტურნირის თავის ერთადერთ ფინალში გავიდა.
  • 1984 წელს ფინალშჲ — სტივ დეივისი ტონი მეოს წინააღმდეგ — საქმე მივიდა გადამწყვეტ ფრეიმამდე, როცა ანგარიში იყო 8:8. ტონის გამარჯვებისთვის მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელი ფერადი ბურთულის ჩაგდება სჭირდებოდა, მაგრამ მისი დარტყმის მომენტში ვიღაცამ დაიყვირა: „წინ, ტონი!“. მან ააცილა. სტივმა აიღო ფრეიმი და მატჩი, მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროს მან მოითხოვა, გულშემატკივართათვის ალკოჰოლის მიღება აეკრძალათ.
  • 1985 წელს უილი თორნმა დაამარცხა კლიფ თორბერნი და მოიგო პირველი რეიტინგული ტურნირი.
  • 1986 წელს თავისი პირველი რეიტინგული გამარჯვება აღნიშნა ჯიმი უაიტმა.
  • 1989 წელს 47 წლის ასაკში დუგ მაუნტჯოიმ მოიპოვა თავისი მეორე რეიტინგული ტიტული.

გამარჯვებულები

წელიჩემპიონიფინალისტიანგარიშისეზონი
„Wilsons Classic“ (არარეიტინგული)
1980 ჯონ სპენსერი ალექს ჰიგინსი4:31979/80
1981 სტივ დეივისი დენის ტეილორი4:11980/81
„Lada Classic“ (არარეიტინგული)
1982 ტერი გრიფითსი სტივ დეივისი9:81981/82
1983 სტივ დეივისი ბილ ვერბენიუკი9:51982/83
„Lada Classic“ (რეიტინგული)
1984 სტივ დეივისი ტონი მეო9:81983/84
„Mercantile Credit Classic“ (რეიტინგული)
1985 უილი თორნი კლიფ თორბერნი13:81984/85
1986 ჯიმი უაიტი კლიფ თორბერნი13:121985/86
1987 სტივ დეივისი ჯიმი უაიტი13:121986/87
1988 სტივ დეივისი ჯონ პეროტი13:111987/88
1989 დუგ მაუნტჯოი უეინ ჯონსი13:111988/89
1990 სტივ ჯეიმსი უორენ კინგი10:61989/90
1991 ჯიმი უაიტი სტივენ ჰენდრი10:41990/91
1992 სტივ დეივისი სტივენ ჰენდრი9:81991/92

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა