კიროვის ხიდი (სამარა)

ხიდი რუსეთში, სამარა

კიროვის ხიდი (რუს. Кировский мост) — ბონდის ხიდი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში მდინარე სამარაზე. გაიხსნა 2014 წელს. ხიდი ქალაქს კიროვის გამზირით უკავშირდება.

კიროვის ხიდი
რუს. Кировский мост
კოორდინატები: 53°10′47″ ჩ. გ. 50°18′26″ ა. გ. / 53.17972° ჩ. გ. 50.30722° ა. გ. / 53.17972; 50.30722
ქვეყანარუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობასამარა
კიროვის ხიდი (სამარა) — რუსეთის ევროპული ნაწილი
კიროვის ხიდი (სამარა)

მშენებლობის მთავარი მენარდე დახურული სააქციო საზოგადოება „ვოლგასპეცსტროი“ იყო[1][2]. „ვოლგასპეცსტროის“ გაკოტრების პროცესის დაწყების შემდეგ[3][4] მშენებლობა შპს. „სამარატრანსსტროიმ“ გადაიბარა[5][6]. ხიდის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო.

ხიდის მშენებლობა 2011 წელს

2014 წლის 10 ოქტომბერს სამარის ოლქის გუბერნატორმა ნიკოლაი მერკუშკინმა და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა ხიდის გახსნიც ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ხიდის დასრულების შემდეგ მოძრაობა კიროვის გამზირიდან ბელოზერკი-ჩერნოვსკი-ნიკოლაევკა მიმართულებით გაიხსნა[7].

ორი წლის შემდეგ დასრულდა ვოლგის რაიონში სამარის შემოვლითი გზისა და ხიდის დამაკავშირებელი საგზაო კვანძის მშენებლობა[8].

2017 წლის ზაფხულისთვის კიროვის ხიდის საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევის გამო, მისი ექსპლუატაციაში გაშვება გადაიდო. „როსტეხნადზორმა“ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, რომელმაც სამარის ოლქის ტრანსპორტის სამინისტრო დაუსრულებელი პროექტის გამო დააჯარიმა[9].

ეკოლოგიური შედეგები

სამარის ოლქის ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების სამინისტრომ ხიდის მშენებლობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეაფასა. ზარალმა 208 236 კობრის ლიფსიტა და 63 048 ცქვრინის ლიფსიტა შეადგინა[10][11][12].

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა