კეიტ ბლანშეტი

კეტრინ ელის ბლანშეტი (ინგლ. Catherine Elise Blanchett; /ˈblænət/;[1][2] დ. 14 მაისი, 1969, მელბურნი) — ავსტრალიელი მსახიობი და თეატრის რეჟისორი, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო. 2007 წელს კეიტ ბლანშეტი მოხვდა ჟურნალ ტაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[3] იგი აგრეთვე მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

კეიტ ბლანშეტი

ბლანშეტი 2018 წელს კანის კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Catherine Elise Blanchett
დაბადების სახელი კეტრინ ელის ბლანშეტი
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1969 (1969-05-14) (55 წლის)
მელბურნი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • თეატრის რეჟისორი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) ენდრიუ აპტონი (იქ. 1997)
შვილ(ებ)ი 4
ჯილდოები
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ავსტრალიის ორდენის კომპანიონი
ხელმოწერა

სამსახიობო კერიერას შეუდგა მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტში. ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ელისაბედ I-ის როლის შესრულებისთვის ფილმში „ელისაბედი“ (1988), რისთვისაც გადაეცა BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის,[4] აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარზე.[5] ფილმ „ავიატორში კათრინ ჰეპბერნის განსახიერებისთვის გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 2005 წელს.[5] 2015 წელს მიიღო ოსკარის მეორე ჯილდო ფილმ „სევდიან ჟასმინში“ შესრულებული როლისთვის[5].

ბლანშეტის სხვა განთქმული ფილმებია „.ნიჭიერი მისტერ რიპლი (1999), „ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია (2001–2003), „ჩანაწერები სკანდალის შესახებ“ (2006), „ბაბილონი“ (2006), „ელისაბედი: ოქროს ხანა“ (2007), „მე იქ არ ვარ“ (2007), „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ (2008), „ჰობიტის“ ტრილოგია (2012–2014), „კეროლი“, (2015), „კონკია“ (2015), „თორი: რაგნაროკი“ (2017) და „ოუშენის 8 მეგობარი“ (2018). 2008—2013 წლებში ბლანშეტი, მის მეუღლესთან, ენდრიუ უპტონთან ერთად იკავებდა Sydney Theatre Company-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას.[6][7]

მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში შედგა 2017 წელს. იმავე წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი.[8] 2012 წელს საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.[9] აგრეთე გადაეცა ლიტერატურის დოქტორის საპატიო ტიტული ახალი სამხრეთი უელსის, სიდნეისა და მაკუორის უნივერსიტეტებისაგან 2017 წელს.[10][11] 2015 წელს გახდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის წევრი.[12][13]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1993პოლიციის სამაშველო რაზმიPolice Rescueჰეინსი
1994ჰარტლენდიHeartlandელისაბედ ეშტონი
1996 პარკლენდსიParklandsროზი
1997 ოსკარი და ლუსინდაOscar and Lucindaლუსინდა
1998 ელისაბედი Elizabethელისაბედ I
1999 იდეალური ქმარიAn Ideal Husbandლედი გერტრუდა ჩილტერნი
1999 ფრენათა მართვა Pushing Tinკონი ფალზონე
1999 ნიჭიერი მისტერ რიპლი The Talented Mr. Ripleyმერედით ლოგი
2000 ნიჭიThe Giftანაბელი
2000 ადამიანი,რომელიც ტიროდაThe Man Who Criedლოლა
2001 ხომალდის სიახლეებიThe Shipping Newsპეტალ ბაერი
2001 შარლოტა გრეიCharlotte Grayჩარლოტა გრეი
2001 ბანდიტები Banditsკეიტ უილერი
2001 ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო The Lord of the Rings: The Fellowship of the Ringგალადრიელი
2002სამოთხეHeavenფილიპა
2002 ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი The Lord of the Rings: The Two Towersგალადრიელი
2003დაკარგულიThe Missingმაგდალენა
2003 ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება The Lord of the Rings: The Return of the Kingგალადრიელი
2003 ყავა და სიგარეტი Coffee and Cigarettesსაკუთარი თავი
2003 ვერონიკა გუერინი Veronica Guerinვერონიკა გუერინი
2004ცხოვრება წყალქვეშThe Life Aquatic with Steve Zissouჯეინ უინსლეტ-რიჩარდსონი
2004 ავიატორი The Aviatorკათრინ ჰეპბერნი
2005პატარა თევზი Little Fishტრესი ჰარტი
2006 ჩანაწერები სკანდალის შესახებ Notes on a Scandalშება ჰარტი
2007ვითომ მაგარი პოლიციელებიHot Fuzzჟანინი
2006 ბაბილონი Babel სუზან ჯონსი
2006კარგი გერმანელი The Good Germanლენა ბრანდტი
2007ელისაბედი: ოქროს ხანაElizabeth: The Golden Ageელისაბედ I
2007 მე იქ არ ვარ I'm Not Thereბობ დილანი
2008ინდიანა ჯოუნსი და ბროლის თავის ქალის სამეფოIndiana Jones and the Kingdom of the Crystal Skullირინა სპალკო
2008 ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია The Curious Case of Benjamin Buttonდეიზი ფულერი
2009პონიო კლდეზეPonyoGranmamare
2010 რობინ ჰუდი Robin Hoodლედი მარიანა
2001ჰანა:სრულყოფილი იარაღიHannaმარისა ვიგლერი
2012 ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა The Hobbit: An Unexpected Journeyგალადრიელი
2013 ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი The Hobbit: The Desolation of Smaugგალადრიელი
2013 სევდიანი ჟასმინი Blue Jasmineჯენეტ ფრენსისი
2013ბედის 10 გაელვებაThe Turningგეილ ლანგი
2013გალაპაგოსის საქმე: სატანა მოვიდა ედემიდანThe Galapagos Affairდორი სტრაჩი
2014რეიკი Rakeკლერ გრინი
2014 განძზე მონადირეები The Monuments Menკლერ სიმონი
2014როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2How to Train Your Dragon 2ვალკა
2014 ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა The Hobbit: The Battle of the Five Armiesგალადრიელი
2015 თასების რაინდი Knight of Cupsნენსი
2015 კონკია Cinderella ლედი ტრემეინი
2015 კეროლი Carol კეროლი
2015დოკუმენტური ფილმი ეხლა!Documentary Now!იზაბელა ბარტა
2015სიმართლეTruthმერი მეიპსი
2015მანიფესტოManifestoსხვადასხვა
2016დფდროში მოგზაურობაVoyage of Timeმთხრობელი
2017სიმღერიდან სიმღერამდეSong to Songამანდა
2017თორი: რაგნაროკიThor: Ragnarokჰელა
2018ოუშენის 8 მეგობარიOcean's 8ლუ
2018სახლი საათებითThe House with a Clock in Its Wallsფლორენს ციმერმანი
2018მაუგლიMowgli: Legend of the Jungleკაა
2019როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: დამალული სამყაროHow to Train Your Dragon: The Hidden Worldვალკა
2019სად დაიკარგე, ბერნადეტ?Where'd You Go, Bernadetteბერნადეტი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა