კეთრინ მაერი

ფონდ ვიკიმედიის (WMF) აღმასრულებელი დირექტორი

კეთრინ მაერი (ინგლ. Katherine Maher) — ფონდ ვიკიმედიის (WMF) აღმასრულებელი დირექტორი 2016 წლის 23 ივნისიდან[1] 2021 წლის 15 აპრილამდე.[2] 2014 წლის აპრილიდან ფონდში კომუნიკაციების უფროს ოფიცრად მუშაობდა.[3]მანამდე, სამუშაო გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკში, UNICEF-ში და AccessNow.org-ში.

კეთრინ მაერი
კეთრინ მაერი
მაერი 2016 წელს,
ფონდ ვიკიმედიის აღმასრულებელი დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 2016 – 15 აპრილი, 2021
წინამორბედილილა ტრეტიაკოვა
მემკვიდრევაკანტური

დაბადებული18 აპრილი, 1983 (1983-04-18) (41 წლის)
უილტონი, კონექტიკუტი, აშშ
განათლებანიუ-იორკის უნივერსიტეტი

განათლება

2002-2003 წლებში მაერი კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის არაბული ენის ინსტიტუტში სწავლობდა, 2003 წლიდან კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების კოლეჯში, სადაც 2005 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[4]

კარიერა

2016 წლის მარტიდან, მაერი ფონდ ვიკიმედიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ივნისში კი თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა.

მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო განვითარებისა და დემოკრატიზაციის კონსულტანტი იყო ტექნოლოგიების მიმართულებით. მისი საქმიანობა ამ ორგანიზაციაში ფოკუსირებული იყო მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნოლოგიების როლზე სამოქალაქო საზოგადოების ხელშესაწყობად და ინსტიტუციური რეფორმისათვის, ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.[5]

ფონდ ვიკიმედიას მაერი 2014 წლის აპრილში შეუართდა კომუნიკაციების უფროსი ოფიცრის პოზიციაზე;[3][6][7] მისი ძირითადი საქმიანობა საავტორო უფლებების კანონმდებლობას ეხებოდა.[8]ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის მარტში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა[9] — შეცვალა იმჟამინდელი დირექტორი ლაილა ტრეტიკოვი.[10] აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მისი ფოიციალურად დანიშვნის შესახებ 2016 წლის 24 ივნისს, იტალიაში, ვიკიმანია 2016-ზე ფონდის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა განაცხადა.[1]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა