პარკი აღმოსავლეთის დაბლობის გორილის ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარია. იმ კონფლიქტების ჭირ-ვარამის გამო, რომელიც აფრიკის ამ ნაწილში 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, მთელი სახეობის მხოლოდ 600 ასეთი გორილა გადარჩა ცოცხალი. სწორედ იმ მიზეზით, რომ გორილის ეს სახეობა მხოლოდ ამ ტერიტორაზეღაა შემორჩენილი, 1980 წელს პარკი იუნესკომმსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ომმა გორილებთან დაკავშირებით მართლაც საგანგაშო მდგომარეობა მოიტანა, მას შეეწირა მათი 60 %, დაახლოებით 300 ერთეული. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამჟამად მიმდინარე არეულობები ხშირად პარკის საზღვრებს შიგნით გრძელდება, რასაც მოსდევს მისი ძარცვა, ტყეების გადაწვა და ცხოველებზე უკანონო ნადირობა. ამ მიზეზით, 1997 წელს იუნესკომ ის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა.
პარკს სახელი ეწოდა მის ტერიტორიაზე მდებარე ორი ჩამქრალი ვულკანის — კაჰუზის (3308 მ) და ბიეგას (2790 მ) გამო.