კავთისხევი

კავთისხევისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: გუდალეთი, ეზატი, თვალადი, ქებაანი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, იდლეთი).[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.

სოფელი
კავთისხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი კავთისხევი
კოორდინატები 41°51′35″ ჩ. გ. 44°26′38″ ა. გ. / 41.85972° ჩ. გ. 44.44389° ა. გ. / 41.85972; 44.44389
ცენტრის სიმაღლე 720
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 864[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 1,0 %
ოსები 0,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კავთისხევი — საქართველო
კავთისხევი
კავთისხევი — შიდა ქართლი
კავთისხევი
კავთისხევი — კასპის მუნიციპალიტეტი
კავთისხევი

ისტორია

კავთისხევის ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი. სოფელს ხშირად ესხმოდნენ თავს და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები, ამიტომ მას ხალხში შავსოფელსაც ეძახდნენ. კავთისხევში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ლომისის წმინდა გიორგის, კატაულას წმინდა გიორგის, ძლევის ქედის წმინდა გიორგის, კავთისხევის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. სოფელში, მონასელიძიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა აკლდამა. ნაგებობა შედგება საკნისა და დრომოსისაგან, რომელთა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის კავთისხევის რაიონის ცენტრი.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 864 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]1020474546
2014[1] 864424440

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა