ინტერჰალოგენები

ინტერჰალოგენები (ინტერჰალოგენები) — არაორგანული მოლეკულები, რომლებიც შეიცავენ ორ ან მეტ განსხვავებულ ჰალოგენების ატომებს (ფტორს, ქლორს, ბრომს, იოდს, იშვიათად ასტატს) და არ შეიცავს არცერთ სხვა ელემენტების ატომებს.

ცნობილი არის, რომ ინტერჰალოგენების უმრავლესობა ბინარულია (მხოლოდ ორი განსხვავებულ ჰალოგენის ატომისაგან შედგება). მათი ზოგადი ფორმულააXYn სადაც n=1,3,5 ან 7-ს. X არის ორი ჰალოგენიდან ნაკლებად ელექტროუარყოითი ჰალოგენის ატომი. ყველა მათი ნაერთი ექვემდებარება ჰიდროლიზის რეაქციას და წარმოქმნიან პოლიჰალოგენურ იონს.

ცნობილი არ არის, რომ ინტერჰალოგენების რომელიმე ნაერთი შეიცავს სამზე მეტ სხვადასხვა ჰოლოგენს[1], მაგრამ ძალიან ცოტა წიგნში[2] [3] მოცემულია, რომ არსებობს IFCl2 და IF2Cl და ისინი მიღებულიც კი იქნა. თეორიული კვლევები BrClFn მიუთითებს, რომ ეს ნაერთი ძლივს სტაბილურია და ძალზე მარტივად იშლება[4].

ინტერჰალოგენების ტიპები

დიატომური ჰალოგენები

XY-ფორმის ინტერჰალოგენებში კოვალენტური ბმას იონური თვისებები გააჩნია.

იოდის მონიქლორიდი

ნაკლებად ელექტროუარყფითი ჰალოგენის ატომი X- რომელიც ამჟღავნებს ნაწილობრივ დადებით მუხტს. ყველა კომბინაცია შემდეგი ჰალოგენების როგორიცაა ფტორი, ქლორი, ბრომი და იოდი შესწავლილია და მათი ზოგადი ფორმულებიც დადგენილია, მაგრამ მათგან ყველა არ არის სტაბილური, ხოლო რაც შეეხება ასტატს, მის მიერ წარმოქმნილი ყველა ინტერჰალოგენის ზოგადი ფორმულა არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილი არის, რომ მისი ნაერთები ძალზე არასტაბილურები არიან.

  • Chlorine monofluoride (ClF)-ქლორის მონოფტორიდი — მომწამლავი აირი -100 ° C- მდე გაცივებისას თხევადდება და აქვს ყვითელი შეფერილობა. ამ ნაერთს აქვს შუალედური თვისებები ორივე მშობლიურ ჰალოგენებს შორის F2-სა და Cl2[5] -ს შორის.
  • Bromine monofluoride(BrF)-ბრომის მონოფტორიდი — არასტაბილური აირი. ეს ინტერჰალოგენი მიიღება ბრომისა და ქლორის ურთიერთქმედებით . ნაერთის არასტაბილურობა გამოვლენილია, მაგრამ არ არის იზოლირებული[6]. Br2(l) + F2(g) → 2 BrF(g)
  • Iodine monofluoride(IF)-იოდის მონოფტორიდი — მყარი მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რომელიც იშლება 0 C-ზე[7]. მეტად არაპროპირციული მოლეკულაა და მიიღება იოდის ვერცხლის ფრტორიდთან რეაქციისას 0 C-ზე. I2 + AgF → IF + AgI.
  • Bromine monochloride (BrCl)-ბრომის მონოქლორიდი — მომწამლავი ყვითელი ფერის გაზი, რომელიც დნება −66 °C და დუღს 5 °C-ზე. არის ძლიერი მჟანგავი. მისი EINECS ნომერია 237-601-4[8].
  • Iodine monochloride (ICl)-იოდის მონიქლორიდი — წითელი კრისტალურ ნივთიერება დნება 27.2 °C-ზე. მიიღება იოდის და ქლორის რეაქციით შეფარდებით 1:1 -თან I2 + Cl2 → 2 ICl.კარგად იხსნება ნახშირბადის დისულფიდში (CS2); ძმარმჟავაში და პირიდინში (C5H5N).ასევე გამოიყენება ორგანულ ქიმიაში რეაგენტად[9].
  • Iodine monobromide (IBr)-იოდის მონობრომიდი — მუქი წითელი მყარი ნივთიერება. მისი დნობის ტემპერატურა ახლოსაა ოთახის ტემპერატურასთან და არის 42 °C, ხოლო დუღს 116 °C-ზე. იოდის მონობრომიდი ასევე გამოიყენება ზოგიერთი სახის იდიომეტრიულ ტიტრაციაში. მიღება:I2 + Br2 → 2 IBr [10]
  • Astatine monobromide (AtBr)-ასტატის მონობრომიდი — ნაკლებად შესწავლილი არაორგანული ნოვთიერება, რომელიც მიიღება შემდეგნაირად 2 At + 2 IBr → 2 AtBr + I2 [11].
  • Astatine monoiodide (AtI)-ასტატის მონოიოდიდის მიღება: 2At + I2 → 2 AtI 1:1-თან შეფარდებით.
  • რაც შეეხება ასტატის მონოფტორიდს ეს ნაერთი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, ამას ართულებს ამ ორი ჰალოგენის მკვეთრად განსხვავებული თვისებები და ნაერთის არასტაბილურობა.

ტეტრაატომური ინტერჰალოგენები

ასეთ მოლეკულებში ცენტრალურ ატომს უკავშირდება სამი ატომი.

  • Chlorine trifluoride(ClF3)-ქლორის ტრიფტორიდი — უფერო; მომწამლავი; კოროზიული და ძალიან არასტაბილური აირი. პირველად მიიღეს 1930-წელს ქლორის ფტორიზაციით მისი მიღების რეაქციაა 3 F2 + Cl2 → 2 ClF3 [12].
ქლორის ტრიფტორიდი
  • Bromine trifluoride (BrF3)-ბრომის ტრიფტორიდი — მუქი მოყვითალო(თივის) ფერი ძლიერ მომწამლავი და მკვეთრად არასტაბილური ნივთიერება. მიღება: ბრომის და ფტორის ურთიერთქმედება 20 °C-ზე:[13] Br2 + 3 F2 → 2 BrF3
  • Iodine trifluoride (IF3)-იოდის ტრიფტორიდი — ყვითელი მყარი ნივთიერება −28 °C-მდე. ბევრი ინფორმაცია არ არის ამ ინტერჰალოგენის შესახებ, რადგან ის მეტად არასტაბილურია.
  • Iodine trichloride (ICl3)- იოდის ტრიქლორიდი — მბზინაბი მოწითალო ფერის მყარი ნივთიერება
იოდის ტრიქლორიდი ამპულაში

გვხვდება დიმერების სახით I2Cl6 მოლეკულის შუაში ზევით და ქვევით მდებარე ქლორის ატომები ორი ბმით უკავშირდებიან იოდის ატომებს[14].

ჰექსაატომური ინტერჰალოგენები

ასეთ მოლეკულებში ცენტრალურ ატომს უკავშირდება ხუთი ატომი.

  • Chlorine pentafluoride (ClF5)-ქლორის პენტაფტორიდი — უფერო ძლიერ მჟანგავი მოლეკულა გამოიყენება რაკეტებში საწვავის მჟანგავად. მოლეკულას აქვს კვადრატულ პირამიდული მოლეკულურ გეომეტრიული ფორმა და C4v სიმეტრია[15].
    ქლორის პენტაფტორიდის ბურთულოვანი ფორმულა
    დნება −103 °C-ზე და დუღს −13.1 °C-ზე.

მიღება:Cl2+ 5F2 → 2ClF5 ქლორის ფტორიზაცია მიმდინარეობს მაღალი წნეხის და ტემპერატურის თანაობისას.

  • Bromine pentafluoride (BrF5)-ბრომის პენტაფტორიდი — ძლიერი ფტორიზაციის რეაგენტი აირი დნება −61.30 °C-ზე ,ხოლო დუღს 40.25-ზე °C. გამოიყენება რაკეტებში საწვავის დასაჟანგად.

მიიღება კალიუმის ბრომიდზე სამი მოლი ფტორის მოქმედებით[16]

KBr + 3 F2 → KF + BrF5
  • Iodine pentafluoride (IF5)-იოდის პენტაფტორიდი — უფერო სითხე დნება 9.43 °C-ზე და დუღს 97.85 °C-ზე. მიიღება იოდზე 5 მოლი ფტორის მოქმედებით I2+ 5 F2→ 2 IF5 რეაქცია არის ეგზოთერმული[17][18].
ოქტაატომური ინტერჰალოგენები

ასეთ მოლეკულაში ცენტრალურ ატომს უკავშირდება შვიდი სხვადასხვა ატომი.

  • Iodine heptafluoride (IF7)-იოდის ჰეპტაპტორიდი — უფერო ძლიერი ფტორიზაციის თვისების მქონე რეაგენტი. მისი დნობის და დუღილის თემპერატურები მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან დნება4.5 °C-ზე, ხოლო დუღს 4.8 °C-ზე.
იოდის ჰეპტაფტორიდის ბურთულოვანი ფორმულა

მას აქვს პენტაგონალურ ბიპირამიდული მოლეკულურ გეომეტრიული ფორმა.

დღეისათვის ცნობილი ყველა ინტერჰალოგენი

FF2------------------------------
ClClF, ClF3, ClF5Cl2----------------
BrBrF, BrF3, BrF5BrClBr2-----------
IIF, IF3, IF5, IF7ICl, (ICl3)2IBrI2--------
Atარ წარმოქმნისAtClAtBrAtIAt2(?)
---FClBrIAt

თვისებები

როგორც წესი ინტერჰალოგენები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე დიატომური ჰალოგენები, რადგანაც ინტერჰალოგენებში ბევრად უფრო სუსტი ბმებია დიატომურ ჰალოგენებთან შედარებით, რაც განაპირობებს მათ მარტივად დაშლას. როდესაც ცენტრალური ატომს უკავშირდება ერთი ან სამი სხვა ატომიეს ჰალოგენები მკვეთრად არ არიან ელექტროუარყოფითობით ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებულნი როგორიც არის მაგალითად: იოდის მონოქლორიდი ან ქლორის ტრიფტორიდი, ხოლო როდესაც ცენტრალურ ატომს უკვე უკავშირდება ხუთი და შვიდი ატომი ამ შემთხვევაში მკვეთრად უნდა იყოს ჰალოგენების ზომები ერთმანეთისაგან განსხვავებული, რადგან თუ ცენტრალური ატომი მცირე რადიუსის მქონეა მის გარშემო ხუთი ან შვიდი ატომი ვერ შეძლებს განთავსებას, მაგალითად, არ არსებობს ნაერთი ქლორის პენტაბრომიდი, რადგან ქლორს მცირე რადიუსი აქვს, ბრომს კი მასზე დიდი, ამიტომაც ქლორის გარშემო სივრცეში ხუთი ბრომის ატომი ფიზიკურად ვერ განთავსდება მისი ზომისა და მასის გამო, ხოლო თავისუფლად არის დასაშვები, მაგ., ბრომის პენტაფტორიდის მოლეკულა, რადგან ბრომის დიდ რადიუსიანი ატომის გარშემო ფტორის ხუთი ატომი თავისუფლად შეძლებს განთავსებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა